***
თბილი გარემო, მთლიანი ოჯახი და სიხარულის ყოველდღიური განცდა - ასეთია პერიოდი, რომელიც საუკეთესოდ მახსოვს. მახსოვს, ერთი უდარდელი, არაფრით გამორჩეული პატარა ბიჭი, ხალისიანი, მომღიმარი და მხიარული. ბიჭი, რომელიც მიწაში ლურსმნებს ჩაქუჩით არჭობდა. ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა კიბის ქვეშ „შტაბის“ გაკეთება. გარემო, სადაც იყო ბედნიერი, მცირედი წინაღობებით, მაგრამ მაინც ბედნიერი და სავსე. ეს ის დროა, როდესაც მთლიანი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ რაღაც გამაჩნდა. მაშინ ამას ვერ ვაფასებდი, ვერ აღვიქვამდი ყოველივეს. ახლა კი ვხვდები რამდენი რამ შეიძლება თავს გადახდეს ადამიანს, რამდენი ეტაპი შეიძლება განვლოს. მენატრება ჩემი პირველი პერიოდი - ბავშვობა, როდესაც ვიცოდი სად იყო ჩემი ადგილი. მენატრება ჩემი გადატყავებული მუხლები და დახეთქილი ტუჩები. მენატრება ის დრო, როდესაც ჩემ დას კუდში დავსდევდი და მოსვენებას არ ვაძლევდი. წარმოუდგენელია ის ბავშვი მე ვიყო, არ ვარ. ის ბავშვი დაიკარგა და გაქრა, არ გაზრდილა, მხოლოდ მოგონებებში დარჩა. ღრმად დაილექა ქვეცნობიერში და სამუდამოდ მიეცა დავიწყებას. მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი სხვათა გონებაში, რომლებზეც მე ხელი არ მიმიწვდება. არ შემიძლია აღვადგინო სრულად ის, რაც იყო. არ შემიძლია იმ ტკბილი მოგონებების გახსენება, რომლებიც მჭირდება. მაგრამ არაფერია. აღმოჩნდა, რომ მათ გარეშეც შეიძლება არსებობა. ცხოვრება გრძელდება. თუნდაც ტკივილით და მწუხარებით, რეალობისგან გაბრუებული თავით და დამძიმებული გონებით. ათასი ფიქრით თავში, რომლებიდანაც არც ერთი განიჭებს სიხარულს. მხოლოდ დარდი. დროზე ადრე გაზრდილი ბავშვი და სტრესი. ყველაფერს საზოგადოებიდან გარიყვა და საკუთარ თავში ჩაკეტვა მოჰყვება, ბრძოლა საკუთარ თავთან და ნაგავში ყელამდე ჩაფლობა. დამაიმედებელი ფიქრები სიკვდილზე და შესაძლებლობა იმის, რომ ამ ლაბირინთიდან გასვლა შესაძლებელია. ისევ საკუთარ თავთან კამათი და ბოლოს - სისუსტე. უკვე აგონია და იმედის გადაწურვა, მხოლოდ დინებას მიყოლილი არსებობა. ბოლოს, როდესაც აღარ ველით შვებას, ჩნდება გამოსავალი. ძლიერად ვეჭიდებით მას და ხელიდან არ ვუშვებთ. აქ იბადება ახალი „მე“, რომელიც „უდარდელია“, მე, რომელსაც „გრძნობები ფეხებზე ჰკიდია“, მე, რომელსაც ყველაფერი „ჰკიდია“. მე, რომელსაც აღარ აქვს ცრემლი და ვეღარ განიცდის. მე, რომელსაც უნდა, რომ იგრძნოს ტკივილი და მუდმივად მის ძიებაშია. ის კი „აღარსადაა“ ან უბრალოდ „მე“-მე აღარ არის. არც იყო და არც იქნება არასდროს, გაყინული გულისა და „ს“ გარდა. მაგრამ როგორც აღვნიშნე, ცხოვრება ეტაპებისგან არის აწყობილი და არავინ იცის, როდის რას უნდა ველოდოთ. არავინ იცის, როდის გამოჩნდება „დიდებული შესაძლოა“ და როდის გადავალთ შემდეგ ეტაპზე. ისღა დაგვრჩენია სამყაროს თავისი წესებით ვეთამაშოთ და გავუძლოთ იმას, რაც ჩვენი გასაძლებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.