შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოლიანი და იისფერი


26-12-2016, 21:53
ავტორი mariako1997
ნანახია 1 805

ბიჭს ზოლიანი მაისური ეცვა.
გოგონას იისფერი სარაფანი.
ბნელოდა, სიბნელეს მხოლოდ მთვარე და ვარსკვლავები ახლდა თან.
უკუნით სიბნელეში, რამოდენიმე ლამპიონის გამონაშუქიც გამოკრთოდა.
ცისფერ აივნიან სახლში,იისფერს გული გამალებით უცემდა. არ იძინებდა, იცდიდა.
ცოტას ნერვიულობდა კიდეც.
ტელეფონს დასჩერებოდა,წარამარა ამოწმებდა მას.
იქიდან ხმოვანი მოკლე ზარები ისმოდა.
გოგონა აივნისკენ მომზირალ უფერულ ფანჯარას მიაშტერდა და თითქოს გაქვავდა.
ვინმე ზოლიანი მაისურით, ქუჩის ბოლოდან მოემართებოდა....
ალბათ, ის იყო!
შუაღამეს აღარაფერი აშორებდა.
იცოდა, იცოდა რომ ის იყო და ის მასთან მოდიოდა.
ზოლიანმა ნაბიჯს აუჩქარა
არემარე მოათვალიერა.
ცისფერ აივანთან შეჩერდა.
აივანზე სიჩუმე იყო.
შეტყობინება სწრაფად გაგზავნა და გულისფანცქალით ელოდა პასუხს.
იისფერ კაბიანი ნერვიულობამ მეტად აიტანა, შემომავალ შეტყობინებას დახედა ამოიკითხა: სიმშვიდეა?
პასუხი აივანზე გასვლით გასცა, გადაიხედა და აი შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს.
არავინ იცის ვინ იყვნენ, რა უნდოდათ იმ პატარა სოფლისგან,ერთმანეთისგან,ღამისგან და სიბნელისგან.
ბიჭი რამოდენიმე ნაბიჯით გადმოსცდა აივნის გისოსებს.
იისფერ კაბიანი დამორცხვებული იდგა და ხმას ვერ იღებდა.
შევიდეეთ ? თქვა ზოლიანმა და გადაკოცნა ის.
-მოდი ჩემთან, ის უბრალოდ "ძუკნაა!"
უთხრა და გაიღიმა.
იისფერი ხმას კვლავ არ იღებდა..
თითქოს უკვე ეტირებოდა და ცრემლებს თავისი უკანასკნელი ძალებით იკავებდა.
იქნებ ტიროდა კიდეც.
თუმცა უკუნით სიბნელეში მისი ცრემლები შეუმჩნეველი იყო.
მხოლოდ ზოლიანის ცისფერი თვალებიდან გამომავალი კაშკაშა სხივები ანათებდნენ ოთახს, ალბათ იისფერის სიცოცხლესაც.
მოდი, მოდი ჩემო ბუტია..
თქვა კვლავ ზოლიანმა და კიდევ უფრო ახლოს იგრძნეს ერთმანეთი.
თავისი ძლიერი მკლავები მოხვია და იისფერი სადღაც ჩაიკარგა, ჩაიძირა.
ჰო იქ სადღაც ალბათ სამოთხე ერქვა იმ ადგილს ან იმ წუთს.
იმიტომ რომ 17 წლის მანძილზე მსგავსი განცდები არ ქონია. პირველი იყო მისთვის ეს ბიჭი, ალბათ უკანასკნელიც.
იცოდა რომ თვალებში, ვეღარასდროს შეხედავდა მამას.
ამ პატარა სოფელში ყველაფერი უკვირდათ, მაგრამ უყვარდა.
უყვარდა სულის ტკივილამდე და იცდიდა.
გაუბედავი ბავშვი იყო აქამდე, მაგრამ მიხვდა რომ იმ გაუბედავ ბავშვს ცოტათიც აღარ ეკუთვნოდა......
-------------------
ჩემი ტკივილი იყო და უბრალოდ რაღაც მახრჩობდა, მაპატიეთ შეცდომები.



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Kargia momewona^_^

 


№2  offline წევრი mariako1997

kata-nia
Kargia momewona^_^

მადლობაა :*

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№4  offline წევრი mariako1997

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობა დიდიი :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent