კრიტიკოსი
კაფეს ნაკლებად გამოსაჩენ კუთხეში ვზივარ და ვცდილობ შეუმჩნევლად დავაკვირდე გარშემომყოფებს. ან თუნდაც შემამჩნიონ, რა შეიცვლება? რამდენიმე წამით ავარიდებ მზერას და როგორც კი თანმხლებთან საუბარში გართულებს გადავავიწყდები, მშვიდად გავაგრძელებ ჩემს საქმეს. საოცრად ბანალურად მეჩვენება ამ წამს ყველა. არა, ყოველთვის ასეა, თუმცა, ახლა განსაკუთრებით. ცენტრში მდგარ მაგიდასთან მოკალათებული წყვილი ბედნიერი ღიმილით საუბრობს ჩემთვის გაურკვეველ თემაზე. 'ბედნიერი' გოგონაზე ითქმის, აი ბიჭი კი, ალბათ იმ ციფრებზე დარდობს რამდენიმე წუთში თეთრ ქაღალდზე რომ ამოიკითხავს და მისი ღიმილი ძალიან შორსაა გულწრფელისა და ბედნიერისგან. ზედმეტად ცნობისმოყვარედ დავახასიათებდი საკუთარ თავს, თუმცა იმდენად არასაინტერესოდ მიმაჩნია მათი სასაუბრო თემა, არც კი ვცდილობ წარმოვიდგინო. მათ გვერდით მდგარ მაგიდაზე ლურჯად შეღებილი თმით, წარბზე პირსინგითა და ყოვლად ჩაშავებული ტანსაცმლით დამშვენებული გოგონა შეექცევა ყავას. ალბათ ლატეს, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ ეს უფრო მაინტერესებს, ვიდრე იმ შეხმატკბილებული გვრიტების საბაასო თემა. ასეა თუ ისე, ეს გოგო მომწონს, თუმცა ისიც სხვებს გავს. გამომეტყველებით. გული მწყდება. ფანჯარასთან 2 გოგონა ზის. ალბათ მეგობრები. სიცილს არ წყვეტენ და ჩაის გულისგამაწვრილებლად ნელა მიირთმევენ. აი, ფილმებში ხომ გინახავთ, ძალიან მდიდარი ხალხი საათობით რომ აგემოვნებს ერთ ჭიქა ვისკის? ზუსტად ასე. მიმტანს დაღლა ეტყობა, თუმცა ნაძალადევ ღიმილს ასევე ნაძალადევად ინარჩუნებს სახეზე და ახლადშემოსულ კლიენტს აზრზე მოსვლასაც არ აცდის, ისე ადგება თავზე ფურცლითა და კალმით. სულის შემხუთველად ბანალურია დაბალ ხმაზე ჩართული "Artifical Love" და თუმცა, ეს სიმღერა მიყვარს, სულაც არ უხდება ამ გარემოს. მეც არ მესმის როგორ დამრჩა ჩემი საუკეთესო მეგობარი სახლში. ის რომ აქ იყოს სულ სხვა მელოდია გაივლიდა ჩემს ძარღვებში და ვინ იცის, იქნებ ნაკლებად საშინალადაც კი მომჩვენებოდა ეს ყველაფერი. ყურსასმენების გარეშე წამოსვლა, რომ შეცდომა იყო, ყოველ წუთს უფრო და უფრო ვრწმუნდები და ახლა, როცა ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ მაგიდასთან ადგილს არც ისე ბედნიერი წყვილი იკავებს, ცოტახნით მშურს სმენადაქვეითებული ხალხის. მათი დიალოგი კარგად მესმის და ეჭვი მეპარება დიდხანს გავძლო ჩუმად. კეხიან ცხვირს ზედმეტად ზევით სწევს ბიჭი და მორიგ ბრძნულ აზრს გამოთქვამს -შენ თუ მაგ შენს დაქალებს მოუსმენ, ეგრე დიდხანს ვერ გავქაჩავთ რააა ღმერთო რამსიგრძე ენა მაქვს, მაგრამ რა ვქნა? კიდევ კარგი უკვე გასვლას ვაპირებდი. ფული მაგიდაზე დავტოვე, ჩანთა ავიღე და როგორც კი მათ მაგიდას ოდნავ გავცდი, ისე რომ მხოლოდ ჩემს ზურგს დაინახავდნენ, ისე ჩავილაპარაკე თითქოს მათ სულაც არ ეკუთვნოდათ ჩემი კომპლიმენტი -საკუთარ არასრულფასოვნების კომპლექსს სხვებს ნუ დააბრალებ - და მაშინვე დავტოვე კაფე, თუმცა ფუნჯი, აუჩქარებელი ნაბიჯებით. მოგატყუებთ რომ გითხრათ რამე ვიგრძენი-მეთქი. არც უკმაყოფილება, არც თვითკმაყოფლება, არც რამე სინანულის მსგავსი. მხოლოდ და მხოლოდ სიცარიელე. ისეთი, როგორსაც მუდმივად ვგრძნობ და თითქოს უკვე ჩვეულებად მექცა. სახეში მხოლოდ იმიტომ არ შევხედე უმცროს კოელიოს, რომ მისი გაოცებული გამომეტყველება კიდევ უფრო დაამდაბლებდა ჩემს თვალში, მე კი საამისოდ არავინ მემეტება. ისე რა საინტერესოა. მუდმივად სხვებს ვაკვირდები და თითქოს საკუთარ თავს გავურბივარ. ასე ხდება როცა უდიდეს უფსკრულს ხედავ საკუთარ თავსა და საზოგადოებას შორის. თითოეულ ბანალურ ადნამიანთან შეხვედრისას ეს უფსრული უფრო და უფრო იზრდება და არის მომენტები, როცა გეშინია იმდენად არ გაფართოვდეს,რომ გშთანთქოს, მაგრამ კარგად გესმის, რომ მისი შემოქმედი თავად ხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.