გამოგემშვიდობე
დღეს ბოლო დღეა .... ბოლო დღეა ჩემი ცხოვრების ... ამის შემდეგ უბრალოდ ვიცოცხლებ და ისიც იმიტომ , რომ ჩემი სიკვდილით გული არ გატკინო .... გამოგეთხოვე .... უკანასკნელად გითხარი რომ მიყვარხარ.... როგორ მინდოდა არ გაგეშვი ... როგორ მინდოდა შენც შემოგეხვია ხელები წელზე ბოლო ჩახუტრბისას ... როგორ მინდოდა შენი ტუჩებიდან სითბო გამეყოლა,იმ ჯანდაბაში რომელშიც ვარ ... მაგრამ არა .... მითხარი წადიო და აღარც გესმოდა ჩემი მიყვარხარ, მითხარი წადიო და არც კი გიგრძვნია ჩემი ხელები კისერზე დამშვიდობებამდე შემობანტული .... ჯიბეებში ხელები და თავში არც მოგსვლია აზრი , შენც შემხებოდი, სულს გიხუთავდა ჩემი შეხება და სულაც გეკიდა, მე რომ მციოდა .... მითხარი წადიო და ვერც იგრძენი იმის მერე ცრემლით დასველებული ტუჩების შეხება ტუჩებზე , ცივი იყავი და თვალებჩამქრალი ..... ჩაგეხუტე, გაკოცე, და მეც წავედი.... მხოლოდ მას მერე გაიღომე, რაც ჩემი ზურგი დაინახე და ამოისუნთქე .... მივდივარ , და ვიცი მე რომ თვალს მოვეფარები ჩქარი ნაბიჯით დამიწყებ ძებნას ზურგზე ხელს დამადენ , შემომანრუნებ და ჩამეხუტები , აღარ გექნება უტყვი მზერა და ცივი ტუჩები .... და ვაბამ ნაბიჯს, მეორეს და ასე მივდივარ ჯანდაბაში , იმედით რომ მომძებნი და წამათრევ ისევ შენთან.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.