ჩემ ირაკლის...
სიყვარულო!!! შენ შეავსე ჩემში ყოველი სიცარიელე და არ დამიტოვე არც გულში, არც გონებაში და არც ჩემი არსების არცერთ ნაწილში ადგილი სიძულვილისთვის... მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარულის სიმხურვალე მზესაც კი ჩაანაცვლებს... მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია!.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია!.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ.. დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში.. შენ დაუსრულებელი ხარ.. სიგიჟემდე, გულის წასვლამდე მიყვარხარ.. უზომოდ... უწერტილოდ... დაუსრულებლად... უსაზღვროდ... მეუსასრულოებიიიიიიი! დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს... დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს... მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ... აბა, როგორ უნდა გაჩუქო შენ შენივე თავი?! ეს ხომ შენ ხარ - ჩემი სიყვარული. იცი რა ძლიერ გგრძნობ? დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ... არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რა ერთფეროვანი ვარ ჩემი აზრებით, არა?! რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ... მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა?! მე შენმა სიყვარულმა დამხატა გრძნობებით აკინძულ გამჭირვალე ცხოვრების ფურცებზე და წამაწერა ზედ უსასრულობად. ჰო, შენმა სიყვარულმა მაქცია ადამიანად და მაგრძნობინა რომ ვსუნთქავ... აქამდე არასოდეს მომისმენია ჩემი გულის ცემა. არც სუნთქვა მესმოდა. ახლა კი.... ქუჩაში გასვლისას მთელი სამყაროს სუნთქვა და გულისცემა მესმის... ის ისეთი მუსიკალურია და ღრმა განცდების მატარებელი, ყოველი მისი ნოტი ჩემში ჟრუანტელს იწვევს... ჰო, შენი სახება აქვს ყოველივეს ირგვლივ... ნებისმიერ ქმნილებაში და საგანში შენს ანარეკლს ვპოულობ და ამიტომ მე ყველაფერი მიყვარს... ჰო, შენ შემაყვარე ყველაფერი და ყველა ფერი. შენ სამყაროს ფერებით გამაფერადე და გამიფერადე ყოველივე შიგნით თუ გარეთ. იმდენად ღრმა ხარ და მრავლისმომცველი ჩემში... ვცდილობ მთელი განცდით სრულად გადმოგცე სიტყვებად, მაგრამ შენი მცირედიც ვერ გადმოვეცი, ამით კიდევ ერთხელ დამარწმუნე რომ სიყვარული მთელი სამყაროა, არსია, ღმერთია... ღმერთს კი სიტყვით ვერავინ აღწერს. ჰო, სიყვარული ღმერთია თავად და შენ ამ გრძნობით ჩემში ღმერთი შემოუშვი... ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება... ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი გრძნობით გაჟღენთილი, ოცნება ჩემი შენით ნაზავი, თვალები მრავლისმთქმელი, სპეტაკი და შენი ანარეკლით... მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ გვეუსასრულსიყვარულება. მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად.. ჩემი ი რ ა კ ლ ი ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.