შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი...


6-01-2017, 00:43
ნანახია 1 502

ის ისევ მასთან იყო... ხედავდა და დაჯერება უჭირდა... ისევ შეეძლო შეხებოდა, ჩახუტებოდა, კვლავ შეეგრძნო მისი სხეული და სულში ჩასახლებოდა, მაგრამ...
გრძნობებმა ერთბაშად იფეთქეს... მონატრება, ტკივილი, სიყვარული, სიხარული, შიში... ყველაფერი ერთმანეთში აირია...
ამ გრძნობამ მასაც მოადრეკინა ქედი... ისიც გატეხა... ეხლა სინანული და ტკივილი იყო გამეფებული მის თვალებში...
როგორ უყურებდა...
ვერ ბედავდა შეხებას, სურვილი კი კლავდა...
ორივეს ტკიოდა ერთმანეთი და ამავდროულად უერთმანეთობა...
მაინც ამოხეთქა ზღვა მონატრებამ... ორი სული ერთმანეთს შეერწყა... აღარ არსებობდა სხვა არაფერი... თითქოს დრო გაჩერდა...
იყო ის და იყო ეს...

გამოეღვიძა...
ისევ სიზმარი აღმოჩნდა...
არარეალური, ტკივილნარევი ბედნიერებით გაჯერებული ზმანება...
არადა როგორ ცხადად გრძნობდა ყოველ შეხებას...
აუტანელმა ტკივილმა მოიცვა მთელი არსება...
ის აღარ იყო მასთან და არც არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა... დრო იყო შეგუებოდა, მაგრამ როგორ არ იცოდა...
კვლავ აეწვა თითქოს და შეხორცებული ჭრილობები...
ცრემლებმა ლავასავით ამოხეთქეს მის თვალებზე და დაგროვილი ემოციები ღვარად გადმოდინდა ღაწვებზე... არ გამოდგა მარტივი უმისობა...
წამიერად გადაურბინა ყველა მოგონებამ ტვალწინ...
გაახსენდა თითოეული სიტყვა...

„ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ წიგნის პერსონაჟებს ვგავართ, რომლებსაც ცალ-ცალკე ტანჯვა უწერიათ... _ ღრმად ამოისუნთქა და თვალი აარიდა _ მაპატიე... _ მხოლოდ ამის თქმა შეძლო და ჩუმად მოიწმინდა თვალზე უდროოდ მომდგარი ცრემლი.“

გაახსენდა ის ჩუმი გამოხედვა მაშინ ასე რომ ეტკინა...
გაახსენდა ყველაფერი რაც მასთან აკავშირებდა და რის განადგურებასაც ასე ცდილობდა...
ყველას გაცურება შეძლო... ყველა მოატყუა, თითქოს საკუთარი თავიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც გატყდა... ამ მცირე ხნიანმა ზმანებამ მივიწყებული ჭრილობები გაუახლა...
როგორ უნდოდა მასთან... ეხლა სიამაყეც კი დავიწყებული ქონდა... ოღონდ მოსულიყო... ოღონდ წამით დაბრუნებული და აპატიებდა... აუცილებლად აპატიებდა... ის ხომ მისი წვერებიანი ბიჭი იყო...



№1  offline წევრი მარიამი019

არ უნდა წამეკითხა, ნაცნობია... ისე კარგია.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

მარიამი019
არ უნდა წამეკითხა, ნაცნობია... ისე კარგია.

მადლობაა

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent