ჰო ავიწყდები...ვწუხვარ
ჰო დრო გადის და ყველას ავიწყდები...მკვდარიც კი არ ხარ ამ დროს...უბრალოდ ავიწყდები და მორჩა. შენ კი სიამაყე არ გაძლევს უფლებას გადადგა პირველი ნაბიჯი....ნაბიჯი ერთი...ორი,სამი...თუმცა ვერ დგამ ამ ნაბიჯებს...გინდა და ვერ დგამ!უბრალოდ ზიხარ და უყურებ კედელს სადაც ან საათია ან სურათი ან კი ფანჯარაა რომლის მიღმაც ქალაქია,ან სოფელი...ან იქნებ ტყე...ან იქნებ კუბო...შენ ხომ ყველასთვის მკვდარი ხარ. არ ახსოვხარ,აი ასე კიდიხარ ფეხებზე,სიყვარული სიძულვილია ამ დროს შენთვის...სიცოცხლე კი სიკვდილი. მათთვის?მათვის არ ვიცი რაა... მე ძირ გამომპალ იატაკზე მძინავს ყოველ ღამ... ასე უაზროდ,გავწვები და სველ,ნესტიან კედლებს ვუცქერ, პანიკა მიპყრობს.. ხმები მესმის თითქოს, ყოველგან... მესმის ჩურჩულით წარმოთქმული "ღმერთს შეევედრე"... მე დავიკარგე...დავიკარგე მათთვის,ან მოვკვდი...მხოლოდ ლოცვის უნარიღა შემრჩა და ღმერთს ვევედრები რომ "შეუნდე უფალო ყველა ცოდვილს რამე თუ მათ არ იციან რას სჩადიან"...ყოველ ღამე ტირილით ვლოცულობ მერე კი მთვარის შუქი რომელიც კედელს ანათებს და თითქოს რაღაც უცნაურ ფიგურებს ქმნის იმათ ვუცქერ...მზერა გადაღლილი,სიჩუმე იმდენად შევიჩვიე ყველა ხმა მესმის ოთახში...მესმის კედლის ერთ გამომპალ კუთხეში როგორ აბამს ობობა ქსელს,მესმის როგორ დაღოღავს პატარა ჭიაყელა დამტვერილ ნიჟარაში დამტვერილ ჭურჭლებზე...თვალები სიბნელეში მხოლოდ ლაქებს ხედავს...სუნთქვა გახშირებული ვუსმენ რადიოს ხმას რომელიც სადღაც შორი სახლიდან მოდის...მე მკვდარი ვარ და ყველაფერი მესმის...მე მკვდარი ვარ...მამაო ჩვენო...ცაში მინდა...რომელი ხარ ცათა შინა,წმინდა იყოს სახელი შენი...ჩემი ნება რომ იყოს სიყვარულს ავაფეთქებდი...იყოს ნება შენი,ვითარცა ცათა შინა,ეგრეცა ქვეყანასა ზედა...მშია...მოგვეც პური დღეს ჩვენ და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებთა ჩვენთა,უფალო მაპატიე,გთხოვ მაპატიე ჩემი ცოდვები...ვითარცა მათ ჩვენთა...არ მინდა გაფრენა,ფრთები არ მინდა,მე გიჟი არ ვარ...და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა...გთხოვ,დამიცავი ყოველი ბოროტებისგან...არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან,ამინ... მე მუნჯი ვარ...ჩემი შვილიშვილიც მუნჯი იქნებოდა...სულით მუნჯი...მემკვიდრეობით გახმოგვეცემა სულით სიმუნჯე...სიყვარულის ვერ გამოხატვა...მე გიჟი არ ვარ,რა არის უცნაური იმაში რომ,ხადავ შენს საყვარელ ადამიანს რომელიც მკვდარია...გარდაიცვალა!დამტოვა და დამასევდიანა!არ მომცა უფლება ბედნიერების და არ მომცა უფლება გამეღიმა...მე არ მინდოდა!არ მეღიმება...მუნჯი ვარ...არ ვარ ბედნიერი...მაგრამ მე ყველა მახსოვს...ყველა...მაპატიეთ რომ,არ ვარ კარგი და იდეალური...მე ხომ ერთი ჭიანჭველაც არ ვარ კოსმოსში...მაპატიეთ...ვწუხვარ რომ არ ვარ ანგელოზი...ვწუხვარ...ვწუხვარ რომ გძულვართ...მე მხოლოდ ტირილი შემიძლია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.