შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვიცი, რომ შენ ხარ შორს, ყველაზე შორს ..


20-02-2017, 20:29
ავტორი Anastasiaa
ნანახია 1 589

ახლა ისე ცუდად ვარ, რომ უნდა ვწერო შენზე გაუთავებლად და უნდა გითხრა ყველაფერი, უნდა მოგიყვე.
გუშინ მთელი ღამე ვტიროდი, მა ..
ვტიროდი უშენობის მწარე ტკივილებზე და იმ არსებობაზე, რომელსაც ახლა განვიცდი.
ჩემი ყოფა არსებობაა მხოლოდ და სხვა არაფერი უშენოდ.
მა, მე ჩემს ნაადრევად ჩასულ მზეს გეძახი !!
შენ ჩემი მზე იყავი.
მზე, რომელიც მინათებდა ყოველ ბნელ დღესა თუ ღამეს, რომელსაც ვარსკვლავები არ ეკარებებოდნენ.
მზე, რომელიც ნაადრევად ჩავიდა და მზე, რომელიც წამართვეს, მაგრამ შენს ნაადრევად დასრულებულ სიცოცხლეს ვფიცავ მამაჩემო, რომ ყველას ვინც კი დაგვიშავა ცხარე ცრემლებით ვატირებ !
მამიკო, მამა მაპატიე რა, კარგი ?
მაპატიე ყოველი დილა, რომელიც უერთმანეთოდ გაგვითენდა.
მაპატიე ყოველი ფიქრი, რომელიც მე მიკავშირდებოდა და მაპატიე ყოველი მონატრება, რომელიც უჩემობამ გამოიწვია.
მაპატიე, რომ არასოდეს შემიკრავს შენი პერანგის ღილები და არასოდეს გამიცილებიხარ ხალათის ამარას სამსახურში.
მაპატიე, რომ არასოდეს გამიგია კარებზე ზარის ხმა, რომელსაც შენი საოცრად ლამაზი თითები აწკრიალებდნენ.
მამიკო, შენ ხომ ჩემი გესმის, არა ?!
შენ ხომ მხედავ, მამა ?!
შენ ხომ გრძნობ, მა ?!
უშენობა საუკუნო სასჯელია, რომელიც არასოდეს მომასვენებს.
შენ იცი, მა იცი რომ ერთხელაც რომელიმე განზომილებაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს და მაშინ ისე ჩაგიკრავ გულში, რომ ყველა ჟრუანტელის მე ვიყო დეფიციტი.
შენი სურნელი აქვს ტანსაცმელს, რომელსაც ყოველ საღამოს გულში ვიკრავ და ცრემლით ვასველებ ..
ტანსაცმელი, რომელიც ერთადერთია რაც შენთან მაახლოებს ყველაზე მეტად მიყვარს.
მამა, მაპატიე რა კარგი ?
გთხოვ მამა მაპატიე და სხვა არაფერი მჭირდება ამ დამპალ არსებობაში !
შენს უძირო და მუდამ დამწუხრებულ თვალებს ვფიცავ, რომ შემეძლოს ყოველ დილა-საღამოს ხელებს დაგიკოცნიდი, მა !
ყოველ საღამოს ფინჯან ჩაის გაგიკეთებდი და თუ გინდა ლიმონით.
შენ თუ მოგინდებოდა ჩემი ხელით გაჭმევდი და შემდეგ პლედს შემოგახვევდი ფეხებზე, რომ სიცივეს არ შეეწუხებინე.
შენ სიცივე არ გიყვარდა, მამა და ახლა მიკვირს როგორ წევხარ იმ ცივ მიწაში, რომელიც არ გაძლევს ჩემთან ყოფნის უფლებას ?!
მამა, შენ არ ხარ მარტო !
მე შენთან ვარ ყოველ წუთსა და წამს ჩემი ფიქრებით და მოგონებებით, რომლებიც შენ მაჩუქე.
ახლა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი და ვერ ვწერ ჩემს სიყვარულზე, რომელიც ოკეანეზე უფრო უძირო და ღრმაა ..
მენატრება შენი ხელების შეხება და ტკივილიანი თვალები, რომლებიც მუდამ ჩემსკენ იყვნენ მომართული მაშინ როდესაც ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით.
მამა, ვნანობ რომ არ გაგყვა ჩემი ჩახუტება და ვერასოდეს გაიგე, რომ ერთადერთი ხარ ვის გამოც ყველაფრის დათმობა შემეძლო არა და შემიძლია ..
ახლა აქ ვამთავრებ იმიტომ, რომ ისევ ეს გაუთავებელი პრობლემები დამტყდომია თავს და უნდა წავიდე ..
მაპატიე.
დავრუნდები ..



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent