შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თვალები


7-02-2017, 19:00
ნანახია 2 215

ამდენი ხნის შემდეგ დღეს პირველად დავინახე შენი თვალები, როგორი დაღლილი, ჩაწითლებული და სხვაგვარი იყო, თუმცა დღეს პირველად, მე კი არ გაშორებდი და გაცილებდი თვალს, არამედ პირდაპირ თვალებში გიყურებდი, მინდოდა დაუსრულებლად მეცქირა მისთვის, მინდოდა მის სიღრმეში შევჭრილიყავი და გამეგო შენი ფიქრები, გრძნობები, მინდოდა გამეგო შენს ფიქრებში ისევ ვარ თუ არა, ისევ ვცოცხლობ შენს გულში თუ არა, ისევ ჩანს თუ არა შენს თვალებში ჩემი ანარეკლი, ისევ განერვიულებს თუ არა ჩემი „მე“, ისევ გიყვარვარ თუ არა! პასუხს მივხვდი, ამოვიკითხე, მაგრამ არ მინდოდა ამის გაგება, არ მინდოდა გამეგო რომ შენ აღარ გიყვარვარ , აღარ გრძნობ, აღარ განიცდი, აღარ გადარდებ, აღარ გიყვარვარ, თუმცა სხვა რამესაც ვხედავდი მასში ბოლომდე არ უნდოდა რომ ჩავსულიყავი მის სიღმეში, რადგან იქ მცირე იმედის ნაპპერწკალი დავინახე იმის, რომ შეიძლება კვლავ შეგიყვარდე, ის იმედის ნაპერწკალი დავინახე რომელიც მინდოდა დამენახა, იმედი ჩამესახა და არ მინდა ეს იმედი გამიცრუვდეს. მინდა კვლავ გიყვარდე, მინდა ჩემს გვერდით იყო თუნდაც მთელი სამყარო დამიპირისპირდეს, რადგან ეს წლები ვერ დაგივიწყე, საკუთარ გულს ვეღარ ვეწიინააღმდეგები, რა ვქნა დაიღალა გონება გულთან ბრძოლაში, მასაც უნდა თავად თუ არა სხვა მაინც იყოს ბედნიერი. გონება დანებდა, გულმა გაიმარჯვა, თუმცა ხმამაღლა არ უთქვამთ ეს, ორივემ იცოდა მაგრამ დუმდნენ. უკვე ესმოდათ ერთმანეთის, შეიცვალნენ, გაიზარდნენ, მიხვდნენ რომ ეს გრძნობა იმდენად დიდია, რომ ვერავინ და ვერაფერი შეძლებს წინ გადაუდგეს მას.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent