შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცოდეთ მეგობრობის არსი


10-03-2017, 22:27
ავტორი deep
ნანახია 2 885

მეგობრობა.ამ სიტყვას ბევრნაირი განმარტება გააჩნია.ეს სიტყვა ბევრს ამბობს.ბევრს არ შეუძლია მეგობრობის გაწევა.არსებობს "პონტის"მეგობრები რომლებიც მხოლოდ იმიტომ გემეგობრებიან რომ ფული გაქვს ანდაც კაი ზმანზე ხარ.მადლობა ღმერთს მე ნამდვილი მეგობარი შემხვდა.დღემდე ვერ ვხვდები რით დავიმსახურე ის.ანგელოზია.ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები როგორ აღმოჩნდა მიწაზე სადაც ადამიანებმა ყველაფერი წაბილწეს,გაანადგურეს.მას აქ არაფერი ესაქმება.ის ზეცაში უნდა იყოს,მისნაირებთან მაგრამ არ მემეტება.მინდა რომ სულ ჩემთან იყოს და მიცინოდეს იმ სიცილით რომელიც ასე ძალიან მიყვარს.ბევრჯერ დამდგომია გაჭირვების ჟამს გვერდზე,თუმცა თვითონ სევდას არასდროს იმჩნევდა.ახლა რომ ვიხსენებ იმ დროს როცა დედა გარდამეცვალაკვლავ იმ ტკივილს განვიცდი რასაც მაშინ განვიცდიდი და რომ არა ის არვიცი რა დამემართებოდა.ყველანაირად მედგა გვერდში და მამხნევებდა.დარწმუნებული ვარ ისიც განიცდიდა,მასაც უყვარდა დედაჩემი და დედამისად მიაჩნდა,მაგრამ ჩემ გვერდით არ იმჩნევდა იმ ტკივილს.
ჩემგან განსხვავებით ის სულ იცინოდა.ერთმანეთის ანტიპოდები ვიყავით როგორც ხასიათით ისე გარეგნობითაც.მე შავგვრემანი და თაფლისფერთვალება ვიყავი ხასიათით კი ცინიკური და ამპარტავანი.ის კი ქერა და მწვანე თვალება იყო.გულთბილი და კეთილი,რომელიც მუდამ იცინოდა.მიუხედავად ასეთი განსსხვავებისა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო.
მას ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა.არც მე ვუჩიოდი მათ რაოდენობას მაგრამ მაინც შინაბერა დავრჩი ის კი გათხოვდა.როცა მოიტაცეს კინაღამ მოვკდი.ერთი კვირიის შემდეგ ჯვარდაწერილი დაბრუნა.ისე ძალიან გამიხარდა მისინახვა რომ დიდხანს,ძალიან დიდხანს ვეხუტებოდი.მთელი ერთი თვე მებოდიშებოდა ჩემ გარეშე რომ დაიწერა ჯვარი.ძლივს დავარწმუნე რომ მასზე არ ვბრაზობდი და რომ მისი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაც იყო.
ბავშვობაში ბევრი სასაცილო ისტორია გადაგვხდენია თავს,მაგრამ განსაკუთრებით მხოლოდ ერთი დამამახსოვრდა.ჩემ გამო მასწავლებელს დაუპირისპირდა.არავინ ელოდა მისგან ამ საქციელს.ის ხომ ყოველთვის კეთილი და თავაზიანი იყო.იმ დღეს კი მასწავლებელს ისე უხეშად ელაპარაკა რომ მეც გამიკვირდა.ჩემზე უხეში კლასში არავინ იყო,მან კი გადამწონა.იმ დღის შემდეგ იმ სკოლაში ფეხი არ დაგვიდგამს.
ერთმანეთი დებივვით გვიყვარდა და ერთმანეთის დასაცავაად ყველაფერს ვაკეთებდით.ერთი ტიროდა,მეორეც ტიროდა.ერთი იცინოდა,მეორეც იცინოდა.ერთნი ვიყავით.მასთონ რომ ვიყავი ისე არავისთან ვყოფილვარ.
წარმოიდგინეთ როცა მისი დაღუპვის შესახებ შევიტყვე რა დამემართა.ჩემი ნათელი წერტილი აღარ მყავდა.მხოლოდ ერთი რამის გამო ვიყავი ბედნიერი,რადგან ვიცოდი რომ ის და მმათქვენი იქ ბედნიერები იქნებოდნენ.
მის არ ყოფნას კი თქვენ მიმსუბუქებდით ჩემო კარგებო.ისე ძალიან გავდით დედათქვენს რომ ხანდახან თქვენი ყურება ტკივილს მაყენებდა.მე შვილები არ მყავდა ასე რომ თქვენ საკუთარივით მიყვარდით და ვზრუნავდი თქვენზე.
ამ წერილს თქვენთვის ვწერ ლამაზებო.მინდა რომ მიხვდეთ რა არის მეგობრობა.მთავარია თქვენი სულის მეორე ნახევარი იპოვოთ,როგორც მე მიპოვა დედათქვენმა.
მუდამ გახსოვდეთ დედატქვენი და მასზე მუნდამ იფიქრეთ.ძალიან უყვარდით.მეც ძალიან მიყვარხართ და იმედია ჩემი წასვლით ძალიან არ დაგწყვიტავთ გულს.იცოდეთ იქ მე ჩემს სულს გავაერთიანებ.
სიყვარულით თქვენი ანგელოზი.


იმედია საკმარისად კარგად ავხსენი და მიხვდით რისი თქმა მინდოდა ამ წერილით.გთხოვთ მითხარიტ რა არის თქვენთვის მეგობრობა?



№1  offline წევრი lost alien

ცრემლები მომადგა... ჩემი აზრით შენი სათქმელი არაჩვეულებრივად გქონდა გადმოცემული... ნებისმიერს დააფიქრებს ეს სიტყვები თავისთვის ძვირფას ადამიანებზე...მეგობრებზე... ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად დამაფიქრეს. უზომოდ მადლობელი ვარ განგების, რომ ასეთ ადამიანებთან შემახვედრა. ისინი რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. შეიძლება ხასიათებით, გემოვნებით, ან სხვა რამეთი განვსხვავდებოდეთ, მაგრამ მაინც, თითქოს ერთი მთლიანობა ვართ, ერთმანეთისთვის შექმნილები. შეიძლება, ერთმანეთთან ურთიერთობაში შეცდომებს ვუშვებთ, ვჩხუბობთ, ვტირით, ვტკენთ... მაგრამ ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ უერთმანეთოდ არ შეგვიძლია. ერთმანეთის დაკარგვას (უერთმანეთობას) ვერ გადავიტანთ. ჭირში ერთად უფრო ძლიერები ვართ, ლხინში - უფრო ბედნიერები. ერთმათენი დებივით გვიყვარს და ერთმანეთისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მეგობრობა

 


№2 სტუმარი adamiani

მეგობრობის შენებური გაგება გაქ რაც კარგია.
თბილი ჩანახატი იყო.
სხვათაშორის მე ვთვლი რომ მეგობრობა ყველაზე წმინდა რამაა ამ ქვეყანაზე რასაც ადამიანები ვბილწავთ.
როგორ შეგვიძლია ასე მოქცევა?
მეც რო ასეთი კარგი მეგობარ მყავდეს რა მიწირს.
სამწუხარო ისაა რომ არ ,ყავს.
კარგი მეგობარი ღვთისგან მოვლენილი ანგელოზია.ამაში გეთანხმები.
საოცრად სევდიანი,თბილი და კარგი ჩანახატი იყო.გავთბი.
ჩემი აზრით შენი სათქმელი მეგობრობაზე არაჩვეულებრივად გქონდა გადმოცემული.
კიდე დაწერე რამე ჩანახატი დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent