შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით სიცივეც ვერ მიგებს


29-12-2016, 22:48
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 809

საახალწლო განათება დაუსრულებიათ, აღარ ჩანს ნახევრად გაუნათებელი ქოლგები, რომლებიც წვიმის წვეთებს ვერ იკავებენ ხოლმე და მგზავრებს თავგავარდნილ ტრანსპორტში მშვიდად ყოფნის საშუალებასაც კი უკარგავენ.
დიახ, უაკრგავენ, მაგრამ ახლა ყინავს, ყინავს უთოვლოდ და გუშინდელი წვიმა აღარავის ახსოვს, ხალხის მიიჩქარის სახლებისკენ, მათ შორის მეც, თუმცა ჩვენს შორის მაინცაა განსხვავება, მათ აჩქარებას ხელს გულიც უწყობს, ჩემსას კი-არა, მეტიც ჩემი ფიზიკური ტემპერატურის შეგრძნება რომ არა, სულ არ დავბრუნდებოდი ამ ღამეს სახლში და უბრალოდ ვიხეტიალებდი თბილისის ქუჩებში. სრულიად არტო დავრჩებოდი საკუთარ ფიქრებთან და ცასაც კი არ შევუშვებდი საკუთარი გრძნობების წიაღში.
„ეჰ, ავტობუსი სად გაშპაააა?მეტრომდე უნდა იყინებოდე ახლა, აჰ..“-არეულად განაგრძნობს ფიქრებს რაღაც შეუცნობელი სიდიდის ნაწილაკი ჩემს თავში..გზა კი ილევა, მაგრამ არ მინდა, მალე გამოჩნდეს ეგ წყეული მეტრო, რომელიც უკვე დიდი ხანია ზიზღს ნგვრის..
ხალხს თავი ჩაურგავს კაშნეებსა თუ ქურთუკის ყელში და ვერაფერს ამჩნეენ, ერთი მე ვარ თავაწეული გარემოზე დამკვირვებელი, მგონი, შთაგონებას ვეძებ. ეჰ, ასე ხდება ხოლმე, ყინვასაც კი ძლევს რამის დაწერის სურვილი, განსაკუთრებით კი ახლა, როცა რამდენიმე თვეა ბწკარიც კი არ მიმიმატებია საკუთარი მცირე შემოქმედებისთვის და სულიერი შიმშილის ზეხარისხში ვიმყოფები.
„ეჰ, ნეტავ, ნეტავ...“-ვუყურებ ცას, რომელზეც ღრუბლები უცნაურად მიმოფანტულად და მაშინვე ფიქრი მიწყდება-„ისევ ნეტავ ? ნუთუ არ მოგბეზრდა ამდენი „ნეტავ“?
მგონი,მართალიც კია ჩემი ერთი ნაწილი, რეალობით უნდა ვიცხოვრობ, არ მჭირდება იდეალების შექმნა და მერე ზედ გადაყოლა. ზედმეტის მჯერა და უნდა შევწყვიტო ამდენი უაზრობები.
მეტროს შესასვლელთან ნაძვის ხეს ვაწყდები და მეღიმება, რა თქმა უნდა, ავტომაურად, თორემ ამდენი აზრით დამძიმებულს რა მომელამუნება გულს ?!
ხალხი ფოტოებს იღებს, იღიმის, გოგოები ბიჭებს ახტებიან ყურგზე, ზოგიც შეუმჩნევლად უჟუჟუნებენ ერთმანეთს თვალებს, მე კი არც ერთ ჯგუფს არ მივეკუთვნები, უბრალო დამვირვებელი ვარ, რომლის გულშიც დიდი ხანია სიცივეს დაუსადგურებია.
რაღაც მაჩერებს და ვჩერდები კიდეც, არ მინდა მეტროში შესვლა, იმ წამებში ისე მეშინია მისკენ წასლისაც კი, როგორც გილიოტინაზე დასასჯელ მოღალატეს...
ისე იქნებ მეც მოღალატე ვარ, საკუთარი თავისა და საკუთარი ცხოვრების მოღალატე, რომელიც წარსულს ისე დაუბამს, რომ რაიმე სერიზული ნაბიჯის გადადგმა ძრწწოლას გვრის.
ყველას მეგობარი, მაგრამ საბოლოოდ არავის, ყველას სიმპათიის საგანი, მაგრამ ხელუხლებელი, როგორც ბრენდული სამოსი, რომელიც ვიტრინებიდან თვალს ჭრის მნახველს, მაგრამ მისი ყიდვა არავის შეუძლია, რადგან როგორც ბებიები იტყოდნენ, მამას სისხლის ფასი ღირს.
ტყუილი ღიმილი და თავის მოჩვენება, თითქოს ბედნიერი ხარ, გიხარია ცხოვრება და მუდამ ახალ ნამდვილ ემოციას ელი, თუმცა რეალობა საოცრად რთულია...
იღვიძებ, იძინებ, ამათ შორის სხვა ფუნქციებიც გაკისრია, თუმცა როცა სარკეში იხედები, საკუთარი თავის პარალელურად ხედავ ვიღაც სხვას, რომელსაც შენი დახრჩობა უნდა. ჭაობისმიერი სიცარიელეს მოუკიდია ფეხი შენს სულში და არ იძვირის,, მალე ჩაგითრევს და ეს თამაშიც დასრულდება, თამაშიც, რომელსაც ცხოვრება ჰქვია...
„ეს ცხოვრება ნაგავია
და მუღამიც ამაშია“-ვფიქრობ და საკუთარ თავზე მეღიმება, როგორი იდიოტი ვარ, ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ იმ ბავშვური მიამიტობიდან, როცა თითოეული ჩემი პერსონაჟი საკუთარი თავი მეგონა, ისევ ვთამაშობ და მგონია, ამით ახალი ხასიათს ვქმნი, მაგრამ ასე არაა-საკუთარ ხასიათსაც კი ვკლავ, მაგრამ რად გინდა.. ის ხომ უკვე საუკუნეა, რაც მვდარია...
მახსენდება წარსული და ზამთვრის ყინვაც უკავ იხევს, ახლა ის მყინავს...მახსენდება დღეები, რომლებშიც ერთი ნათელი წერტილიც კი არ იყო, უინტერვალო შიში იძვრის ჩემს წინ და ისევ ვქვავდები.. განა შესაძლებელია ამ ჯურღმულიდან ამოღწევა ? განა შემწევს ამის ძალა ?
რამდენჯერ ვეცადე. მაგრამ არაფერი გამოვიდა... საერთოდ არაფერი !
***
სახლში გვიან ვბრუნდები და ისევ მეორდება დედაჩემის ისტერიკა, მერე ჩემი უფროსი დაც უერთდება და დილამდეც გაგრძელდება, რომ არ გავვარდე ჩემს ოთახში..
აქაც ჩამუქებულია ყველაფერი, მუქი, მძაფრი ფერები ერწყმის ერთმანეთს და სრულ სასაკლაოს ქმნის. ხვალ გამოცდა რომ გაქვს არ გახსოვს, არა ? მახსენდება გარდაუვალი ჭირი და ენერგიის მოსაკრეფად სამზარეულოში გავდივარ. მხოლოდ შიმშილის გარძნობაბ თუ გამიყვანს ჩემებისკენ.
მაგიდას ვუჯდები და რაცაა ყველაფერს ვიღებ თეფშზე, გულში საკუთარ ქმედებას ვამართლებ, ღამე უნდა გავათიო სწავლაში და ენერგია მჭირდება-მეთქი...
ჰოდა, ასეც ვრჩები ჭამას, 2 ჭიქას სითხით ვავსებ, ერთს ყავით და მეორეს ჩაით, ვდგები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე, რომელი დავლიო ჯერ და ამ სჯა-ბაასშ ნახევარი საათიც გადის.
დედაჩემი შემოდის და წინ მიჯდება, ისეთი სახე აქვს, ვატყობ, რაღაც აინტერესებს,რასაც გავურბივარ, არ მიყვარს გულწრფელი აუბრები, განსაუთრებით, ოჯახის წევრებთან და მით უმეტეს, დედასთან, რომელიც ვერასდროს ვერაფერში გამიგებს.
***
ახალი წლის სიცივე ძვალ-რბილში ატანს. წვიმს იმის მაგივრად, რომ თოვდეს.. ნაძვის ხეც კი ნერვებს მიშლის, ვწევარ საწოლზე და დეპრესიულ რამეებს ვწერ. არა, საერთოდ არ მიმაჩნია დეპრესიულად, მაგრამ ასე ვუწოდებ, რადგან ყველას ასე მიაჩნია, იმ ყველას, რომელიც ვერადროს გაიგებ, რაოდენ ცივა ჩემთან და იმ ყველას, რომელთა ერთად შეკრებილი სითბოც კი ვერ გამათბობს...
***
ცივა... ყავით ხელში ვზივარ ცარიელ ოთახში, რომელიც მთლად დავაცარიელე, მაგრამ მაინც მესავსება, რადგან მასში მე ვარ, ჩემთან კი ერთი წერტილი სითბოც არაა.
***
სითბოს გამოცდების ბილეთები ავსებს, დროც მალე გადის..
გარეთ კი არ თოვს, წვიმს და ე. წ შუშხუნები შიგადაშიგს გამოაფხიზლებს ხოლმე არემარეს, გარეთ წვიმს, ჩემთანაც ცივა და ყველაზე უარესი ისაა, რომ მე და სიცივეც ვერ ვუგებთ ერთმანეთს..

29. 12. 16

პ.ს ის ისტორია აღარ მიდის.
გამოცდებს კი მოვრჩი, მაგრამ მუზა არ მოდის, ეს რაღაცაც კი იმპოვიზებულად შემომეწერა.
დიდი ბოდიში. ბოლო დროს საშინელი ავტორი ვარ. მე კი მძულს ამის გამო საკუთარი თავი.



№1  offline წევრი Gimilis gogo

ძალიან მაგარი იყოო.. არ შეწყვიტო მაინტერესებს რა გადახდა ამ გოგოს თავს და გააგრძელე.. შეიძლება ვცდები მაგრამ ნათლად ჩანს რომ მთელი გულით გაქვს დაწერილი. წარმატებები

ჩანახატია მაგრამ მოთხრობა რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent