შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღიმება ვინმე?


11-03-2017, 14:49
ავტორი lost alien
ნანახია 1 499

ქუჩაში გამვლელებს დაკვირვებიხართ? მათ სახეებს? იღიმება ვინმე? იშვიათად, ხომ ასეა? ალბათ, ერთი ან ორი მათგანი. და რატომ არ იღიმებიან ადამიანები უჩაში სიარულისას? ერთი შეხედვით, პასუხი მარტივი ჩანს, მაგრამ აბა დაფიქრდით… მართალია, ყველას თავისი საფიქრალი ან სადარდებელი აქვს, ისინი სადღაც მიიჩქარიან, ვიღაცას ელაპარაკებიან, ტელეფონებში “იქექებიან”, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ ამ დანარჩენების განწყობა და ემოციები გადაეცემათ, მათ სახის გამომეტყველებას ხედავენ ყოველ ნაბიჯზე და ისნიც თავის და უნებურად დანარჩენებს ემსგავსებიან, თითქოს მათაც აწუხებდეთ რამე. შეგიმჩნევიათ, როცა რაღაც საინტერესო, მხიარული ან უბრალოდ სასაცილო ხდება შუა ქუჩაში, ზოგს დაუფარავად ეცინება ან, სულ მცირე, ეღიმება მაინც, ზოგი კი ისეთივე უემოციო ან სერრიოზული სახით ჩაივლის და ყურადღებასაც კი არ მიაქცევს. ასეთებზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი, მათში საკმაოდ ძნელია რაიმე დადებითი ემოციის გამოწვევა, რადგან მართლაც რაღაც აწუხებთ (ნუ ან უბრალოდ ასეთი უჟმურები არიან მთელი ცხოვრება). მაგრამ რჩებიან ისინი, ვისაც ცხოვრებაში თუ არა, ყოველდღიურობაში მაინც აკლიათ პოზიტივი, კარგი ემოციები, სასიამოვნო მოულოდნელობები. ნუთუ არც ერთ თქვენთაგანს არ ესიამოვნებოდა, ქუჩაში უხასიათოდ მიმავალს ეუცრად რომ თქვენთვის ვინმეს გაეღიმა სრულიად უმიზეზოდ, უბრალოდ პოზიტივის გასაზიარებლად? ერთმა ადამიანმა მასწავლა, რომ ღიმილი გადამდებია… ასე რომ, იქნებ თქვენც გაიღიმოთ და გაუფერადოთ ამ უწყინარი ჟესტით ვინმეს დღე. მერე რა, თუ ზოგი უცნაურად შემოგხედავთ? ნუთუ ეს უნდა გადარდებდეთ? ვერ მიგიხვდნენ? დიდი ამბავი! სამაგიეროდ ვიღაცას ხომ ესიამოვნება! გაუღიმეთ გამვლელებს! არამგონია გიჟი ეგონოთ, ისინი უბრალოდ ჩათვლიან, რომ კარგ ხასიათზე ხართ ან რაღაც გიხარიათ. რა იცით, იქნებ მათაც გაგიღიმონ? ან, იქნებ სწორედ ამ ერთი გულწრფელი ღიმილის დანახვა სჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად? გაიღიმეთ! რას კარგავთ?! ვინმესთან ერთად ხართ? ისინიც გააღიმეთ! ღიმილი ხომ ყველას უხდება! გულწრფელი ღიმილის გაზიარება უცნობი ადამიანებისთვის და საპასუხოდ მათგან სითბოს შეგრძნობა - ეს არის სიკეთე სხვებისთვის და ბედნიერების წამები თქვენთვის…


პ.ს თავდაპირველად, ეს იყო პატარა წერილი, დაწერილი “ქარის მოტანილი წერილების” დღისთვის (რომელიც ჩემდა სასიხარულოდ იპოვეს, თანაც საკმაოდ უცნაურად, წაიკითხეს და გამოეხმაურნენ კიდეც). აქ დადებული ვარიანტი ცოტათი განსხვავდება თავდაპირველისგან და ეძღვნება hella-ს, რომელსაც ასევე ადარდებს ეს საკითხი

პ.პ.ს ხალხო, გაიღიმეთ. თუ რაღაც გაწუხებთ, ნუ დაანახვებთ ამას სხვებს. რა საჭიროა? დაე ეგონოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა და ბედნიერი ხართ. იყავით ძლიერები. იყავით პოზიტიურები და გაუზიარეთ იგი სხვებს. მუდამ უხასიათო და საკუთარ პრობლემებზე მოწუწუნე ადამიანი არავის მოსწონს და არავის ეხალისება მასთან ერთად ყოფნა. გაიღიმეთ, მოგეშვებათ...



№1  offline მოდერი bla.ell

Dzalian sayvareli chanaxati iyo yochag genacvaleheart_eyesmartalic xar mudam tavis problemebze mosaubre adamiani verc verafers miagwevs da verc axal urtiertobebs wamoiwyebs...kissing_heartbravo ❤❤❤

Kargi siaxle atvisrte saintereso da pozitiuric:**

 


№2  offline წევრი lost alien

bla.ell
Dzalian sayvareli chanaxati iyo yochag genacvaleheart_eyesmartalic xar mudam tavis problemebze mosaubre adamiani verc verafers miagwevs da verc axal urtiertobebs wamoiwyebs...kissing_heartbravo ❤❤❤

Kargi siaxle atvisrte saintereso da pozitiuric:**

დიდი დიდი მადლობა სიხარულო heart_eyes kissing_heart ძალიან გამიხარდა ❤❤❤

 


№3  offline წევრი deep

პირადად მე ქუჩაში სულ ვიღმი და იცით ამით რას ვიღებ?ხალხის გაოცებულ მზერას,ალბათ ფიქრობენ რომ არვარ დაწყობილი რადგან სულ ყოველთვის სულელივით ვიღიმი.

 


№4  offline წევრი lost alien

hella
ირინა, ჩემო ძვირფასო ყოჩახ! ძალიან კარგია... ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ სხვებ რომ ღიმილი ღირებულია და ის აუცილებელია:) უღრმესი მადლობა რომ ეს ჩანახატი მე მომიძღვენი და ამის ღირსი გამხადე მადლობა შენ:):* თბილო ტკბილო საყვარელო განაგრძე წერა:*:)

შენც ასევე უღრმესი მადლობა ჩემო კარგო :* და იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ ამის დაწერისკენ და ამაზე დაფიქრებისკენ მიბიძგე :*

deep
პირადად მე ქუჩაში სულ ვიღმი და იცით ამით რას ვიღებ?ხალხის გაოცებულ მზერას,ალბათ ფიქრობენ რომ არვარ დაწყობილი რადგან სულ ყოველთვის სულელივით ვიღიმი.

მეც ზუსტად იგივე რეაქციას მაგებებენ, მაგრამ ზოგს მართლაც ეღიმება ხოლმე საპასუხოდ
თან მთავარი სი ი არაა რას იფიქრებენ მთავარია რომ მათ შენს პოზიტივს უზიარებ შეიძლება ამას ვერც მიხვდნენ მააგრამ საქმე მაინც გაკეთებული იქნება და ოდესმე შედეგსაც გამოიღებს აუცილებლად

 


№5  offline წევრი L LI

ლამაზი ჩანახატია heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი lost alien

L LI
ლამაზი ჩანახატია heart_eyes heart_eyes

მადლობა ჩემო კარგო heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent