შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Silence


22-03-2017, 01:44
ავტორი მარიამო))))
ნანახია 1 563

სადღაც გზა აუცილებლად უნდა იყოს, გზა, რომელიც შორს წაგიყვანს და გამოგზაურებს.
მაგრამ სადაა ეს გზა?!
ჩემი გზა შორსა..
წარმოიდგინეთ დგახართ დიდ, უზარმაზარ კლდესთან და სადაცაა გაფრინდებით...
ხუჭავთ თვალებს და აი, თქვენ უკვე მიფრინავთ და ეშვებით ფიქრის უსასრულო მორევში.
იხსენებთ ძველ დროს, მეგობრებს, სიყვარულს...
ფიქრობთ დიდ, ლამაზ, ფერად მომავალზე...
ფიქრობთ ამ უსაშველოდ პატარა, მაგრამ საინტერესო სამყაროზე...
რა არის არა ეს ცხოვრება?
ხან ცოცხლდები და ხანაც - კვდები.
ეს ცხოვრებაა, რთული და დაძაბული ცხოვრება, რომელიც აღსავსეა ტკივილით, ცრემლებით, დრამით..
მაგრამ ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად საინტერესოა.
ცხოვრება.. ფერადი ხანაც - შავ-თეთრი.
დრო მიდის, დრო მიდის მაგრამ ეს ვის ახსოვს? არადა უნდა ვიმეოროთ უსასრულოდ: დრო, დრო, დრო...
არ უნდა დავკარგოთ დრო!
ხშირად უნდა გავიღიმოთ, ბევრი უნდა ვიცინოთ და ბევრჯერ უნდა ვთქვათ სიტყვა, რომელიც ადამიანს მთებს გადაადგმევინებს, მოკლავს და თანაც გააცოცხლებს, სიტყვა,რომელიც პირველია სიტყვათა შორის "მიყვარხარ".
დრო არ უნდა დავკარგოთ მტრობაში, შურისძიებაში..
წამიერად უნდა დახუჭო თვალი ადამმიანმა და ქარს გაყვე, შორს, ძალიან შორს...
უნდა იფიქრო ადამიანმმა მხოლოდ ბედნიერებაზე, სიხარულზე და მეტზე არაფერზე!
უნდა იფიქრო ადამიანნმა, თუ რა ლამაზია სამყარო! რა მშვენიერია! რა თვალწარმტაცია!
ცხოვრება ეს წიგნია, რომელსაც წერ მხოლოდ შენ!
ცხოვრება ერთადერთი შანსია, რომ დატოვო შენი სახელი, ერთადერთი შანსი!
ეს შანსი კი ადამიანმა არ უნდა დაკარგო ფუჭად.
ცხოვრებაში ერთხელ იბადები, ერთხელ ხარ ახალგაზრდა და ერთხელვე ბერდები, შენი სიცოცხლის ყოველი ეტაპი საინტერესო უნდა გახადო, ისეთი საინტერესო, რომ მერე, წლების მერე, როცა სიკვდილის დრო მოგივა კაცს არ იფიქრო დრო რა შეუფერებლად დამიხარჯავსო.
ჰო, ეს ცხოვრებაა, ხან ფეხი დაგიცდება, ხან კი უეცრად მწვერვალებს დაიპყრობ, მთავარია იქიდან არ ჩამოვარდე, თორემ წამოდგომა ყოველთვის შეიძლება.
ყოველთვის იქნება წარმატება და ყოველთვის იქნება წარუმატებლობა, მთავარია არ დანებდე და მიზნის მისაღჭევად ძალა არ დაიშურო. შენი ძალის მაქსიმუმი უნდა დადო და ახალი გზების დასაპყრობად იბრძოლო.
რწმენა არ უნდა დაკარგო ადამიანმა და ხვალინდელი დღის, ადამიანის სიკეთის და სიყვარულის უნდა გწამდეს.
ტკივილიც უნდა აიტანო ადამიანმა და თუ საჭირო იქნება ჭრილობაზე მარილიც უნდა დაიყარო კაცმა ტკივილი, რომ მკვეთრად შეიგრძნო.
კაცმა ხანდახან შეცდომაც უნდა დაუშვა და უნდა იწვნიოც კიდე მეტი შეცდომა, რომ აღარ გაბედო ამ ცხოვრების გზებზე.
ხანდახან იმდენი უნდა იტირო ბალიში უნდა დაასველო, ზღვას დამესგავსო, რადგან სიხარულის ცრემლები დააფასო.
ერთხელ საყვარელი ადამიანიც უნდა დაკარგო, შემდეგ ყველას ალმასებივით, რომ მოუფრთხილდე.
ქვიშიან გზაზეც უნდა გაგორდე და მუხლებიც უნდა გადაიხეხო, რადგან შემდეგ მხოლოდ სწორი გზები შეარჩიო.
ტყუილიც უნდა თქვა და საზღაურიც უნდა მიიღო მერე ენას სიმართლის გარდა პირზე, რომ არაფერი დაადგეს.
უნდა გიღალატონ კიდეც და უნდა წავიდნენ კიდეც, რათა გულის მწარე ტკივილი იგრძნოთ, ამის მერე ღალატს ჰომ აღარც კი ახსენებთ.
შავებიც უნდა ჩაიცვათ, სინათლის ფასი, რომ ისწავლოთ.
ყინვასაც უნდა გაუძლოთ, მზის სხივების მოლოდინში.
ღამეც უნდა გაათენოთ დღე, რომ დააფასოთ და დღეც უნდა იძინოთ, ღამის ვარსკვლავები, რომ დააფასოთ.
ცხოვრებაში გამოცდები შეგხვდებათ, ბევრს ვერ გადალახავთ, თუმცა დიდ გამოცდილებას მიიღებთ. მთავარია ბრძოლა! ბრძოლა სიცოცხლისთვის და ბრძოლა მომავლისთვის! ბრძოლა ლაღი ცხოვრებისთვის და ბევრი სიცილისთვის!
ესაა ცხოვრებაა, ზოგისთვის - მოკლე, ზოგისთვისაც კი დაუსრულებელი მოგზაურობა!
დააფასეთ დრო, მეგობრები, ოჯახი, სიყვარული და რაც კი ძვირფასი გაგაჩნიათ, მთავარია არ დანებდეთ და იბრძოლოთ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent