შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი.


2-01-2017, 01:44
ავტორი Mmariami)
ნანახია 1 836

ჩემი სიზმრები არასდროს არის შავ-თეთრი იცი?
ჩემ სიზმრებში შეიძლება შენი წითელი მაისურის გარჩევა, შენი თვალების და
იმ შენ
აიფონ 6ზე მოსული notification-ებისაც რომელიც სულ შემთხვევით დავინახე იცი?
იმ ფოტოს ფერების გარჩევაც რომელშიც შენი ლამაზი შეყვარებული მანახე
'რა ლამაზია შეხედე, მე კიდე შენ დაკერვას ვცდილობო',
იმ ბალიშის ფერის დანახავაც შეიძლება რომელიც მე3 დღეს თუ ღამეს ავიღე
არ ვიცი ალბათ
დღე იყო
დღესაც აქ მომიწევს ვატყობ დაძინება თქო
ვარდისფერი იყო, თეთრი ყვავილებით, ეგეთი სახლში მაქვს,
სადმე თუ წავალ აუცილებლად წავიღებ
მაინც
რა იცი
რა ხდება
მეც ხომ გზაში გნახე
გზაში გაგიცანი
გამიღემე
და
ალბათ
გზაშივე შემიყვარდი.
ჩემ ფერად სიზმრებში
ემოციებსაც გაარჩევ.
ჩემი აჩქარებული პულსიც მახსოვს
შენი სიტყვებიც
და
ღიმილიც იცი?
სულ
რაღაც სხვანაირად იღიმოდი
ეხლაც.
შენი პირველი სიტყვებიც ფერადი იყო იცი?
ასე პირდაპირ არა
მაგრამ იყო
შენ თავს გეფიცები
და
დამიჯერე
ამ მომენტში ალბათ შენზე ძვირფასი არავინ მყავს.
"კაია არა აქ?" ან "დაგევასა არა აქ?" მახსოვს გეფიცები
შენ თავს გეფიცები
მაგრამ
არ მახსენდება ეხლა იცი?
როგორ ჟღერდა
რა ასოებით
არ მახსენდება
მაგრამ
მახსოვს
აი ესე უაზროდ
შენ ვერ გაიგებ
ვერც სხვა
მარტო მე მესმის
და
კიდე ჩემს სიზმარში მყოფი შენ გაიგებდი.
ზუსტად ვიცი რომ გაიგებდი
მახსოვს
ჩემი შენს უკან გადმოჯდომისას, როგორ შემოტრიალდი მთელი კორპუსით ჩემსკენ და როგორ გამიღიმე
ხომ გეუბნები
სხვანაირი ღიმილი გაქვს
ეხლაც ასე იყო.
ჩემი სიზმრები ფერადია იცი?
ყოველთვის
როცა მათში ხარ ან არ ხარ.
ეხლა დილის 8 საათია
გამაღვიძეს
სრულიად შემთხვევით ხმაურზე გამაღვიძეს და ისიც არ მაცადეს
'ვატყობ დღესაც აქ მომიწევს ძილი' თქო და დამეძინა
გრძნობებიც ფერადია და ის ფერებიც მახსოვს
მარშუტკის სკამზე რა კარგად მეძინა.
ისიც იცოდი მერვე კლასსში ვისთან ვდაქალობდი
არ ვიცი საიდან
მაგრამ იცოდი
რას შვებიან შენი დაქალებიო და
სახელებიც მითხარი
ისე მაშინ ამდენი თუ იცოდი ხომ შეგეძლო ჩემამდეც მოსულიყავი?
გახსოვს?
მითხარი ამხწერე როგორი ვარო
მე მახსოვს
"რააავი, შავგვრემანი, გადაპარსული თმით თქო"
თვალები გქონდა დახუჭული და თვალები გაახილე რა ფერის თვალები გაქვს ვნახავ თქო
ეს ისე
ვითომ არ ვიცოდი რომ შავი თვალები გაქვს
მეტი არაფერიო და
არა მეტი არაფერი თქო
არადა
არაფერი მითქვამს შენს ღიმილზე
მაშინ არ ვგრძნობდი ალბათ
ახლა ვგრძნობ
სხვანაირი ღიმილი გაქვს იცი?!
და მაინც
ეხლა
დილის რვა საათია
ცხრის 17 წუთია უკვეა
საბანში მაქვს თავი და ვწერ იცი?
ან საიდან გეცოდინება
არ მინდა გათენდეს
მაგრამ
თენდება
ხოდა
მეც ისევე შემაწუხა დილის შუქმა
როგორც
ჩემმა შუაში გაწყვეტილმა ფერადმა სიზმარმა.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი liar girl

არ ვიცი ახლა რატომ ვნახულობ, რომ ეს ჩანახატი გიდევს, მაგრამ არაუშავს. მიყვარს შენი ეს ჩანახატი. მიყვარს შენი ყველა ის ჩანახატი, რომელიც იმ ადამიანს უკავშირდება, რომელიც ეს. ყოველთვის განსხვავებულია, თბილია და გულწრფელია.
მინდა, რომ ესე ადგე და ერთ დღეს მოთხრობა დაწერო, ისეთივე განსხვავებული, თბილი და გულწრფელი, როგორიც შენი ჩანახატებია.
მახსოვს, როგორ "ამაყობდი" ჩემი "ბედიუტის" დროს. ახლა მეც მინდა ვნახო შენი დებიოდი და ვიამაყო შენით.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარია

ამ სიზმართან რაშუაშია მაგრამ ერთი მოთხრობის კომენტარში ლუკას მარიამო იმ მეორე დეგენერატკაში ტატას ჰოარგულისხმობდი ?

 


№4  offline წევრი Mmariami)

სტუმარი მარია
ამ სიზმართან რაშუაშია მაგრამ ერთი მოთხრობის კომენტარში ლუკას მარიამო იმ მეორე დეგენერატკაში ტატას ჰოარგულისხმობდი ?

ვერ მივხვდი !? ;დ

 


№5  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ესსჩანახატი
საოცრად მიყვარს
ჩემისაოცრებარომ ხარ შენ იციიი მაშოო
და ეს ჩანახატი
ის მოთხრობა
ჩემიცხოვრების ნაწილია..
უბრალოდ უზომოდ მიყვარხართ მე
შენ და ლუკა
და შენისიზმრები მიყვარს უზომოდ!

 


№6  offline წევრი Mmariami)

LuckyGirl
ესსჩანახატი
საოცრად მიყვარს
ჩემისაოცრებარომ ხარ შენ იციიი მაშოო
და ეს ჩანახატი
ის მოთხრობა
ჩემიცხოვრების ნაწილია..
უბრალოდ უზომოდ მიყვარხართ მე
შენ და ლუკა
და შენისიზმრები მიყვარს უზომოდ!

ღმერთოო, ვგიჟდები მე შენზე.

 


№7  offline წევრი mimimimo

რაღაცნაირად გამკრა...
მომეწონა.

 


№8  offline წევრი Mmariami)

mimimimo
რაღაცნაირად გამკრა...
მომეწონა.


მადლობა ♥️

 


№9  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მონაკვეთი რომელმაც დაგბადა,როგორც მწერალი.მონაკვეთი რომელიც გახდა არამარტო შენი არამედ ჩემი ისტორიების წერის მიზეზიც და მუზაც.არასდროს დამავიწყდება რეაქცია რომელიც პირველად დამებადა ამ სიზმრის წაკითხვისას.მაშინ გუმანით ვიგრძენი რომ ასე მარტივად ვერ დამთავრდებოდა "ლუს" ამბავი. ჰოდა იმ დღიდან დღემდე,წლების მერეც ვიცი რომ კიდევ ბევრი დრო გავა თუ ცოტა ამ სიზმრის მთავარი გმირები ერთმანეთს თბილისის პატარა ქუჩებში შეხვდებიან.იქ კუპიდონი და აფროდიტე თავიანთ საქმეს მაღალ დონეზე შეასრულებენ და მეც ყველაზე ამაყი რომ ჩემი წინასწარმეტყველება გამართლდა ქორწილში თაიგულს მაღალი ნახტომით დავიჭერ. აი ასე. მიყვარს ეს სიზმარი,სიზმარი რომელმაც ბევრ რამეს დაუდო სათავე.
შენ? შენ ის გოგო ხარ ამას არასერიოზულად რომ უყურებ და მოვა დრო აფორიაქებული დამირეკავ ზიზუ გავიცანიო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent