სიყვარული, გრძნობა სახელად ყველაფერი...
ზოგჯერ სიყვარული ერთ გულში წარმოიშობა და სურვილი უჩნდება ხოლმე იმას დაუკავშირდეს ვის გამოც წარმოიშვა, ეს ისეთივე სურვილია, როგორიც ფანატიკოსი მორწმუნის უფალთან დაკავშირება, თითოეულს ან ორივე მათგანს შეუძლიათ საწყისთან დასაკავშირებლად ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ როგორც უფლის გზაზე მიმავალ ფანატიკოსს წინ გადაეღობება ხოლმე ეშმაკის ცდუნებები, ისევე საყვარელი ადამიანისათვის მებრძოლს გაუჩნდება ხოლმე ბარიერები, რომლის მოშორებაც მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს ძალუძს, ადამიანებს, რომ ჰკითხოთ ეს არ არსებობს, სიყვარული არ არსებობს, ეს უბრალოდ მიჩვევააო გეტყვიან, თანაც დარწმუნებით და მართლებიც იქნებიან, ეს ხომ ის გრძნობაა რომელშიც ყველაფერი ერთიანდება, მართლაც ყველაფერი, როდესაც გიყვარს ყველა უარყოფითი და დადებითი თვისება, გრძნობა, ქცევა ერთიანდება და, მიუხედავად მათი რაოდენობრივი შეფარდებისა, მაინც საუკეთესო ადამიანად მიიჩნევ "რჩეულს", რჩეულს, რომელიც ამავე დროს თავადაა სიყვარული, სიყვარული კი ძალაა, რომელსაც შეუძლია მოგკლას და ამავე დროს გადაგარჩინოს კიდეც, სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომლის დროსაც მთელი შენი ცხოვრება, ფიქრები და გრძნობები მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება, სიყვარული ესაა გრძნობა, რომელიც შენში ყველა სიგიჟეს ერთად ათავისუფლებს, თავისუფლდები ყველა განცდისაგან და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შეიძლება სრულადაც დაიცალო, გრძნობები დაგაკრგო, თუ შენი მარადიული გრძნობა თავის მეორე ნახევარს ვერ დაუკავშირდება... მაგრამ ის სილამაზე რაც უკვე მრავალჯერ აქვს გონებას წარმოდგენილი ასე უბრალოდ დავიწყებას ვერ მიეცემა, არ მისცემს გული გონებას ამის საშუალებას, გული იმდენადაა შეჩვეული სიყვარულს, რომ ერთადერთ სასიცოცხლო წყაროდ მხოლოდ სიყვარულსღა მიიჩნევს, არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ მართლა არსებობდა, არ მჯეროდა, სიყვარულის არსებობის, ახლა არ მჯერა სხვა არაფრის, არაფრის გარდა სიყვარულისა... მჯერა თუნდაც უკავშირო, თუნდაც უმამავლო სიყვარულის...
|
siyvaruli სიყვარული გრძნობა ყველაფერი მარადიულობა ძალა თვისება გონება მიჩვევა კავშირი ორ ადამიანს შორის სიყვარული გრძნობა სახელად ყველაფერი
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.