ფეხშიშველამ გავიარე კალიების მდელო
მადლობ იმისთვის,რომ არსებობ ცოტათი ჩემთვის... იმისთვისაც,რომ მაპოვნინე უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩემივე თავი კარგი ადამიანი ვყოფილვარ თურმე(ან არც ისე ცუდი,როგორც მეგონა) მადლობა შენ ჩემიანო, ბევრი დარდისთვის,სიხარულისთვის, ემოციისთვის,ცამდე გრძნობისთვის და დევის ხელა მონატრებისთვის. მადლობა ჩემო მეგობარო,ცოტათი მეტო... რადგან...მეგობრები არ დაყავთ ასე მთელი დღე ყველგან ,სადაც წავლენ... მაპატიე,რომ დაუკითხავად მოვედი შენთან და დავრჩი ისე,არც კი ვიფიქრე იქნებ ზედმეტი ვიყავი შენთვის, როგორც აპრილში მოსული თოვლი. მაპატიე,რომ ვიცხოვრე შენი საათებით,დღეებით,წლებით მაპატიე,რომ შენი ტკივილი მტკივა და მენანები ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის... მაპატიე,რომ მოვედი გვიან, რომ ნებისყოფა მხოლოდ იმისთვისღა მყოფნის საკუთარ თავს რომ არ ვუღალატო, მეგობრებისთვის არასოდეს მიღალატია. მაპატიე,რომ დღემდე შენთვის საიდუმლოება ვარ. მაპატიე რწმენა,რომელიც ჩემამდე გქონდა... ჩემს მერეც მოვა... მაპატიე,რომ ოცნებებით არ დავიღალე, რომ შეცდომებზე ვერასდროს ვსწავლობ. მაპატიე,რომ მახსოვს შენი დაბადების დღე. მინდა იისფერ ნაკვალევს ვტოვებდე ასეთ ნაცრისფერ სამყაროში, ნეტავ ამისთვის თუ უნდა გთხოვო პატიება? მაპატიე,რომ ხსოვნა უძირო ჭასავითაა, ის ვარსკვლავები მაპატიე,გორგოლაჭებს რომ აღარ გვანან. მაპატიე,რომ სრულ სიმშვიდემდე რაღაც რჩება,ეს რაღაც მიზიდავს უჩვეულო ძალით... მაპატიე,რომ ოდესმე-ს ვამბობ ყველაზე ხშირად, მაპატიე,რომ ბედნიერება დაშრეტილი ენერგიის აბივითაა. მაპატიე,რომ მეშინია შენი დაკარგვის... მიყვარხარ თბილო და ამის გამო არასოდეს გთხოვ პატიებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.