"შენი ვალენტინისაგან"
გვიყვარდეს, რადგან"თავად ღმერთია სიყვარული ამ ქვეყანაზე". ვალენტინი - რომაელი მღვდელი ან ტერნის ეპისკოპოსი. ეწამა - სიყვარულისთვის. ვალენტინის სახელს უამრავი ლეგენდა უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ორი უკანასკნელი ერთი და იგივე ადამიანი იყო, რომელიც ჯერ რომში ჩაიყვანეს, შემდეგ ტერნში და საბოლოოდ იქ გამოასალმეს სიცოცხლეს. პაპმა გელასისუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ გამოაცხადა. ბევრისთვის 14 თებერვალი წარმართობასთან ასოცირდება, რადგან გადმოცემის თანახმად მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შეიძლება მივიჩნიოთ სიყვაულის და არშიყობის მფარველად. ვალენტინმა უამრავ შეყვარებულ წყვილს დაწერა ჯვარი. ბევრი გააბედნიერა და გაახარა, მაგრამ ერთ დღესაც ის შეიპყრეს და სასტიკად სცემეს. დილეგში ჩააგდეს და სიკვდილამდე გამოკეტეს. ************************************************** დილეგი ბნელი და ნესტიანი იყო, კედლებს და იატაკს ობი მოსდებოდა. მზის სინათლე არსაიდან აღწევდა, რაც საშინელ პირობებს უფრო გაუსაძლისს ხდიდა. პატარა სარკმელი არსად ჩანდა, კარიც კი მასიური რკინის იყო. მხოლოდ კუთხეში ამოეჭრათ ოთკუთხედი ფორმის ნაჭერი, საიდანაც დღეში ერთხელ მცირეოდენ საჭმელს და წყალს აწვდიდნენ. ირგვლივ გამაყრუებელი სიჩუმე სუფევდა. პირველი ღამე ყველაზე რთულად გადასაგორებელი აღმოჩნდა. გრძნობდა, როგორ მიეწებნენ მის სხეულს პარაზიტები. მღრღნელი ვირთხები სოროებიდან გამოძვრნენ და საკვების მიმართულებით დაიწყეს სვლა. ვალენტინი კი უბრალოდ იჯდა და არცერთი წამით არ ნანობდა თავის საქციელს. ყოველ დღე ელოდებოდა განაჩენს, მაგრამ ის არსად ჩანდა. ახალგაზრდა კაცი მოხუცს დაემსგავსა. წვერი გაუხშირდა, საგრძნობლად გახდა, ცისფერი თვალები ჩაქრა. სამი დღის შემდეგ დილეგის კარები გაიღო და მალევე დაიხურა. ვალენტინი გაფაციცებით აკვირდებოდა ყველა კუთხე-კუნჭულს, თუმცა იცოდა, აქედან გაღწევის შანსი არ ჰქონდა. არც უცდია, არცერთხელ. დილეგში გოგონა შეათრიეს. თმები წელამდე სცემდა. თეთრი კანი დალურჯებებს დაეფარა, თვალები სულ მთლად ამოთეთრებოდა. ბრმაა - გაიფიქრა ვალენტინმა და მისი ნაკვთების შესწავლას შეუდგა. კარების დახურვისთანავე უკუნი ჩამოწვა. აწ უკვე "მყრალ ჭაობში" ორი გულის ცემა ისმოდა. გოგონას ათრთოლებული სხეულის ტალღები მთელ დილეგში ვრცელდებოდა და ვალენტის პირდაპირ ეჯახებოდა. - მიშველეთ! დაიღმუვლა გოგონამ და იქვე ჩაიკეცა. ვალენტინი თითქოს გამოფხიზლდა. ხელის ცეცებით ადგა, კედლებს გაუყვა და გუმანით მიაღწია თბილ სხეულამდე. შეეხო. ის ისეთი ნაზი და ჰაეროვანი იყო, ისეთი წმინდა, დაენანა ბინძური ხელების შეხებისთვის. გვერდით მიიწვინა, არათანაბარი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა. გული გაასმაგებით უცემდა. ყოველთვის სხვის ბედნიერებაზე მზრუნველ ადამიანს პირველად მოუნდა ეზრუნა თავისაზეც. ბედნიერებას ანიჭებდა სხვების გაბედნიერება, მაგრამ მიხვდა თუ როგორი ტკბილი იყო საკუთარი. რამდენიმე დღე საკმარისი აღმოჩნდა შეეგრძნო სიყვარულის სიტკბოება. არა სიტყვებით, არამედ ფაქიზი გრძნობებით. ზამთრის ბოლო დღეს, თოთხმეტ თებერვალს, ვალენტინი წაიყვანეს და აღარასოდეს დაბრუნებულა უკან. საყვარელს კი დაუტოვა ქვა, ზედ ამოკაწრული სიტყვებით - "შენი ვალენტინისაგან", სიმბოლოდ მარადიული სიყვარულისა. ვინაიდან ვალენტინზე და მის ცხოვრებაზე არაფერია დაზუსტებით გადმოცემული, შეიქმნა მრავალი ლეგენთა და მითი. მე კი მათ სიას კიდევ ერთი ლეგენდა მივამატე. გამიხარდება თუ მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ. ზამთრის ბოლო დღედ მოხსენიებული 14 თებერვალი შეცდომა არ გეგონოთ. ადრინდელ რომში კალენდარის ასეთი გადანაწილება იყო. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ სიყვარულს საზღვრებს და დღეებს ნუ დაუწესებთ. ყოველთვის გიყვარდეთ ერთმანეთი! გილოცავთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.