მეგობარი ..
ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ, მეგობარი კი მუდამ გჭირდება , ყოველთვის, მუდამ ! ამბობენ მეგობარი ის არის ვისთანაც არ გეშინია იყო ის რაც ხარ ! არც მე მეშინოდა , მყავდა ასეთი მეგობარი , მაგრამ ისე მოხდა რომ ერთმანეთს სულ ვჭამდით , ვერ ვუგებდით , კატა-თაგვებივით ვიყავით , ყოველი ჩხუბის შემდეგ ვფიქრობდით რომ ყველაფერი დალაგდებოდა მაგრამ მაინც ყველაფერი რიგზე ვერ იყო .. ნამდვილი მეგობარი იყო ძალიან მიყვარდა და ძალიან გამიჭირდა სხვისი ჩანაცვლება , თუმცა რათქმაუნდა არასდროს ჩავანაცვლებ სხვას,გყავთ თუ არა ნამდვილი მეგობარი გვერდით თუ თქვენც ჩემსავით ფიქრობთ ? მეგობარი? იცით მე ასეთი ხასიათი მაქვს, ჩემი სუსტი წერტილი დიდი სიყვარულია , გრძნობა რომელიც მათთან მაკავშირებს ეს ყველაზე ძვირფასია მაგრამ , საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ადამაინებს ძალიან მალე ვიყვარებ , ადვილად ვხედავ მასში დადებითს და ვცდილობ ამით მისი უარყოფითი მხარეები დავმალო , ძალიან ვიყვარებ მაგრამ დაკარგვის შემთხვევაში ძალიან ვიტანჯები,სული მეწვის მაგრამ არ გამოვხატავ ! მგონია რომ ყველა ისეთივე ერთგულია როგორც მე , მაგრამ ძალიან ვცდები .. ადამიანებს ძალიან ვენდობი და ვფიქრობ რომ ყველა ვინც კი გამიღიმებს კარგია და სანდო ..სამწუხაროდ ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი ეტაპი. დრო , როდესაც საკუთარ თავზე და მეგობრებზე იწყებ ფიქრს , ფიქრობ რას ფიქრობენ შენზე ? ისევ ისე უყვარხარ მათ როგორც შენ ? ძალიან მიჭირს ხოლმე იმაზე ფიქრი ხშირად ისინი შენს გვერდით არ არიან , არსებობენ ისეთებიც, რომლებიც შენ გვერდით მოჩვენებით არიან , თითქოს გაჩვენებენ რო შენთან არიან რომ უყვარხარ , რომ ენატრებით , მაგრამ აბსურდია ! ყველაფრის მიუხედავად მაინც მადლიერი ვარ რადგან ისინი იყვნენ , მადლიერი ვარ, რადგან ჩემ ცხოვრებაში უამრავი ადამიანია. მათთან გატარებული ერთი წამიც კი ცვლის ჩემ ცხოვრებას , მატი ყოველი თბილი სიტყვა მაბედნიერებს , ხოლო ცუდად მოპყრობა გამათენებინებს ღამეებს ( მათ არ იციან რომ მე განვიცდი რადგან არასდროს ვაგრძნობინებ) ზოგჯერ მიფიქრია იმაზეც რო მარტოო ვყოფილიყვაი რომ არ მჭირდებოდა არავინ და არაფერი, მაგრამ რათქმაუნდა ეს გაუსაძლისად მძიმე მდგომარეობა იყო ჩემთვის . რატო ? სასაცილაო უბრალოდ თქვა რომ მარტოობა გინდა, გჭირდება სანდო სანდო მეგობარი , გულის გასაღები რომელიც მას ჩააბარე !! მეგობარი რომელიც ღვთისგან მოვლენილია რომელიც არავითარ - შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს თუკი ნამდვილია და ვიცი რომ ის ნადვილია და არ დაიაკარგება .. კარგია როდესაც გვერდში გყავს ადამიანი, რომელსაც უყვარხარ , აინტერესებ , შენი პრობლემების მოსმენის შემდეგ არ გეტყვის რომ ,, დაიკიდე,, და ბოლომდე შეეცდება იმას რომ მდგომარეობიდან გამოგიყვანოს ! ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე რომ ძალიან რთულია მეგობრის გარეშე ცხოვრება, რომ საჭიროა ის ერთი , ჩვენ ეხლაც არვართ ერთად მაგრამ დიდ იმედს ვიტოვებ რომ ცხოვრება ისევ შემომიობრუნებს და ისევ მოიყვანს ჩემთან, ან ეხლა ან მერე .. ვიცი რადგან მის შორ მზერას ვგრძნობ ,ქუჩის ბოლოს რო მხედავს უკან ბრუნდება თითქოს ჩემთან მოდის მაგრამ ვერ ეშინია ისევ არ გამოიწვიოს ჩვენმა ურთიერთობამ ტკივილი , ვიცირომ ვუყვარვარ ისევ , უბრალოდ არ იმჩნევს .. ვიცი ვიცნობ , მასთან მთელი ბავშვობა მაქსვ გატარებული .. ეხლა უფრო გაზრდილები და დაღვინებულები ვართ და ალბად სხვა თვალით ვუყურებთ ყველაფერს , მაშინ ხოო მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და ეხლა ალბად ორივეს გულის სიღმეში მაგრად გვეცინება ამ ყველაფერზე .. ვიცი დაბრუნდები .. მე გელოდები ! მეგობრობა ძვირფასი განძია, ის არ არის ჩრდილში, ის ცხოვრების მანათობელია ! ის ჩვენი მზეა რომელიც სულ გვათბობს და ვიცი ერთ დღეს მიხვდები, რომ არ გყოლია ჩემნაირი მეგობარი ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.