შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე-საყვარელი


15-12-2016, 13:31
ავტორი ფერია
ნანახია 1 643

მოგესალმებით. უდიდესი გულისტკივილითა და მცირეოდენი ბედნიერებით მინდა გითხრათ რომ მე საყვარელი ვარ ,სწორედ ის ადამიანი ,რომელსაც შენ სულმოუთქმელად შეურაწყოფ.
ბავშვობაში ბევრი ფილმი მინახავს ,ასევე საკმაოდ წამიკითხავს ,რომ ცოლიანი მამაკაცის საყვარელი ნეგატიური პერსონაჟია . მეც ამგვარ აქსიომას ვეთანხმებოდი და ბავშვობაში ნასწავლი დიდხანს მომსდევდა თან.
დღეს კი ვაპირებ დავამსხვრიო სტერეოტიპი,რომელიც სწორედ მე და შენ ,საზოგადოდ კი ჩვენ შევქმენით !
ვიცი ,რომ გავხდები ლანძღვის ობიექტი.
მე -საყვარელი
მე -მრუში
მე -სიძვა
სწორედ მე ვარ ის ადამიანი,რომელმაც ბანერად აკრული ბედნიერებაც სულ მთლად უფერული გახადა შენთვის .
მე ვარ საყვარელი ,რომელიც ცხელ სადილს ახვედრებს მას...
მე ვარ მრუში,რომელიც ყველა მის დარდს და სიხარულს იზიარებს.
მე ვარ სიძვა ,რომელსაც შენი ქმარი ისეთი სიყვარულით უყვარს ,რომლის ანალოგიც არცერთ დროში ,არცერთ პლანეტაზე არ არსებულა .
მე ვარ ამორალური არსება,რომელმაც მისცა შენს ქმარს ის ,რაც შენ ვერ შეძელი..
შენ კი -ცოლი,რომელიც გამეფებულ სიჩუმეში შეექცევი შეკვეთით მიტანილ საკვებს.
შენ ხარ მეუღლე,რომელმაც არ იცი თავისი მეორე ნახევარის გრძნობები.
შენ ხარ ის ,ვინც არ იცის მეუღლის საყვარელი ფერი.
შენ ხარ უბრალოდ ადამიანი ბედნიერების ნიღაბით.
და მე კი კვლავაც ქუჩის ქალი ,რომელიც შენი მეუღლის ყველა ნაკვთს და მანერას ურცხვად იცნობს . იცის მისი გემოვნების ყველა შტრიხი და დეტალი.
ვარ ქალი,რომელიც არ ელის მისგან ძვირადღირებულ სუნამოს.

მე ვგრძნობ მას,როცა შენ ნაჩუქარ პერანგს ღიმილით ირგებს .

მე ვგრძნობ მას,როცა გიყვირის.

მე ვგრძნობ მას ,მაშინაც როცა შენს გვერდით სძინავს .

შენ კი...

ვიცი ,რომ
არ გძალუძს ტკვილების მოშუშება.
მეტასტაზები ობივით ედება დამჭკნარ სულიერებას ,თუმცა კი ღიმილს კვლავაც ვერაფერს აკლებს .
ასევე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა ,რომ უნდა დავისაჯო .
მე -საყვარელი
მე -მრუში
მე -სიძვა
რელიგიური საზოგადოებისთვის შეთითხნილი არარაობა .
ისინი კვლავაც გალმანძღავენ .
ზოგს სიმწრის ღიმილი გადაურბენს სახეზე ,
ნაწილს კი უბრალოდ შევეცოდები...
მე ,,შელახულს" კი მეცოდები შენ!
სანაქებო დიასახლისის სახელს ამოფარებული სისუტე ,
აკურატული მეუღლის ტიტულატურით
პრადოს ძვირადღირებული ჩანთით
და რობოტის ღიმილით.


შენი ალერსი მე მეკუთვნის !
ყოველ ღამე .
ყოველ დილას.
შენი ვარდებიც მე მეკუთვნის.
ყველა წითელი
ყველა ხასხასა



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent