შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება წვრილმანებშია (ყავა).


22-12-2016, 00:14
ავტორი Skellington
ნანახია 2 396

ზამთრის საღამო. კაფის გაწკრიალებული ფანჯრების შუშებიდან თოვლის ფიფქების ცვენა მოჩანს. გარშემო ხალხი მოძრაობს და ერთმანეთს არ იმჩნევენ. არ ვიცი ვის რა ბედი ელის და ცოდნაც არ მსურს, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში მაინც.
ზოგადად, არ მაინტერესებს იმ ადამიანის ბედი, ვის გარეგნულ ნაკვთებსაც ვერ ვცნობ.
მშვიდად ვზივარ კაფეში პატარა მრგვალ მაგიდასთან. არსად არ მეჩქარება, ამიტომ კისერზე მოხვეული შავი ნაქსოვი შარფის სითბოთი ვტკბები. ვზივარ და ჯადოქარი-ზამთრის ზღაპრულ "ქმნილებას" ვუყურებ.
გოგონა მიახლოვდება და ფანჯარასთან დგება:
- შეუკვეთავთ რაიმეს? - ღიმილით მკითხა მან.
- ორმაგი კაპუჩინო, თუ შეიძლება, სამი კოვზი შაქრით.
მიმტანმა იმავე წამს თავი დამიკრა და ბარის მაგიდას მოეფარა... მე კი მაგიდასთან დავრჩი, ყოველმხრივ კმაყოფილი და მიმტანის მადლიერი.
ამ დროს თოვლის ფიფქები გრაციოზულად ბრუნავდნენ ვალსის ცეკვაში. თითქოს, თოვლი კი არა, ზღაპრული ვარსკვლავცვენა ყოფილიყო.
...თითქოს უცნობ ფანტასტიკით მოცულ ქვეყანაში ვყოფილიყავი.
...თითქოს ეს ყველაფერი არა რეალურია და უბრალოდ ფერიებით სავსე სიზმარში ვიმყოფები!
ასეთ მომენტებში ვხვდები, რომ არაფერი არ მჭირდება... გულის სიღრმეში მახსოვს, რომ ახლა ვიღაცა სადღაც მარტოობით იტანჯება, მე კი ამ ხილული ბედნიერებით ვტკბები...
მესმის, რომ ვიღაც მიახლოვდება სწრაფი, მაგრამ მსუბუქი ნაბიჯებით. ქალის მოვლილმა ხელმა ვერცხლისფერი ჭიქა გამომიწოდა.
ყავის სასიამოვნო სურნელმა მთლიანი კაფე მოიცვა. მიმტანმა გულღიად გამიღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ცხელი ყავის სითბო გულამდე ჩამწვდა, თითქოს ჩემი ფანტაზიების ქვეყანაში ახალი კარი შემეღოს, რომლიდანაც კარამელისა და შოკოლადის სურნელება მოდიოდა და თავისთან მიტყუებდა.
ზამთრის საღამო. კაფის გაწკრიალებული ფანჯრების შუშებიდან თოვლის ფიფქების ცვენა მოჩანს. ვზივარ, ვტკბები კაპუჩინოს ღრმა გემოთი...
რა ბედნიერებაა, რომ არსებობს ყავა.



№1  offline წევრი Mariaaam G

რა ტკბილი ჩანახატია blush heart_eyes

 


№2  offline წევრი Skellington

Mariaaam G
რა ტკბილი ჩანახატია blush heart_eyes

ზუსტად ეგ იყო ჩემი მიზანი. :3 რაც შეიძლება მეტი სიტკბოება ამ ცივ ზამთარში! ^_^ <3 მადლობა. :*

 


№3  offline წევრი Imagination

ესე იგი და ამგვარად მომეწინა ძალიან.
აი ბოლოში "რა ბედნიერებაა რომ არსებობს ყავა"ჩემი აზრით,აღარ უნდოდა.ეგ არ მომეწონა მხოლოდ..
პატარა მაგრამ დამაფიქრებელი ჩანახატი იყო.ძალიან კარგი იყო.

 


№4  offline წევრი Skellington

Imagination
ესე იგი და ამგვარად მომეწინა ძალიან.
აი ბოლოში "რა ბედნიერებაა რომ არსებობს ყავა"ჩემი აზრით,აღარ უნდოდა.ეგ არ მომეწონა მხოლოდ..
პატარა მაგრამ დამაფიქრებელი ჩანახატი იყო.ძალიან კარგი იყო.

ტომივით არის "ბედნიერება წვრილმანებშია". სხვა თემებზეც ვაპირებ იგივეს დაწერას, უბრალოდ ახლა ყავას ეხებოდა ეს ჩანახატი და იმიტომაც გამოვიდა ეგრე. ;დ
მადლობა. <3

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent