შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრადიცია თუ მანკიერება?!


7-12-2016, 22:14
ავტორი tsoropina
ნანახია 1 454

ქართველები ტრადიციების მოყვარული ხალხი ვართ, რომლებსაც უზომოდ „გვიყვარს“ ჩვენი წეს-ჩვეულებები. სამწუხაროდ, გვონია, რომ ყველაზე კაარგები ვართ. არა, არა, არ იფიქროთ, რომ საკუთარი ქვეყანა არ მიყვარს. მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, დავინახო ის დვირე, რომლელსაც მხოლოდ სხვა ერებში ვეძებთ.
ვაჟა - ადამიანი, რომელმაც გაილაშქრა მანკიერი ტრადიციების წინააღმდეგ. ალბათ, როცა მან „ალუდა ქეთელაური“ გამოქვეყნა, უამრავი ადამიანმა უარყოფითად შეაფასა მისი პოემა. თუმცა დღეს, დღეს ამ ნაწარმოებს სკოლაშიც ვასწავლით.
ქელეხი - ლხინად ქცეული ჭირის სუფრა. ვამბობთ, შენს მწუხარებას ვიაზიარებთო, მაგრამ ცოტა ხანში დარდი გვავიწყდება. სამწუხაროდ, როცა ბევრს დავლევთ და ხორაგს ამოვივსებთ აღარ გავახსოვს ტკივილი, ტკივილი, რომელიც მიცვალებულის ოჯახს ანადგურებს, გულს ხმელ ხედ უქცევს და სულს უყინავს. განა შეიძლება ასეთი ტრადიცია მოგვწონდეს დღემდე?! არა, შესაძლოა, არც მოგვწონს, მაგრამ მის შეცვლას არავინ ცდილობს.
ქართული ქორწილი - ჩვენი ტრადიციის „მშვენება“. ერთადერთი, სადაც ნაკლს ვერ ვხედავ, საქორწილო სუფრაა. უამრავი გემრიელი საკვები, რომლებიც თვალზე ბინდს გვიკრავს. რა თქმა უნდა, ამდენი საჭმელი უამრავი ღვინის სმის გარეშე წარმოდგენელია, უფრო სწორად, ზღაპარს ჰგავს. დაბოლოს, მამაპაპურად ერთმანეთს უნდა დავცხოთ, ძვლები დავუმტრიოთ, რომ ქორწილი „უტკბესი“ გამოვიდეს.
სასცილოა, მაგრამ სოფლებში მოტაცების ტრადიცია მეტ-ნაკლებად პოპულარულია. ევროპელობაზე ვდებთ თავს, მაგრამ ისე ვიქცევით, როგორც „ღრუზინელებს“ შეგვეფერება. ჰო... აბა, ვინმე ცოლად თუ არ მოგვყვება, ხომ უნდა მოვიტაცოთ და ამით „ჟილკა“ დავიყმაყოფილოთ?! მთავარია, რომ ბიჭს უნდა და გოგოს გრძობები ნაკლებად მნიშნელოვანია. ამ დროს ცხოველებს გავხართ, რადგან ნორმალური ადამიანები ერთმანეთის აზრს პატივს ცემენ.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ცხოველები გვჯობნიან, რადგან მათ ინსტიქტები გააჩნიათ მხოლოდ. ადამიანს, ადამიანს კი უწოდებენ მოაზროვნე არსებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ვერ აზროვნებს; რომ აზროვნებდეს, არ გამოვიგონებდით მანკიერ ტრადიციებს, რომლებიც ბედნიერს კი არ გვხდის, არამედ სახეს გვიკარგავს, სახეს, რომელსაც ადამიანს ვუწოდებთ. არ იფიქროთ, რომ ყველა ტრადიციის წინააღმეგ მივდივარ, რაგან ერებს მრავალფეროვანს ხდის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანკიერებით გამოვჩნდეთ მსოფლიოს პლანზე.
p.s. მინდა, რომ ამ პოსტმა დაგაფიქროთ და დადებითად იმოქმედოს თქვენზე.



№1  offline წევრი Frigga

იცი? ამ თემაზე ბევრი იკამათებს მაგრამ მე შენ დაგიჭერ მხარს, რადგან კარგად მესმის შენი, მეც ამას ვამბობ რომ ტრადიცია კი უნდა იყოს მაგრამ არა ისეთი რაც არარიალურია. რაც შეეხება ქორწინებას მაგაშიც იგივე აზრის ვარ, საქართველოში მუდამ მასე იყო და ახლაც მასეა, თუ ბიიჭშ უნდა რამე უნდა აუხდეს მნიშვნელობა არ აქვს გოგოს აზრებს შეხედულებებს და გრძნობებს. ასე რომ მე ვთვლი ეს ჩანახატი ძAლიან დამაფიქრებელია და ნამდვილად სიმართლეა ის რაც წერია აქ

 


№2 სტუმარი Guest tsoropina

დიდი მადლობა, რომ დადებითად იმოქმედა ამ ჩანაწერმა თქვენზე. ეს არის სტიმული ჩემთცის, რომ ვწერო ბევრ პრობლემურ თემაზე.

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent