შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოგევლუნა


26-12-2016, 11:49
ავტორი Lex
ნანახია 1 329

„- ვინა ხარ? - შეეკითხა პატარა უფლისწული, - სანდომიანი იერი გაქვს...“
... ასიათას მელაკუდაში ერთადერთი ...
ჩაფიქრებული და ღიმილიანი სახით ფანჯრის მინაზე მოწანწკარე წვიმის წვეთებს თითს ვაყოლებდი ...
გარეთ კი ისევ წვიმდა და წვიმდა ... წვიმდა გადაუღებლად...
რა სასიამოვნოა წვიმაში ცეკვა. სახეს ზეცას უშვერ, იქიდან კი თბილი წვიმა გეფერება და თითქოს გინდა ცაში აგიყვანოს და ახალ სულ სხვა სამყაროში, სულ სხვა განზომილებაში იფრინო ...
უცებ რაღაცას წამოვედე და დიდ გუბეში აღმოვჩნდი, ისეთი ინერციით წავბორძიკდი, გამიკვირდა კიდეც ძვლები რომ არ დამემტვრა. არაფერი დამიშავდა, რაღაც რბილზე და ფუმფულაზე დავეშვი და ვერც მივხვდი რა იყო..
ორი გაბრწყინებული თვალი მორიდებით შემომცქეროდა, თითქოს პატიებას მთხოვდა, ჩემი წყალობით წვიმიან გუბეში ამოითხვარეო...
ისეთი სასაცილო იყო, ისეთი რომ სიცილი ვეღარ შევიკავე...
გულიანად ვიცინოდით, ჩვენი ჟრიამული ცას სწვდებოდა, ალბათ ვინმეს რომ დავენახეთ გიჟები ვეგონებოდით, თან ერთიანად წვიმაში გაწუწულნი და ლაფში ამოსვრილნი.
პატარა მრგვალი ფუმფუმლა ხელში ავიყვანე... რა საყვარელი ხარ, შემოგევლუნე მეთქი, ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე .... ისეთი პატარა, მაგრამ ისეთი მძიმე ძლივს დამყავდა... მის გულსაც ვხედავდი, ისეთი ძლიერი სიკაშკაშით ანათებდა, ზოგჯერ მეშინოდა კიდეც არ დამწვას არ დამბუგოს... პატარა ფუმფულა „შემოგევლუნა“ გულში მაგრად ჩავიხუტე, სული გამითბო... დიდ ხანს... ძალიან დიდ ხანს ვიარეთ ასე, სველი ასფალტის სუნს კიდევ რაღაც სასიამოვნო სურნელი ემატებოდა და სულ უფრო და უფრო ზევით მივიწეოდით, აღმართს ბოლო არ უჩანდა. ნეტავ, რა უნდა ყოფილიყო? აკაციაა ვითომ?.. არა, რაღაც სულ სხვა უფრო სურნელოვანი და თან ძალიან, ძალიან ნაცნობი... და ძალიან, ძალიან საყვარელი იასამნის სურნელიიიიიი.... რა ბედნიერებააა... ლამის გული გამიჩერდა, სუნთქვა შემეკრა, ჩვენს წინ სველი იასამნის ტოტები გადაშლილიყო, მისი სურნელით გაბრუებულნი მიწას ვეღარ ვგრძნობდით, ცაში დავფრინავდით... ათას რამეს ვუყვებოდით ერთმანეთს... ერთხელაც მითხრა პატარა უფლისწულში ყველაზე მეტად მელია მომწონსო, უცებ შევცბი, ამას აღარ მოველოდი ... ენა ჩამივარდა... პასუხად მხოლოდ გავუღიმე ... ასიასთას მელიაში მხოლოდ ერთადერთი მელაკუდა... რა საოცრება იყო ეს ყველაფერი... და ჩემი ერთადერთი „შემოგევლუნაც“...
ადამიანი როცა ბედნიერია, ასე ჰგონია რომ ეს უსასრულოდ იქნება და არ დამთავრდება, ხოლო როცა რაიმე უჭირს და სტკივა, მაშინ დარწმუნებულია, რომ აღარასდროს მოურჩება...
მაგრამ ერთ დღესაც ჩემი შემოგევლუნა ვერსად ვნახე, იასამნის სურნელიც სადღაც გამქრალიყო...
დრო გადიოდა... ყველგან დავეძებდი, ვისაც არ ვკითხავი, ხომ არ გინახავთ - ფუფმფულა პატარა შოკოლადისფერი და შოკოლადივით გემრიელი, ძალიან, ძალიან ცხელი გულითო.., - ხალხი გაკვირვებით მიყურებდა, ალბათ გიჟიც ვეგონე, მე კი სულ არ მაინტერესებდა მათი ქირქილი, რას ეძებს ნეტა თვითონ მაინც თუ იცისო... ან „შემოგევლუნა“ რა სახელიაო?
- თქვენ?! თქვენ თვითონ თუ იცით ამ ქვეყნად რისთვის მოხვედით? რისთვის ამძიმებთ დედამიწას?.. ჩემი „შემოგევლუნა“ თქვენ ყველას გჯობიათ, ჩემი „შემოგევლუნა“ ერთადერთია, ასიათასში ერთადერთი...
... „შემოგევლუნა“ კი არსად ჩანდა....
გარეთ ისევ წვიმდა... წვიმის გუბეებში ჭყაპა-ჭყუპი აღარ იყო, ისეთი მხიარული, როგორც მაშინ... უცებ თვალი მოვკარი. ძალიან შორს იდგა, მაგრამ მაინც ვიცანი, მთელი დღის დაღლილმა ძალა მოვიკრიბე, მივრბოდი და თან ვფიქრობდი „კი, კი, ის არის ნამდვილად ის“, ჩემსკენ შემოვაბრუნე, მაგრამ... ეს ის არ იყო, ეს სულ სხვა იყო, სხვა თვალებით მიყურებდა, აღარც გული უჩანდა, აბა რატომ მომეჩვენა რომ ის იყო, ნუთუ ასე ძლიერ ჰგავდა? და მაინც უკვე სხვა იყო...
მივდიოდა და ზურგს უკან მის მზერას ვგრძნობდი, თითქოს მეძახდა კიდეც, სად მიდიხარო, ეს ხომ მე ვარო, შენი „შემოგევლუნაო“...
იქნებ ეს ყველაფერი სულაც სიზმარი იყო, მე კი გამოღვიძებაც ვერ მოვასწარი ისე დავუწყე ძებნა... ფიქრებში ჩავიძირე, ჩამთვლიმა კიდეც, რაღაც სასიამოვნო სურნელი გარეთ მეწეოდა, ისევ ნაცნობი ნაწვიმარი ასფალტის სუნი და კიდევ რაღაც ...
ალბათ ვინმემ იასამნებით ხელში ჩემს ფანჯრებთან ჩაიარა სურნელი ოთახში დარჩა, ვიღაც უცნობმა კი ჩაიარა და წავიდა... „შემოგევლუნასავით“ წავიდა..
გარეთ ისევ წვიმს და წვიმს... არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი იმ აღმართზე, სველი ტანსაცმელი, საღამოს სიგრილე კიდევ უფრო მიმატებდა კანკალს, მე კი მაინც წინ მივიწევდი ჩემი ნაცნობი სურნელი მეწეოდა ...
იასამნები ისევ იქ იდგა, როგორც მაშინ და ისევ აფრქვევდა თავბრუდამხვევ სურნელს, მოვეხვიე გულში ჩავიკარი ჩემი სველი იასამნები ... უკვე აღარც მაკანკალებდა, აღარ მციოდა, ისეთი სითბო და სიმხურვალე ვიგრძენი, სადღაც ფურცლებში „შემოგევლუნას“ თვალებიც კი დავინახე...
... ჩემი „შემოგევლუნა“...
გამეღიმა...
2014 წლის 20 თებერვალი



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

მომეწონა^-^

 


№2  offline წევრი Lex

გმადლობთ :)
--------------------
Lex

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№4  offline წევრი Lex

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

გმადლობთ :)
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent