გა–ფრენა..
– მითხარი.. – რა? – მითხარი, რომ შენც გრძნობ.. – რას? – იმას, რასაც მე ვგრძნობ.. – შენ რას გრძნობ? – სიცოცხლეს.. ვერავინ ხვდება, რომ შენ თავად ხარ სიცოცხლე. ვერავინ ხვდება, რომ შენც შეგიძლია შეცვალო რაღაც, უკეთესობისკენ. ვერავინ ხვდება, რომ შენ გმირი ხარ. არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ქვეყნიერების, ადამიანობის გმირი. ვერავინ ხვდება, რომ შენ ჩუმად ქმნი რაღაც ახალს, ჯერ არ შექმნილს, არ არსებულს. ვერავინ ხვდება, რომ შენ მომავალი ხარ და, რომ წარმავალს არ შეუძლია ხელი შეგიშალოს. ვერავინ ხვდება, რომ შენ – შენ ხარ და, რომ შენც გაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ვერავინ ხვდება, რომ შენც ისეთივე თავისუფალი ხარ, როგორც ყველა დანარჩენი. ვერავინ ხვდება, რომ შენ ცოცხალი ხარ, ჯონათან. ვერავინ ხვდება.. ყველაფერი იცვლება, ჯონათან. იცვლება ყველა და ყველაფერი. ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ ან არ ვიცნობ და მომავალში გავიცნობ. ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ. ქალაქი, სადაც დავიბადე. იცვლება დრო, რომელიც არასდროს არ მყოფნის და სამყარო, რომლისაც ასე ძალიან მეშინია. იცვლება მდგომარეობა და გარემო. იცვლება გრძნობები და მოგონებები. ყველა–ფერი იცვლება, ჯონათან.. ყველასთვის ყველაფერი იცვლება, ჩემ გარდა. მე ისევ იქ ვდგავარ, ლურჯი ზღვის პირას, ცხელ ქვიშაზე. ისევ გვირილების გვირგვინის გაკეთებას ვცდილობ, ისევ უშედეგოდ. ისევ ვფიქრობ იმაზე, რაც იყო და ისევ მიჭირს იმაზე ფიქრი, რა იქნება მომავალში. მე ისევ მჯერა პიტერ პენის და ისევ ისე მინდა ჩავეხუტე ღრუბლებში გაწოლილ მზეს. მე ისევ მჯერა, რომ მთვარეზე მელოდებიან და ისევ ისე მინდა კოსმონავტობა. შენ ხომ მასწავლი ფრენას, ჯონათან? მე ისევ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ პეპელა ვიქნები. ისევ მჯერა, რომ სიყვარულით შევძლებ ცისარტყელამდე ასვლას. მე ისევ ისე მჯერა, რომ ყველაფერი გენიალურად იქნება. ისევ ისე მჯერა, რომ უსასრულობას დავამარცხებ და ჩაგეხუტები. ჯონათან, ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, უამრავი სახე ტრიალებს და უამრავი ხასიათი ბრუნავს. მარტო არასოდეს არა ვარ, მაგრამ მაინც მარტო ვგრძნობ თავს. შენც ხომ ასე ხარ, ჯონათან? მაგრამ არა უშავს, ხომ იცი, გენიოსები ყოველთვის მარტონი არიან :) იცი, დავიწყება არ არსებობს. არ შეიძლება ადამიანი ან ადამიანები გავიწყდებოდეს. არ შეიძლება კარგავდე იმათ, ვინც ძვირფასია შენთვის. არ შეიძლება ისინი მიდიოდნენ და შენ მათ გარეშე რჩებოდე. დავიწყება დროის მოგონილი თამაშია. თამაშს ჰყავს გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. მე არ დავმარცხდები, ჯონათან. შენ თქვი, საზღვრები არ არსებობსო. მეც დავიჯერე და ახლა ვიცი, რომ მართლაც ასეა. სითბოს, სიყვარულს, ბედნიერებას, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა განიჭებს საზღვრებში ვერ მოაქცევ და ვერ გამოკეტავ. მე უკვე ვგრძნობ და ვიცი, რომ ჩემი თქვენდამი სიყვარული ურყევი და უსაზღვროა. უსაზღვრო, როგორც დრო და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გენიალურად იქნება. __________________________________ – დაინახე? – რა? – ვარსკვლავი ჩამოვარდა.. – მერე? – სურვილი ჩაიფიქრე.. – ჩაგიფიქრე.. ..........♥.........
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.