შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თებერვლის ჩანაწერებიდან


7-01-2017, 21:57
ავტორი მზიანი
ნანახია 1 499

შენ არასდროს გყვარებია სითბოს გამოხატვა. ამაში ვგავდით ერთმანეთს, მაგრამ მე ვცდილობდი მაინც მეგრძნობინებინა რაიმე მცირედი.
ახლა ყავას ვსვამ ლიმნის არომატით და ვიცი, ბოლოს გაგიჟებამდე, შეშლამდე აღარაფერი დამაკლდება. მე არ ვიცი რას გრძნობ ახლა, არავინ იცის.
მე ვიცი, რომ გიყვარს შავი ფერი, მაგრამ ისიც ვიცი, როგორ უხდება ლურჯი შენს თაფლისფერ თვალებს.
შენ ყოველთვის გამორჩეული იყავი ჩემთვის, ადამიანი, რომელიც მერჩივნა სამყაროს. ახლა კი ქრები. ერთხელ გადავიტანე და მეორედაც გადავიტან.
მძულს, როგორ უყურებ სხვას, როცა მე ვერც კი მამჩნევ. ვფიქრობ რა ნახე მასში და ვხვდები, რომ მე - მე ვარ, შენ - შენ და სხვები - სხვები. ვხვდები, რომ მე დღეს აღარ შევდივარ საუკეთესო მეგობართა რიგებში. ვწუხვარ, რომ უფრსკრულია და არ ძალმიძს ამოვავსო.
ალბათობის თეორიით ჩვენ ვართ მეგობრები, თეორიულად კი უკვე სამი წელია, რაც ჩამოვშორდით ერთმანეთს.
თებერვალია ძვირფასო, მარტის ამინდით და არ მანაღვლებს, რომ უბრალოდ ვზივარ. ჩვენ თითქმის აღარ ვსაუბრობთ. უკმეხად გადაგდებული სიტყვა არაფერს ნიშნავს, თუმცა წვრილმანებშია ყველაფრის არსი.
ფანჯრის რაფაზე დაყუდებული, ცხელი ყავით ხელში გავყურებ გარემოს და ვხვდები, რომ არ მაქვს უფლება ვიჭრებოდე შენში. უნდა გაგიშვა, რომ მეც და შენც სიმსუბუქე ვიგრძნოთ. პირველად მიჩნდება სურვილი გატკინო და სამუდამოდ დავამჩნიო შენს ცხოვრებას ჩემი კვალი.
ალბათ ეგოისტი ვარ.
თებერვალია ძვირფასო, მარტის ამინდით. არ მანაღვლებს, რომ უბრალოდ ვზივარ.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი მზიანი

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent