" წიგნის ჭია "
ჩვენ ქედმაღალი საზოგადოებისაგან გარიყული ადამიანთა ის ჯგუფი ვართ, რომლებსაც "წიგნის ჭიები" გვიწოდეს. რაც არ უნდა გაუგებარი იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის თუ რატომ მოგვაკრეს ეს იარლიყი,ყველაფრისდა მიუხედავად თითქოს მაინც ვეგუებით ამ აზრს და რაღაც მხრივ გვიხარია კიდეც. კერძოდ კი ის გვახარებს, რომ სხვებს არ ვგავართ! თითოეული ჩვენთაგანისთვის წიგნის კითხვა ალბათ იმ მხრივაა სასიამოვნო პროცესი, რომ ყოველი ახალი, საინტერესო წიგნის გადაფურცვლისას ხელახლა ვსწყდებით რეალობას და არარსებული სამყაროს თვალიერებით ვირთობთ თავს! მერე კი იმდენად ვეჩვევით ამას, რომ ნელ-ნელა თითქოს მისი ნაწილი ვხდებით. თავიდანფეხებამდე ვიძირებით მასში ისე , რომ თავისდაღწევის ყოველგვარი სურვილი უკვალოდ გვიქრება. უფრო მეტიც თუ აქამდე სასურწარკვეთილნი ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნიდით იმის იმედით, რომ დრო შეცვლიდა ყველაფერს ახლა უკვე სხვაგვარად ვიქცევით. სრულიად უცხო ადამიანების ცხოვრებაში ვიქექებით და ეს პროცესი იმდენად გვართობს, რომ არც კი გვსურს შეწყვეტა. ჩვენ ისევ დაუკითხავად დავბორიალებთ გამოგონილი ადამიანების მიერ გაკვალულ ბილიკებზე, ამ დროს კი თავს ძალიან დაცულად ვგრძნობთ, რადგან წიგნის ჯადოსნურ ფურცლებზე ისეთ ადამიანებს ვაწყდებით, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს მოვჰკრავდით თვალს. უფრო მეტიც ჩვენ მათ სულში ძრომიალიც შეგვიძლია. მათ ფიქრებსა და გრძნობებში დაუსრულებლად ვიქექებით იმის იმედით, რომ რაიმე ღირებულს წავაწყდებით . ბოლოს კი თავად გამოგვაქვს დასკვნა , საბოლოოდ ვხვდებით, რომ წიგნებში მცხოვრები ადამიანები რეალობაში არ არსებობენ და არც არასდროს უარსებიათ! ამ ყველაფრის შემდეგ კი ერთადერთი სურვილი გვახჩობს , რომ როგორმე მათ დავემსგავსოთ, იმ იდიალურ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ წიგნებში ცხოვრობენ და რეალობაში ვერასოდეს შევხვდებით ასეთებს. ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ვცდილობთ ოდნავ მაინც დავემსგავსოთ მათ, რადგან ცხოვრების ჩვენებური ისტორია მკითხველთათვის უინტერესო არ აღმოჩნდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.