შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1460


11-01-2017, 19:29
ავტორი LemonGrass
ნანახია 1 204

ცუდია როცა xx წლის ხარ და ხელში არაფერი გიჭირავს, არც გონებაში გაქვს რაიმე გეგმა და არც ის იცი საერთოდ რა გინდა.

როცა გინდა "აქედან გაქრე" და წახვიდე მაგრამ, არც ისეთი ადგილი გეგულება სადაც წახვიდოდი, არ გეგულება ადგილი რომელსაც არასდროს დატოვებდი!

ცუდია როცა იღვიძებ და შენს წარსულზე გული გერევა, არა წარსულზე არა, უფრო შენს განვლილ 4 წელიწადზე. ხვდები რომ შენი ცხვრების 1460 დღე ნაგავში მოისროლე და სამწუხაროა, რომ მოგონებებს ამ 1460 დღის შესახებ ნაგავში ვერასდროს მოისვრი!

გახსენდება რომ თავს დაშვების უფლება მიეცი, უკანასკნელ დონეზე დაშვების, უფლება მიეცი სხვებს შეეცვალე ან ეცადათ მაინც შენი შეცვლა და შენზე გავლენის მოხდენა, უფლება მიეცი სხვებს რომ დაემცირებინე და შენს ცხოვრებაში შენი ადგილი დაეკავებინათ, და როცა შენს ცხვრებაში შენი როლი არ მოსწონდათ დაგცინოდნენ კიდეც!

ცუდია როცა იღვიძებ და ხვდები, რომ ყველაფერი დაკარგე რაც შენთვის ძვირფასი იყო: შენი ცხოვრების წესი, ოცნებები, გეგმები და პრინციპები და ყველაფერი იმას შესწირე ვინც არასდროს გაფასებდა, არასდროს გთვლიდა პიროვნებად და ვისაც დღეს ვერც კი დაელაპარაკები იმიტომ რომ ცარიელია და ცარიელი ადამიანი - ადამიანი ვერასდროს იქნება!

ცუდია როცა სარკეში იყურები, უყურებ ანარეკლს და შენს თავს ვერ ხედავ და ვერ ცნობ, მაგრამ, კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ არ გახსოვს და აღარ იცი თუ ვინ უნდა გიყურებდეს სარკიდან!

ბევრჯერ წამიკითხავს ფრაზები იმის შესახებ, რომ გარკვეული მოვლენების შემდეგ ვიცვლებით, იცვლება ჩვენი შეხედულებები და ხედვა, თითქოს მესმოდა ამ ფრაზების მაგრამ, როგორც ვხედავ ბოლომდე ვერ ვაანალიზებდი მათ მნიშვნელობას, იმიტომ რომ გავიღვიძე და ვგრძნობ რომ უცხო ვარ ამ სამყაროში, უცხოა ჩემთვის ჩემ ოჯახი, ჩემი მეგობრები და ის ადამიანიც რომელიც ჩემი მეორე ნახევარი მეგონა, ის ვინც მეგონა რომ ჩემი ნაწილია ჩემთვის ახლა უბრალოდ "-ც"-ა.

ხვდები რომ უნდა წახვიდე სხვების ცხოვრებიდან იმიტომ, რომ ისინი შენი ცხოვრებიდან არ წავლენ, უნდა წახვიდე იმიტომ, რომ ისეთი როგორსაც გიცნობდნენ ვეღარასდროს იქნები და ეხლა უბრალოდ უცხო ხარ არა მარტო მათთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც!  

ჩემი ცხოვრების xx თუ არა yy წელიწადი მაინც ვიჯექი და ვფიქრობდი ვინ ვიყავი, რა მინდოდა და ვცდილობდი მეპოვა ჩემი თავი მაგრამ, ეხლა ვხვდები, რომ ვერასდროს იპოვი "შენს თავს", შეიძლება შენს თავში იპოვო რამე და ეს რამე დაგეხმარება შექმნა შენი თავი!  ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენ თავებს და ჩვენ მომავალს და იმისთვის რომ კარგი რამე შექმნა ეს რამე უნდა გიყვარდეს! ამიტომ თუ ბედნიერება საკუთარი თავის ისეთად შექმნაა როგორადაც ისურვებდი, მაშინ ბედნიერების წინაპირობა საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარ თავზე ზრუნვა ყოფილა! 

და ახლო როცა ამდენი რამ დავინახე რასაც ამდენი წელი ვერ ვხედავდი, როცა ამდენ რამეში დავრწმუნდი და როცა ჩემში ამდენი რაღაც მოკვდა... ვხვდები, რომ ის რასაც ამდენი წელი გავურბოდი და ის რისიც ესე ძლიერ მეშინოდა - გარდაუვალია!  მე მიწევს ცხოვრება დავიწყო ნულიდან, ნელ-ნელა გადავხარშო ეს "მეტამორფოზა", უკეთ გავიცნო ჩემი თავი და შესაძლებლობები და არასოდეს მივცე უფლება სხვებს ჩემს ფილმში მთავარი როლი ითამაშონ.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent