მიყვარხარ
რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს, რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე, რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გადიხარ სახლიდან მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა, რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მოსმენა, რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია გეტყოდი მიყვარხარ... თუთქოს არვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი. ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს, რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერუ დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ, რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული ახალგაზრდას, თუ მოხუცს. შეიძლება უკანასკნელად ხედავ მას ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არიცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოგერებისთვის, კოცნისთვის და რომ, მოუცლელობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი. გიყვარდეს და ფაქიზად მოექეცი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა,ვწუხვარ, მაპატიე... და ყველა ის საყვარელი სიტყვა რაც იცით... შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის, თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.