მენატრები!
იცი ადრე უფრო მენატრებოდი, მიჩვეული ვიყავი და უშენოდ თავს ცუდად ვგრძნობდი, ალბათ სისულელეა, მაგრამ შენ შეიძლება ვერც ხვდებოდე, გგონია რადგან არაფერს ვამბობ, უგრძნობი და უგულო ვარ. იქნებ, არ გიცდია წარმოდგენა როგორ ვარ, ალბათ არც ეცდები, სურვილი თუ გექნება ისიც არ ვიცი. მენატრებოდი და ეხლაც მენატრები, ოღონდ უფრო ნაკლებად... ეს კი შენი ბრალია, შენ გააკეთე ყველაფერი იმისათვის რომ გადამეყვარებინე, ალბათ გამოგივიდა,მაგრამ იცი რა?მე ძლიერი ვარ, უშენოდაც კარგად ვიქნები... ალბათ... ვერ მოვასწარი... ვერ მოვასწარი ბევრი რამის თქმა, ნეტავ შემეძლოს, რამდენ რამეს გეტყოდი, მოგიყვებოდი, მაგრამ შენ, შენ აღარ ხარ აქ და მეც ვერავის მოვუყვები იმას, თუ რამდენად შეგეჩვიე, რამდენად მენატრები და რამდენად დიდი ფასი აქვს შენთან გატარებულ წამებს. შეიძლება მომავალში შემთხვევით შევხვდეთ, მგონია რომ გაბრაზებული ჩაგივლი და არაფერს გეტყვი, ვერაფერს, შენ კი არ ვიცი, ალბათ რამის თქმას ეცდები,მაგრამ უშედეგოდ, არ მოგისმენ... სინამდვილეში კი, მე შენი დანახვისთანავე დავიბნევი, ზუსტად ვიცი, არ ჩაგივლი როგორც უცნობს, როგორც ჩვეულებრივს, თუმცა არ ვიცი რას გეტყვი, თუ საერთოდ გეტყვი. შენ კი... არ ვიცი რას იფიქრებ ჩემი დანახვისას, გაგიხარდება, გაგიკვირდება, მიხვდები რომ შევიცვალე, ინანებ რომ დამკარგე, იგრძნობ რომ გენატრები, არ ვიცი.... იცი შენ რომ მომატყუე მეწყინა, ძალიან მეწყინა, მაგრამ არ შემეძლო შენთან სამუდამოდ დაშორება, არც შენ შეგიძლია, ამიტომაა ყოველი ჩხუბის შემდეგ, თითქოს არაფერი, ისე რომ ამბობ რაიმეს, სხვა თემაზე. იცი ყოველი ჩხუბისას მეგონა მორჩა ვშორდებით და ალბათ სამუდამოდ თქო, მაგრამ მაინც სულ ვრიგდებოდით, ახლაც იგივეს ვგრძნობ, თუმცა როგორც ყოველთვის, მგონია რომ არ შევრიგდებით... იქნებ იმედი უნდა მქონდეს... მაგრამ იმედი ბოლოს ქრებაო ამბობენ :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.