ჯადოსნური ღამე
ახალი წლის ღამეს, ოცნებები აგისრულდებაო, სიხარულს იგრძნობო, თანაგრძნობასო. ქუჩაში მცხოვრები ხალხი სიცივით გათოშილები, მშიერ-მწყურვალები, წამით მაინც იგრძნობენ ბედნიერებას და სახეზე ღიმილი გამოეხატებათ საახალწლო ფოიერვერკის დანახვისას. დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს ჩაეხუტებიან და ფერად ოცნებებს უსურვებენ. ვიღაც, ახლა პალატაში შედის და თავის პაწაწინა შვილს ელოდება. გოგონას პირველად უხსნიან სიყვარულს, ღარიბი კაცი, ლატარეაში ფულს იგებს, ბებო და პაპა, მონატრებულ შვილიშვილებს ეხვევიან, თავშესაფარში, სიკვდილისთვის განწირულ ძაღლს, პატრონი უჩნდება... ახლა, ვინც ამას კითხულობთ, ჯერ არის ახალი წელი თუ არა, წარმოიდგინეთ რომ უკვე თორმეტ საათს უკაკუნებს და ახალი წელი დგება. მოდი ყველამ ერთად დავითვალოთ: ათი ცხრა რვა შვიდი ექვი ხუთი ოთხი სამი ორი ერთი და ახალი წელია, გილოცავთ! შეგიძლიათ საძიებო ველში ,, All I Want For Christmas Is You“ ჩაწეროთ და სიმღერას ხმამაღლა მოუსმინოთ და ხო არ დაგავიწყდეთ, სამზარეულოში გადით და მშობლების გადამალული, ოქროსფერი ვარსკვლავებით სავსე შამპანიური თუ მოგეძებნებათ, ერთი ჭიქა მიირთვათ. ახლა ხომ ახალი წელია! თვალები დახუჭეთ და სურვილი ჩაიფიქრეთ. მე უკვე ჩავიფიქრე... გაინტერესებთ, რა არის ჩემი ოცნება? არ გეტყვით, გირჩევთ თქვენც არავის უთხრათ, შეინახეთ თქვენი ოცნება, რადგან ეს ოცნებად დარჩეს ან ახდენილ ოცნებად, რომელსაც უკვე ეს უკანასკნელი აღარ ერქმევა. ,,ახალი წელია, ახალი წელია, ახალი წელია, უნდა დაიჯერო რომ სასწაული ხდება, ახალი წლის ღამით ნატვრა აგიხდება...“ გოზინაყი მოგინდათ ანდა ბებოს შენახული ჩურჩხელა? დღეს ხომ ახალი წელია, ეს ყველაფერი მალე იქნება. ნაძვის ხეს შეხედეთ, რა საოცრად ბრწყინავს და ანათებს არა? დაითვალეთ, რამდენი სათამაშო კიდია მასზე და შემდეგ გაამრავლეთ სამოცდა ჩვიტმედზე (არაუშავს, კალკულატორი გამოიყენეთ, არ ვეტყვი თოვლის პაპას...) რა რიცხვსაც მიიღებთ, მაგდენი ოცნება აგისრულდებათ. აბა, რამდენს გყავთ ჭიკჭიკა გოგონები და საყვარელი ბიჭები? შეამოწმეთ, თოვლის პაპის წერილი... რას ითხოვს მანქანას, ბარბების სახლს? თქვენ კი ფული არ გაქვთ? არაუშავს, თქვენი ჩახუტება, გული აჩუქებთ და უბრალოდ თოვლისგან გაკეთებული პიპია, როგორც ბავშვები უწოდებენ. დაანახეთ, მათ ამ ყველაფერს, როგორ აკეთებენ და თქვენ საჩუქრად მიიღებთ, მათ კისკის. სამსახურიდან მოსულ მეუღლეებს ელით? თქვენც გინდათ ბავშვი გახდეთ და საჩუქარი დაიმსახუროთ მისგან? დიახ, ეს მოხდება, აუცილებლად მოხდება! მერე რა, რომ ის ძვირფასი ქვებით მოჭედილი ყელსაბამი ან ულამაზესი კაბა არ არის? დაუკვირდით ყოველ დღე თუ მისგან რას მიიღებთ: ღიმილს, ჩახუტებას... სიმღერა მოგინდათ? იმღერეთ, არ შეგეშინდეთ მეზობლების დღეს ხომ ახალი წელია, ყველა მხიარულადაა, სამზადიშია... ,, Jingle bells Jingle bells Jingle all the way Oh, what fun It is to ride In a one-horse open sleigh” ერთი, ორი სამი და ახალი წელია, გაიღიმეთ!!! კეთილი სურვილებით, თქვენი ტედი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.