შეხვედრა შერლოკ ჰოლმსთან (ანუ შერლოკირებული)
-კაი წავედი ვიძინებ -ხვალ ადრე უნდა ავდგეთ არა? -თუ არ გინდა რომ გასაუბრებაზე დაგეძინოს ან ჩაწითლებული თვალებით მიხვედე ადრე უნდა დაიძინო მეუბნება მზრუნველად ნინი და ოთახიდან გადის. მე კი სააბაზანოში შევდივარ. თბილი წყალი გაყინულ კიდურებს მილღობს და მადუნებს. სააბაზანოდან გამოსულს ძილი არ მეკარება და ისევ ჩემი საყვარელი წიგნის კითხვას ვიწყებ. წიგნის რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და წიგნის რომელმაც ჩემი პიროვნება შეცვალა. დილით კი გაანჩხლებული ნინი დამძახის თავზე. სწრაფად ვდგები და ვგრძნობ როგორ მიტკაცუნდება თითქმის ყველა ძვალი. -ისევ ამას კითხულობდი არა? თითქმის გაბრაზებული ხმით მეუბნება ნინი. -ხომ იცი როგორ მიყვარს უამისოდ ვერ ვიძინებ ვამბობ ტკბილად და მრავალჯერ გადაშლილ და წაკითხულ წიგნს სათაურით ‘’შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი’’, ისე ვიღებ ხელში გეგონება ჩემი საგანძურია. ამ წიგნს ისე ვუვლი როგორც შვილს. უამრავი ტელეეკრანიზაცია მაქვს ნანახი თუმცა ზოგიერთი მათგანი სასტიკად მიცრუებდა იმედს და უცბათ გამოჩნდა BBC-ის მიერ გადაღებული შერლოკი. მინდა გითხრათ რომ ეს ის ერთადერთი სერიალია რომელმაც იმედები არ გამიცრუა და პირიქით თითქმის ზუსტად ასახავდა იმ ადამიანს რომელიც ჩემს გონებას უკვე მრავალჯერ წარმოედგინა უბრალოდ საყვარელი კულულების გარეშე. თუმცა სრული საიმაყით ვაცხადებ რომ ამ ‘’კულულებმა’’ ჩემი შერლოკი კიდევ უფრო საყვარელი გახადა რაც ასეთი ხისტი და მკაცრი ხასიათის კაცისთვის ნამდვილად საჭიროდ მეჩვენა. ართურ კონან დოილს თაყვანს ვცემ რადგან მან შერლოკის შექმნით ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდიდან გამომიყვანა. სულ 15 წუთში მოვემზადე მაგრამ ვაი ამ მომზდებას რა სად მეცვა არ ვიცოდი. -სასწრაფოდ გაიხადე ეგენი! მითხრა ბრძანების კილოთი ნინიმ და თმა ნორმალურად ჩამომვარცხნა მერე კი გასაუბრებისთვის საჭირო ტნსაცმელი გადმომიყარა კარადიდან რომელიც თოთქმის ერთი კვირის წინ ვიყიდეთ. როგორც იქნა გავემზადეთ და ტაქსით ერთ-ერთ დიდ კომპანიისკენ გავწიეთ. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა რადგან შესაძლოა ნამდვილად პრესტჟულ კომპანიაში მდივნად დამეწყო მუშაობა. -ღრმად ჩაისუნთქე. ხომ გითხარი რომ ადრე დაწოლილიყავი შენს თვალებს ვერაფერს მოვუხერხებ გეგონება მთელი კვირაა არ გძინებია -ტყუილია რო? ვეკითხები ღიმილით და კარზე ვაკაკუნებ საპასუხოდ კი მკაცრი ხმა მესმის რომელიც კიდურებს მიშეშებს. რამდენიმე წამში კარის მეორე მხარეს ვდგევარ და ცოტა შეშინებული და შეძრწოლებული ვუყურებ ჩემს პირდაპირ მჯდარ კაცს. -ღმერთო შერლოკი! წამოვიძახე სრულიად მოულოდნელად და ხმამაღლა. -ბოდიში მაშინვე ვასწორებ ჩემს შეცდომას და ვუბოდიშებ შეფიქრიანებულ ორ კაცს. ღმერთო შეუძლებელია ახლა ჩემს წინ შერლოკ ჰოლმსი და ექიმი ვოტსონი სხედან და თავი მათი ერთ-ერთი კლიენტი მგონია რომელიც გამოუვალ სიტუაციში ჩავარდნილა და ბეიკერ სტრიტის 221B-ში დახმარების სათხოვნად მისულა. შერლოკმა ჯერ თვალი შემავლო შემდგ კი მკაცრი, ნაცრისფერი თვალები ერთ ჩემთვის უხილავ და მგონი არც არსებულ საგანს მიაპყრო. ისევ ექიმმა ვოტსონმა გადაგვარჩინა. მე მას ჩემი რეზიუმე მივაწოდე და თვალი გადაავლო მითხრა რომ დამიკავშირდებოდა -სასიამოვნო იყო ლილე, დაგიკავშირდებით. ხელი ჩამოვართვი ექიმ ვოტსონს. ხოლო შერლოკი მგონი ახლა მოვიდა გონს თუმცა არც ხელი ჩამოურთმევია და არც ის შეუმჩნევია რომ მივდიოდი. კარგი რა გაეწყობა როგორც ჩანს გარეგნობა და ხასიათიც შერლოკის აქვს. -რა მოხდა? მკითხა ნინიმ როცა გაშეშებული და გაფითრებული დამინახა -ლილე მაშინებ! -იქაა ის იქ არის... შერლოკი და ექიმი ვოტსონი არიან! -ღმერთო! ბოდავ ალბათ სიცხეც გაქვს! მალე ყველაფერი ბუნდოვანი ხდება და თვალებს ჩემს ოთახში ვახელ. საწოლიდან შეშინებული ვხტები და როცა ვფიქრობ რომ ის ყველაფერი სიზმარი იყო ლამისაა ვიტირო. არა პირველად არ ხდება ასე მაგრამ ეს განსხვავებული იყო. ადრე სულ ბეიკერ სტრიტის 221B-ში ვიყავი ხოლმე ახლა კი გასაუბრებაზე შერლოკ ჰოლმსთან. ღმერთო მგონია გავგიჟდები. მეღიმება როცა ის შეგრძნება მახსენდება რაც მაშინ როცა არარსებული კომპანიის არარსებული კარი შევაღე და არარსებულ გასაუბრებას დავესწარი რომელიც შერლოკის და ჯონის მოწყობილი იყო. დაბლა დაგდებულ წიგნს კი ხელში ფრთხილად ვიღებ და ხელს მსუბუქად ვუსვამ თითქოს ვუბოდიშებ კიდეც რომ ასე მოვექეცი. მერე კი რატომღაც ნინის ვეძახი რომელიც არ არსებობს და რომლიც ჩემმა მარტოსულმა გონებამ ისეთი წარმოიდგინა როგორიც ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა. -გიჟდები ლილე ვჩურჩულებ გაღიმებული. ალბათ ეს იმის ბრალია რომ გუშინ საღამოს შერლოკის ახალ სერიას ვუყურე. ისევ სულელივით ვიღიმი და წიგნს გულში ვიხუტებ მერე კი ღიღინ-ღიღინით გავდივარ ჩემს მინი სამზარეულოში ჩემი მინი ოთახიდან და ასე გაუთავებლად დავძრწი ჩემს პატარა ოთახში სანამ ისევ არ მეძინება და კიდევ ერთხელ არ ვსტუმრობ ბეიკერ სტრიტს სადაც შერლოკი და ჯონი მუდმივად იარსებებენ. ---------------------------------- იმედია მოგეწონებათ მინდოდა ამ ჩანახატით გამომეხატა დიდი სიყვარული ''შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი''-ს მიმართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.