შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრება

11-01-2017, 01:11
ნანახია 2 302

მონატრებისგან სული რომ გაგეყინება და დანახვისას ტკივილისგან ხრიალს დაიწყებ აი მაშინ არის გრძნობა ნამდვილი... სისულელეა წარსულ დროში საუბარი, ის რაც იყო არასოდეს გაქრება და თუ გაქრა გამოდის არც არსებულა... გრძნობები იყინებიან, მაგრამ არ ქრებიან, ისევე როგორც მოგონებები ილექებიან სულში და დროგამოშვებით გვახსენებენ თავს... ამოხეთქავენ მონატრების სახით და ჭკუიდან გადადიხარ, იხრჩობი, სუნთქვა გიჭირს და არ იცი რით დაეხმარო საკუთარ თავს... პატარა ბავშვივით იწყებ გულამოსკვნილი ტირილს და არ გინდა ვინმემ გაგიგოს... წამით მაინც შეგამჩნიოს სისუსტე... შენ ხომ ძლიერი ხარ... შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია...
ზოგჯერ კი როგორი მომაბეზრებელი ხდება ეს სიძლიერეც და გიპყრობს სურვილი სისუსტის... როგორ გჭირდება დროგამოშვებით სხვისი მზრუნველობა და შეგრძნება უმწეობის... გჭირდება ვიღაცის ძლიერი მხარი რომ დაეყრდნო, წამით მაინც მისცე თავს უფლება იყო ის რაც ხარ... ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობ რომ იპოვე ის რასაც ასე გამწარებით ეძებდი და გჭირდებოდა... ფიქრობ რომ შეგიძლია თავს მისცე უფლება წამიერი სისუსტის, მაგრამ სწორედ მაშინ როცა გგონია საყრდენი იპოვე ის ხელიდან გეცლება და ამდენი ხნის ნაშენები, ნაოფლარი თავზე გენგრევა... ინგრევი შენც და ხვდები რომ არავის ნდობა არ შეიძლება... უყურებ რეალობას თვალებში და ებრძვი მოზღვავებულ გრძნობებს...
გადის დრო და თითქოს უბრუნდები ჩვეულ ყოფას, მაგრამ ვერაფერს უხერხებ მონატრებას რომელიც ასე გწამლავს და გახჩობს... იმ სიცარიელეს უკვე ვეღარაფერი გივსებს...
სისულელეა წარსული უწოდო იმას რაც დღემდე გტკივა...
გრძნობები არ ქრებიან... ისინი უბრალოდ სულში ღრმად ბუდობენ და ბობოქრობენ...

№1  offline წევრი sonrisa

ძალიან საინტერესო, სულშიჩამწვდომი მოთხრობაა...მე თუ სწორად გავიგე,ნამდვილ სიყვარულსა და იმედგაცრუებაზეა. ალბათ იმაზე,რომ ვინც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს და ვისაც გულ-მკერდით ეფარები,ტყვიას ის გესვრის ზურგში...ძალიან მწარე რეალობაა ...წარმოუდენლად რთულია იყო ის,ვინც სინამდვილეში ხარ დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით კი მაშინ,როდესაც შენ თეთი,გამჭვირვალე ადამიანი ხარ და გარშემო ამდენი შავი ადამიანია,რომლებიც მგლებად იქცნენ და ცოცხლდა გჭამენ...გინდა იყო სუსტი,ბავშვივით გიხაროდეს ყოველი წვრილმანი და საკუთარი თუ სხვისი ცხოვრება გააფერადო...მაგრამ არ შეგიძლია...რადგან ამის ნაცვლად თავი უნდა დაიცვა უგულო ადამიანებისგან და შენი სიკეთე და სულის სისპეტაკე ყოველთვის არ გამოაჩინო...,,გრძნობები იყინებიან,მაგრამ არ ქრებიან’’-ეს ფრაზა დამამახსოვრდა და ალბათ არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერეიდან. ნამდვილად მასეა.არაფერი გავიწყდება,ყველაფერი გახსოვს და თუ დაგავიწყდა,ე.ი მნიშვნელოვანიც არ ყოფილა...

№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

sonrisa

მადლობა kissing_heart ზუსტად ამოიკითხე ის რისი გადმოცემაც მინდოდა relaxed

№3  offline წევრი sonrisa

მადლობა შენ არაჩვეულებრივი მოთხრობისთვის:) <3

№4  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

sonrisa
მადლობა შენ არაჩვეულებრივი მოთხრობისთვის:) <3

heart_eyes heart_eyes

№5  offline წევრი ლოლო

ძალიან კარგი იყო, სწორედ ისეთი მიძინებულ გრძნობებს რომ გააცოცხლებს ♡♡♡♡♡

№6  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ლოლო
ძალიან კარგი იყო, სწორედ ისეთი მიძინებულ გრძნობებს რომ გააცოცხლებს ♡♡♡♡♡

მადლობააა relaxed

№7  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

№8  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent