შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო ნიკო და იყო ანო.


14-01-2017, 15:10
ავტორი Art Soul
ნანახია 2 268

იყო ანო და იყო ნიკო. ანოს შოპენი უყვარდა, ნიკო უკრავდა შოპენს. ნიკოს უყვარდა კითხვა, ანო წერდა.
ნიკო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. ყოველ კვირას სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა. კონცერტები, საღამოები, მასტერკლასები და სიმარტოვე, როდესაც არავინ იცოდა რას აკეთებდა ნიკო.
ანოს ცხოვრება სიმშვიდით იყო სავსე. მუშაობდა ბიბლიოთეკაში, წერდა და ხანდახან ერთობოდა კიდეც. ანოს მარტოობა უყვარდა, ნიკოსაც უყვარდა მარტოობა მაგრამ არგამოსდიოდა. ერთ დღეს როცა ანო ბიბლიოთეკაში იჯდა და მშვიდად კითხულობდა მისი მეგობარი მივიდა, ბევრი ილაპარაკეს ძირითადად მეგობარი საუბრობდა ანო უსმენდა, დიახ ანოს მოსმენა უყვარდა. მეგობარმა სასიამოვნო ამბავი ამცნო, მათ პატარა ქალაქში ვიღაც ფენომენალური პიანისტი ჩამოდიოდა. ანომ გადაწყვიტა. ის წავიდოდა კონცერტზე...
ანოს უყვარდა ხელოვნება, ნიკო ხელოვანი იყო. ნიკოს სიმშვიდე სჭირდებოდა, ნიკოს ანო უყვარდა, მაგრამ არიცნობდა მას. არც ანო იცნობდა ნიკოს, თუმცა უყვარდა პიანისტი, რომელიც შოპენს უკრავდა. ნიკო და ანო ორი მთლიანობა იყო, რომელიც სასჯელივით დაეშორებინათ ერთმანეთს. ანო და ნიკო ერთმანეთს იპოვნიან და ისევ გახდება ერთი მთლიანობა.
ნიკოს რეპეტიცია ქონდა, მთელი დღე ემზადებოდა საღამოსთვის. 19:16-ზე ანო აბაზანიდან გამოვიდა. 19:30-ზე მაკიაჟი გაიკეთა. 19:42-ზე ანო მზად იყო. ანომ სახლი დატოვა და ქუჩაში გავიდა, გადაწყვიტა ფეხით წასულიყო, საღამო მეორე ქუჩის კუთხეში იმართებოდა. ანოს არეჩქარებოდა, ამიტომ ჩვეული მშვიდი ნაბიჯით მიაბიჯებდა მხოლოდ იმ განახვავებით რომ ახლა ქუსლების კაკუნის ხმა ესმოდა თავისი საყვარელი აპანსიონატას ნაცვლად. ანომ ქუჩა გადაკვეთა და გარშემო ჩოჩქოლი ატყდა, ისმოდა ხალხის კივილი და მანქანების სიგნალის ხმა. ხმაურმა ნიკომდეც მიაღწია, რაღაც იგრძნო მაგრამ არმიაქცია ყურადღება. ანოს რამდენიმე წამი დააკლდა ნიკომდე, ახლა მისი მშვიდი სახე ქალაქის მტვერში და საკუთარ სისხლში იყო ამოსვრილი.
ნიკო და ანო ერთმანეთს შეხვდებიან. ახლა არა, მაგრამ როდისმე აუცილებლად.



№1  offline წევრი Art Soul

იმედია ეგ კარგია :დდ
eremar
გავთავდი!!! ტალღასავით მოვარდა ემოცია და უკუნი ჩამოწვა...

 


№2  offline წევრი Art Soul

<3 <3
eremar
Art Soul
იმედია ეგ კარგია :დდ
eremar
გავთავდი!!! ტალღასავით მოვარდა ემოცია და უკუნი ჩამოწვა...

კარგზე მეტი :)

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent