შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

26 საათი


14-12-2016, 19:37
ავტორი Hickie
ნანახია 1 339

ის იყო მასთან, ეკუთვნოდა მას მხოლოდ 26 საათი ზუსტად. არ ეგონათ არცერთს ასე მალე თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მის ოჯახში. ყოველთვის წერდნენ ერთმანეთს, რომ აუცილებლად შეხვდებოდნენ ისინი მზის ჩასვლას ერთად, შეხედავდნენ მთვარეს და დააკვირდებონენ ვარსკვლავებს, ჩაიფიქრებდნენ სურვილს, და მოწყდებოდა ცას ვარსკვლავი. უცებ გადაწყდა. დაურეკა და უთხრა, რომ მასთან მიდიოდა. დრო იწელებოდა, იმაზე მეტად ვიდრე იმ ლექციაზე ჯდომისას, რომელსაც ვერიტანდა. დრო რეალურად იმავე სიჩქარით განაგრძობდა წინსვლას როგორც, ყოველთვის. ეს ის მომენტი იყო, როდესაც ელოდებოდა, ერთისული ქონდა ენახა და დაენახა.

"sms"-ები თუ სადიყო,რამდენ ხანში მივიდოდა და ასე, ნელ-ნელა გულისცემა ისევე იმატებდა, როგორცკოკისპირული წვიმისდროს დაცემული წვეთები. ბოლოს წავიდა და დახვდა, დაჟე დააგვიანდა, დაასწრო. ციოდა, შეიძლება ითქვას ყინავდა, შორიდან მის სახელს ყვიროდა გაეღიმა, ნახა როგორ მორბოდა, გაშეშდა შემდგომ თვითონაც გაიქცა. ჩაეხუტა ეს წუთები ისე სწრაფად გავიდა, არადა დაახლოებით 8წთ იყვნენ მასე. წავიდნენ გაუყვნენ გზას, ხელჩაჭიდებულები. გადადგამდნენ ორ ნაბიჯს და ისევ ჩაეხუტებოდნენ. თვალები აცრემლიანებული, სიხარულისგან, იქვე პარკში დასხდნენ. გაყინული ხელებით სიგარეტს გაუკიდეს და ერთმანეთს თავი დაადეს, ასე გრძელდებოდა რამოდენიმე წუთი. გაყინული სახეებით ავიდნენ სახლში, ცოტახანში ისევ გასვლა მოუწევდათ. ავიდნენ, სადილი მიირთვეს მუსიკებს მოუსმინეს, კიდევ რამოდენიმეჯერ მოწიეს და ნელ-ნელა ისევ მოემზადნენ. ის ხომ ყოველდღე ვერხედავდა მას, ეს იშვიათობა იყო, მოულოდნელობა და სიხარული რომელსაც იშვიათად განიცდიდნენ. მისი ხვეული თმა გაუსწორა, და მეგობრების სანახავად წავიდნენ, 1:30 წთ-ით დაგვიანებით, მაგრამ მაინც. ხალხი საზოგადოება გადაირია, არცერთი არ ჩერდებოდა, ყველა დაიკიდეს და თავისას ისწორებდნენ. საზოგადოება თითქოს ადამიანებს კი არა, არამედ უცხოპლანეტიდან ნასროლ არსებებს ისე უყურებდნენ, როგორც ყოველთვის როცა ეს ორი ადამიანი ერთად ხვდებოდა, მსგავსი ფაქტები, ბოდიშით და ეკიდათ. ისწორებდნენ ისე, რომ შემდგომ ეს სათქმელად ქონოდათ, რომ რაც უნდოდათ გააკეთეს და არა ის, რომ ვაიმე, მინდა და ვერ. მათთვის ვერ არ არსებობდა. თუ რამის გაკეთება გინდა გააკეთე, არავინ გიშლის, აი მერე სინანულს აზრი მაინც არაქვს. თუ გინდა გააკეთებ, თუარადა მიზეზს ყოველთვის იპოვი. ამაში მეც ვეთანხმები.

ამასობაში მეგობრებიც გამოჩნდნენ, ახლა დაახლოებიტ 4 გიჟი ადამიანი იყო შეკრებილი, 4 არაადეკვატური და არასაღად მოაზროვნე, თავისებურად დარტყმული ადამიანები. ისევ საშინლად ციოდა, ამასობაში ავიდნენ ჰესზე, დრო ისე გავიდა, როგორც უნდა გასულიყო, გაყინულები, ძვლები სიცივისგან რომ ტკიოდათ, თითებს, რომ ვეღარ გრძნობდნენ. ავიდნენ სახლში, გათბნენ გიტარა, სიმღერები და შემდგომ ისევ წამოვიდნენ. ისევ დარჩნენ მარტოები ისევ ააწრიალეს საზოგადოება და ისიც კი აკმაყოფილებდათ, უბრალოდ ერთმანეთს, რომ ხედავდნენ. მის გვერდით რომ იყო, ისეთი ადამიანი თავს, რომ დაადებდი და გათბებოდი. "და თუ ვეღარაფერს გრძნობ, შენთან დავრჩები"ერთმანეთის სიჩუმეშიც ესმოდათ, ხმა ამოუღებლად ხვდებოდნენ ყველაფერს. ფანჯრიდან კვამლი ისე გადიოდა, გეგონება ნისლის ეფექტი ქონდაო.

შემდეგი დღე მათ არ ეკუთვნოდათ. ის წავიდა, იმ ნისლივით. მის წასვლას ვერ უყურებდა, სანამ აეტირებოდა ადგა და უცებ დატოვა ტერიტორია, რათა არ ეგრძნობინებინა მისთვის ეს ყველაფერი. ჩაეხუტა, აკოცა და წამოვიდა უკან მოუხედავად წამოვიდა. გასცდა 30-40 ნაბიჯი და თავის გაშეშებულ მზერაზე, რამოდენიმე ცრემლი ჩამოვარდა. აქ უკვე ყველა ადგილი მისთავს ახსენებდა, აგონდებოდა თუ როგორ გაატარეს ეს 26 საათი ერთად.
-"Tomorrow you'll be gone and I miss you."
-"They said you are inlove again."
***
მენატრები.
არმინდოდა, რომ წასულიყავი
რომ გამეცილებინე.
როცა დაგემშვიდობე სწრაფად წამოვედი.
30-40 ნაბიჯის მოშორებით ჩემ უჟმურ სახეზე
უცებ ჩამოვარდა ცრემლები და მახსენდებოდა
26 საათი.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი Hickie

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent