სიყვარული
ნამდვილ სიყვარულს საზღვრებიც ვერ სპობს და მისი ამაღლებული უსაზღვროება, მისი დაუმარცხებლობა, რომელიც ყველა ჯადოქრობაზე ძლიერი, სასწაულმოქმედი და ძალიან ფაქიზი გრძნობაა, აშკარად იწვევს ჩემში დადებით და საოცარ ემოციებს, რომლის დამალვას არც ვაპირებ. მართლაც, ეს არის სიყვარული ყველაფრის, ზოგადად სიყვარული, მეგობრობაც სიყვარულია, ქალ-ვაჟური სიყვარულიც სიყვარულია და ეს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე, თუ ნამდვილად ნამდვილია, ის არასდროს გაქრება და მუდამ ენთება მზესავით, ცის კამარაზე, არც განადგურდება და გაცამტვერდება, უბრალოდ ასეთ უნიკალურ ჯაჭვს ვერაფერი გაწყვეტს, ვერც მანძილი, ვერც დრო, ვერც რაიმე ბოროტება და ვერც შური. სიყვარული უკვდავია, ყველაფერი სიყვარულის მეოხებით, მისი სულიერებითა და სიცოცხლის უკვდავმყოფელობის წყალობით ხდება ამ სამყაროში. სიყვარული გვშობს, სიყვარული გვაძლევს უდიდეს ძალას, სიყვარული გვაერთიანებს და სიცოცხლეს გვმატებს, გვაერთიანებს ერთი საქმისთვის, თუნდაც ჩვენი სამშობლოს დასაცავად, ან მეგობრისთვის გვერდში ამოსადგომად. ის სიყვარული ყველაფერია, ყველაფერშია და ყველგან ამოიცნობ მას. ერთი შეხედვით, არა ერთი შეხედვაც არ გჭირდება, რომ სიყვარულს მაშინვე იცნობ და მისი გაშვება სიკვდილის ტოლფასი იქნება. როცა გრძნობ, რომ ორივე ერთი ჰაერით სუნთქავთ, ერთმანეთით არსებობთ, იმ უკიდეგანო უფსკრულში ვარდებით, სადაც ყველაფერი ბრწყინავს სიყვარულის სენით და შენ არ ძალგიძს იქიდან ამოფრენა, თუმცა კი ფრენას ნამდვილად სწავლობ, როცა ვინმე გიყვარს და ეს ვინმე ისეთი ადამიანია, ვინც შენთვის ყველაზე მეტია, ყველაზე ძვირფასი, მეგობრობაზე ძვირფასიც და ისეთი ადამიანი, ვისზეც წამითაც არ იფიქრო, არ შეგიძლია, დროზე ძვირფასი, თვით უსასრულობაზე მეტი და იმ სიყვარულზე მეტიც, რომელიც დამტკიცდა ჩვენი საზრდოობისათვის, ჩვენი სიცოცხლისთვის. ბედნიერება წვრილმანებშია, იმ სასწაულ სიყვარულში და სითბოში, რომელსაც ერთმანეთს ვჩუქნით და ერთმანეთს ამით მეტ სიხალისეს, ბედნიერებას ვანიჭებთ, რადგანაც ერთად ყოფნა უფრო მეტ ხანს შევძლოთ და ყოველი დღე დაუვიწყარი სიკეთით და გუნიერებით, სიხარულით სავსე იყოს. ყოველი დღე იღვიძებდე და გრძნობდე გულის ძგერას, რომელიც თანდათან უფრო მეტად ისმის და უკვე ძალგიძს ფრთების გაშლა. მიდი გაშალე, რაღაც უცდი, გაშალე და აფრინდი, ვითა არწივი მაღალსა მთებში!!! სიყვარული ყველაფერია და ყველაფერშია, მას სტკივა, ენატრება, ეშინია, მას სწყინს, ბრაზდება, იბუტება, სიყვარულს ბედნიერება სწყურია, მას უნდა შეიგრძნოს სითბო, ის ყველა ტკივილს და განსაცდელს უძლებს და მაინც, იმას იღებს, რაც გულის სიღრმეში სჭირდება და უნდა. გულში კი ყველაფერი სიყვარულია, ყველაფერი სიმართლეა და გულს ყოველთვის უნდა ენდო, რადგან მასში ყველაზე დიდი მაგია, დაუსრულებელი სიცოცხლის ელექ, დამატყვევებელი, ჯადოსნური და ფაქიზი სიყვარულია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.