შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი აქვს სასწაული.


10-03-2017, 20:08
ავტორი Ta-Ta
ნანახია 1 760

ქარი ქროდა... მარტის ქარი...
გოგონა კი მშვიდად და აუღელვებლად მიაბიჯებდა ტროტუარზე. მაღაზიის ვიტრინებისკენ იხედებოდა და სახე მოტირალი გოგონასთვის მიეპყრო, რომელსაც პარიკმახერის მაკრატელი შიშს ჰგვრიდა. სასიამოვნოდ დაღლილი სახე ჰქონდა...
იცით როგორი?
შენს საყვარელ ადამიანს რომ შოკოლადის ტორტს გამოუცხობ და ნასიამოვნები, თუმცა დაღლილი მიესვენები იქვე მდგარ სავარძელზე.
ნაცრისფერი ჟაკეტი, ნაცრისფერი ‘’ საროჩკა’’ და ნაცრისფერი ელასტიკი ეცვა,
ეს უკანასკნელი ელასტიკზე მეტად, კლასიკურ შარვალს უფრო ჰგავდა...
ხელში ტელეფონი ეკავა და ჯიბის უქონლობის გამო ჟაკეტის სახელოში ნახევრად ჰქონდა ჩამალული...
თმა ცხენის კუდად შეეკრა, თუმცა ქარის გამო სახეზე ედებოდა.
ქარის გამო ხუჭავდა თვალებს და პროფილით ეჩეხებოდა მისკენ მომავალ მტვერს.
საშუალო სიმაღლის და გამხდარი გახლდათ.
თმა, თვალები და კანი ღია ყავისფერი გახლდათ.
მის კანს რუჯი კვლავ ეტყობოდა.
პატარა ცხვირი, საშუალო ზომის თვალები და ასევე საშუალო ზომის ტუჩები ჰქონდა.
არანაირად არ ჰქონია გახეთქვამდე გაბერილი ტუჩები. სადღაც, შუაში...
მტირალა გოგონას ყურებისას გაეღიმა, გაეცინა...
ოჰო, ღიმილი ჰქონდა სასწაული.
ის საშუალო ზომის ტუჩები სადღაც გაქრა.. თეთრი, ქათქათა კბილები გამოუჩნდა და სასიამოვნოდ დაეჩვრიტა ცალი ლოყა..
თვალები?
თვალები ჰქონდა ცალკე სასწაული..
ღია ყავისფერი - თაფლისფერი თვალები ჰქონდა.
აკვირდები და გეშინია...
გეშინია არ ჩაიძირო...
ამ თვალებმა არ ჩაგყლაპონ...
საშინლად ღრმა თვალები აქვს.
ისე უხდება... უხხ..
გიჟდება მუსიკაზე, თუმცა ახლა არ უსმენს. ყურსასმენები სახლში დატოვა.
ჰო.. დატოვა.
დედამ სთხოვა.. არ გეგონოთ ‘’დედას გოგოა’’.
უბრალოდ მშობლებს პატივს სცემს და იცის, მას რომ რამე დაემართოს ვერ გადაიტანენ.
ამიტომაც ხელი აიღო ქუჩაში მუსიკის მოსმენაზე.
ზურგზე ნაცრისფერ-შავი ჩანთა ჰკიდია და თამამად მიაბიჯებს ქუჩაში. იქვე მდგარ ბიჭების გუნდს ასევე თამამად ჩაუარა გვერდით, თითქოს ვერ შეამჩნია.
რაღაცნაირი გოგოა. ძალიან ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული. სხვა ბავშვებივით არ ცდილობს უაზროდ განსხვავებული იყოს.
სწორედ ამიტომაა ასეთი განსაკუთრებული.
გარეგნულად ლამაზია.. ჩვეულებრივად ლამაზი, განსაკუთრებული აზროვნებით...
ჰო... აზროვნებით განსხვავებულია. ალბათ სწორედ ამიტომაა ასეთი კარგი და სასიამოვნო.



№1  offline წევრი choco

gagardzekebas velodebodi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent