ნაიარევს
ოდესმე სული გტკენია?! აი იცი როგორ ? სუნთქვა გაგჭირვებია, თითქოს ყელში ეაღაც ბურთი გაგეჩხირა და გახრჩობს, თითქოს მუცელში ნემსებიანი ბურთი ჩაგიდგეს და გჩქმეტს, თითქოს ბასრი დანები დაუსვეს მრავალჯერ შენ ისედაც ნაფლეთებად ქცეულ გულს.. დავიღალე ! თავის მოტყუებით, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ბედნიერი ვარ და რომ არაფერი მტკენს გულს.. დავიღალე სხვების მოტყუებითაც, რომ ყველაზე მხიარული გოგო ვარ და არაფერი მიჭირს.. აღარ მინდა! ვერ ვეგუები აზრს, რომ ის ცხოვრება უჩემოდ ჩვეულებრივად გრძელდება, რომლის განუყოფელი ნაწილოც ვიყავი.. რამდენი ხანია ტყუილში ვცხოვრობ აღარც მახსოვს.. გამოგონილ ჩემს უკარო და უსასრულო სამყაროში ჩავიკეტე და არავის ვაძლევ ნებას შიგ შემოაღწიოს.. გული ნწყდება წასულ ადამიანებზე და მტანჯავს სამუდამოდ დარჩენილო გრძნობები .. მე ფიზიჯურად არ მეტყობა თორე რა ხანია მკვდარი ვარ.. აღარც ვტირი .. რას მივტირო ისიც არ ვიცი.. ჩემ გრძნიბებს? ჩემ მარტო დარჩენილ თავს? თუ სამუდამოდ დაკარგულ ჩემს ადამიანს? თქვენ რომ ხელი ან ფეხი მოგაჭრან დაივიწყებთ?! ალბათ არა.. აბა, მე როგორ დავივიწყო ჩემი სულის მეორედი?! ხანდახან როცა ვინმეს ვნახულობ (ბიჭს) ისე, არ აქვს მნიშვნელობა მეგობრულად თუ სზვანაირად სახლში დაბრუნებისას თავს ვუბრაზდები.. მგონია რო ვღალატობ .. ხო სისულელეა ?! მარა მე ასე მესმის .. ეს ბოლო პერიოდია დარდი ისე შევიჩვიე, მის გარეშე არსებობა ვეღარც წარმომიდგენია.. ან იქნებ თავად მე ვიქეცი დარდად? თუმცა საქმეც ისაა რომ არ მინდა დარდს გადავეჩვიო..მაშინ სულ დავცარიელდები..ახლა კიდე ამას მაინც ვგრძნობ და თავი ისევ ადამიანი მგონია.. აღარ მინდა! აღარ მინდა ისევ მოვიდეს ახალი წელი ჩემთან და მომიტანოს დაბრკოლებები, იმედგაცრუებები, მარტოობა, ტკივილი, რომლებსაც ასე ოსტატურად ვმალავ. ჩემს თავს ვუმალავ და სხვებს ვუმალავ .. სხვას არაფერს დავეძებ.. ამდენ ნაიარევს რა ეშველებათ მხოლოდ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.