შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ძიებაში


15-01-2017, 17:09
ავტორი nutsa8
ნანახია 1 672

გამუდმებით ვეძებ ვიღაცას რომელიც მჭირდება, რომელიც ჩემი გულის ცემას უფრო მეტად გაახშირებს , აჩქარებს ბედნიერებისგან. რომელიც ჩემს თითოეულ უჯრედს მოედება მთელ ორგანიზმში და იქამდე დაიკავებს ადგილს სანამ არ გაიჟღინთება ბოლომდე არ გაცვდება. დამანახებს რას ნიშნავს ბედნიერება, სიყვარული და ერთგული გული . რომელსაც ჩემი დანახვისას ყველანაირი ემოცია გაუმძაფრდება . ვთვლი, რომ ყველას სჭირდება გვერდით ასეთი ადამიანი რომლის გამოც დილის გათენება , მზის ამოსვლა გაუხარდება და რომელიც იქნება მისი ბედნიერების მიზეზი , ბედიერების წრე, რომლის გარშემოც უნდა იყოს ორი ადამიანი .ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რა ქვია ამ ყველაფერს, ან მომავალში რა შეიძლება ვუწოდოთ. მე ვფიქრობ , რომ ეს იქნება სიყვარული რომლის ახსნაც შეუძლებელია სიტყვებით , ამას მხოლოდ ემოციებით თუ ახსნის ადამიანი , მაგარამ ბოლომდე ვერც ემოციით ახნსის , რადგან იმ გრძნობას ვერ გამოხატავს რომელსაც გრძნობს ყველა ის ნაწილი რომლითაც ადამიანის ორგანიზმის ფუნქცია შედგება .ამიტომ ვერავინ ვერასდროს საუბრობს ამომწურავად სიყვარულზე, რადგან ეს არის ამოუხსნელი ბედიერების ფორმულა . სიყვარულს არ გააჩნია წესები , რადგან ეს არის სიგიჟე , ბედნიერება , ტკივილი ყველაფერი ერთად რომლის მტკიცებაც შეუძლებელია და რომელიც ზოგ შემთხვევაში არის მიუწვდომელი ისეთი, რომ ჰორიზონტს ცდება და როდესაც ადამიანები ცდილობენ მიახლოვებას ის ნელ ნელა კიდევ უფრო შორს მიდის , რადგან ის არის უსასრულო და მას არ გააჩნია კარი რომლითაც ეს არაადამიანური ბედნიერება შეწყდება . ღმერთი თითოეულ ადამიანს ჩუქნის ამ სასწაულ გრძნობას , რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და იმ შემთხვევაში თუ რაიმე ზიანდება უნდა შეგვეძლოს ამის გამოსწორება და ბრძოლა იმისათვის , რომ ეს გრძნობა იყოს მარადიული ბედნიერება. სიყვარულს ვერავინ ვერ წაართმევს ადამიანს , რადგან ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ჩვენი დოზა , რომელიც დღითიდღე უნდა გავზარდოთ,რომ გაფუჭებული მატარებელივით არ იყოს ერთ ადგილას. სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომელიც ადამიანმა კი არა თვითონ სიყვარულმა უნდა იპოვოს ადამიანი, რადგან ეს არ არის რაიმე ნივთი, რომელიც მოგეწონება და იყიდი . ეს არის ქიმია რომელიც თითოეული ადამიანი განიცდის , და ამას სიყვარულის ქიმია ჰქვია , რომელიც არის ბედნიერების ძაფი და ამ ძაფში ხდება ამ ქიმიის მოქმედება , რომელიც არის დაუსრულებელი . მინდა , რომ უფრო ვრცლად , და ამომწურავად დავწერო უდიდესი ბედნიერების და ყველაზე დიდი გრძნობის შესახებ , უბრალოდ აღარ ვიცი რომელი სიტყვით უნდა აიხსნას ეს ამოუხსნელი მარადიული ბედნიერება და სიგიჟე •

ნ•ლეშკაშელი



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent