Boyfriend-ი კოსმოსიდან
ის სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა. აი როგორ იცი, საშინელებათა ფილმს რომ უყურებ, გადამწყვეტი მომენტია და უეცრად კადრი გადავა გული გიჩქარდება და ადრენალინი გემატება, ოდნავ შიშსაც გრძნობ მაგრამ ეს ხომ ფილმია და აგრძელებ ყურებას. აი სწორედ ასე მოხდა. ყოველთვის მოულოდნელად იცოდა გამოჩენა, არასდროს იცოდი ზუსტად მოვიდოდა თუ არა. ერთხელ მახსოვს ქალაქგარეთ გავედით სასტავი, თავიდან არ იყო ჩვენთან ერთად მაგრამ იქ სასწაულებრივად აღმოჩნდა. იმ დროს უკვე კარგად ვიცნობდი და კარგი ურთიერთობაც გვქონდა. მაგრამ რატომღაც არც კი შემოუხედავს ჩემთვის, რა თქმა უნდა არც მომსალმებია და საერთოდ მთელი დღე მაიგნორებდა. ვერ მივხვდი რა უნდოდა, ვიფიქრე ალბათ გაუბერათქო. ახლა ძალიან მეცინება ამას რომ ვიხსენებ, მაშინაც სასაცილო იყო, უბრალოდ იმ მომენტში საშინლად განვიცადე ეს "იგნორი". მეორე დღეს სადარბაზოსთან რომ დამხვდა ვერც კი წარმოიდგენთ რა დამემართა. ვერც კი გავბრაზდი იმდენად გულწრფელად და ბავშვურად მომესალმა, ჩამეხუტა და მაკოცა. ის, რომ არანორმალური იყო ამას ყველა მალევე მივხვდით. მაგრამ მე ვიცოდი რომ მას თავის სამყარო ჰქონდა, იცით როგორი სამყარო?! ასტრალში რომ გადიან და სულებს ესაუბრებიან, მოგზაურობენ სხვადასხვა განზომილებაში აი ასეთი. ის სულ კოსმოსში იყო, წარმოსახვაში ესაუბრებოდა ვიღაც "არფტონს". საოცრება რა არის იცით? ეს ვინმე არფტონი მართლა არსებობდა. მეც კი ვესაუბრე. როდესაც ჩვენ ორნი მარტო ვრჩებოდით, ის დაჟინებით მიყურებდა თვალებში, ცოტახანი დამაკვირდებოდა და შემდეგ მესაუბრებოდა. მისი არცერთი სიტყვა არ იყო უბრალოდ ნათქვამი, მასთან დიალოგი მაფიქრებდა არამარტო ჩემ თავზე, არამედ მთელ კაცობრიობაზე. მას გიჟს ეძახდნენ. მართლა ფიქრობდნენ რომ გიჟი იყო, ფსიქოპატი. ჩვენი თავისუფლების ბოლო დღეს არ ვიცი წინასწარ იგრძნო თუ უბრალოდ ესეც ჩვეულებრივი ამბავი იყო მაგრამ გამთენიისას გამაღვიძა. თვითონ იცმევდა მეც რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი წესიერად ვერც გავიგე და ისევ ძილის გაგრძელებას ვაპირებდი, უეცრად სახეზე სისველე რომ ვიგრძენი. წყალმა ნამდვილად გამომაფხიზლა. ველოსიპედით უნდა გავისეირნოთო გამომიცხადა. მეც დავთანხმდი, საერთოდ ყველაფერზე მარტივად ვთანხმდებოდი, არადა არასდროს ვყოფილვარ სუსტი ნებისყოფის, უბრალოდ ხომ გეუბნებით რაღაც ამოუხსნელი იყო მასში, თითქოს მანიპულირებდა კიდეც ჩემით. არვიცი. ქალაქს ეძინა ირგვლივ არავინ და არაფერი არ იყო. თითქოს დრო გაჩერდა, ადამიანები გაქრნენ, ყველაფერი გაშეშებულია და მხოლოდ ორი, მე და ის ველოსიპედით ვარღვევთ ამ კანონზომიერებას. გაჩერდა და ისევ დაჟინებით მიყურებდა. მეუბნება: - ხვალ მე ცხოველივით დამაბავენ, და ფსიქიატრიულში ჩამამწყვდევენ, იქიდან ვეღარც გამოვაღწევ, იმ ღამესვე შევერევი სამყაროს და გავუჩინარდები. დარჩება მხოლოდ გვამი და ჩათვლიან რომ ეს თვითმკვლელობა იყო, მაგრამ არა! შენ უნდა იცოდე, რომ ეს იქნება უბრალოდ გადასვლა სხვა განზომილებაში საიდანაც აღარ დავბრუნდები. გთხოვ შეწყვიტე. ახლა ტირილი ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა. 10 წლის შემდეგ ამაზე მხოლოდ გაგეცინება, ჩვენ ხომ ამდენი გავაკეთეთ მხიარული მოგონებებისთვის... მეორე დღიდან მართლაც აღარ მინახავს. იმ ღამესვე გავიგეთ მისი სიკვდილი. არ წავსულვარ დაკრძალვაზე, საერთოდაც არ გავკარებივარ აღარაფერს რაც მასთან ასოცირდებოდა. ან რა საჭირო იყო. ის წავიდა, წავიდა და მორჩა. ასეთები ყოველთვის მიდიან ,სადღაც შორს. ისინი ზედმეტად კარგები არიან ამ იდიოტური სამყაროსათვის. უნდა წავიდნენ კიდეც, რომ ამ სამყარომ სამუდამოდ არ გათელოს და არ შეცვალოს ისინი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.