შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსული


24-03-2017, 13:48
ავტორი მაშო მაშო
ნანახია 1 392

ისევ დამაგვიანდა, ისევ ვერ მისვუსწარი დღის სინათლეს და თითქოს მდარაჯობდაო, გზაში შემომხვდა მისი უდიდებულესობა ღამე.
–ოჰ, ქალბატონო, როგორ ხარ, რა იყო დაიღალე? რას ჩამოგტირის სახე? მაგრამ აბა ერთი კარგად შემოგხედო, ჰმ, დღეს გაგიღიმია როგორც ჩანს, ღიმილის კვალი შეგრჩენია ტუჩის კუთხესთან.... ის იყო? მაგრამ ის ხომ ღამით მოდის ხოლმე???? დღის შუქზე მოვიდა? ესეც ახალი ამბავიიი, აბა მომიყევი.
–როგორ ვარ არ მეტყობა? ჩვეულებრივად ვარ, რა კითხვები მომაყარე? ისიც კარგად იცი შენს დანახვაზე, კარგ ხასიათზეც რომ ვიყო ვბრაზდები, იცი რომ ვერ გიტან, არავინ არ ყოფილა, არ მოსულა, რატომ გამეღიმა მეც არ ვიცი, გამეღიმა რა მოხდა?????
–არაფერიც არ მოხდა, უნდა გაიღიმო მერე რა, თან შენ ღიმილი გიხდება
–...................
–ხო კიდევ საჭირო არ არის ყოველ ნახვაზე მიმეორო რომ ვერ მიტან, რით ვერ მომეჩვიე? არადა დილოგი ყოველთვის მწვავე თუმცა საინტერესო გამოგვდის, შენ არ გიყვარვარ, მე მიყვარხარ...... ვიცი რის გამოც ვერ მიტან, ვიცი, ის ხომ როცა ღამდება მაშინ მოდის, მაშინ ახსენდები....
–ჰო, მხოლოდ როცა ღამდება, მოდის, მთელ ღამეს ნერვებს მიშლის, მოსვენებას არ მაძლევს და მერე გამთენიისას მიდის, ვითომც არ ყოფილა, ამ ყველაფრით დავიღალე....
–მოდი თავი დაანებე, თავისი გზით გაუშვი, გააგდე, უბრალოდ გააგდე!!!!!
–მიყვარს, მიყვარს გესმის, მიყვარს, ისე მიყვარს რომ ზოგჯერ ჰაერი არ მყოფნის რომ ვისუნთქო, ზოგჯერ სივრცე არ მყოფნის, არც ფიქრი არ მყოფნის, ყველგან ყველგან ის არის, ყველა სუნთქვაში ის არის, სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან ის არის...... ზოგჯერ ისე ვარ მეც მინდა გავაგდო, თავიდან მოვიშორო მაგრამ ფიქრის დამთავრებას ვერ ვასწრებ რომ მე ის მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს!!!!!!!!!!!!!!!!
–ჰოოოო, მორჩი ყვირილს, გიყვარს, გიყვარს არა ტოროლა კიდევ, იმას უყვარხარ???????
–არასოდეს უთქვამს :((((((((((
–მერე????? რას დაგიღია პირი მიყვარს მიყვარსო??????
–არ ვიცი, მგონია რომ მასაც ვუყვარვარ..... იცი ზოგჯერ სიტყვები ხომ არ არის აუცილებელი....
–საქციელით ხომ, რას ამბობ, გახრჩობს :))))))))))))))))))
–მე ის მიყვარს, ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი სიყვარულით მიყვარს, იცი მისთვის ფიქრშიც კი არასოდეს მიღალატია, იცი რომ მისთვის თავს გავწირავ, სიცოცხლისთვის ჩემს გულს მივცემ.......... მიყვარს ისე რომ მისგან არაფერს ვითხოვ, არაფერი მინდა მისგან, ერთი შემოხედვაც არ მინდა, ისიც საკმარისია ჩემთვის რომ მე მას ვხედავ თუნდაც სიზმარში.....
–როგორ მებრალები, ერთხელაც ვერ იყავი ცხოვრებაში ბედნიერი, მოდი ჩემთან, მოდი ჩაგეხუტო შე საბრალო, რამდენი წელია მე და შენ დავმეგობრდით?
–ათი წელი გახდება მალე......... :(((((((((((((
–ეს პატარა დრო არ არის, ათი წელია გიყურებ ყოველ საღამოს როგორი ფრთებმოკეცილი ბეღურასავით ხარ.... ჩემო ლამაზო..... აღარ იტირო, გეყო, გეყო ეს ოხერი ცრემლები, გთხოვ, მიეჩვევი, ყველაფერს მიეჩვევი, ერთ ღამესაც ის აღარ მოვა და დაისვენებ, სულს მოასვენებ და იქნებ ნამდვილი გაზაფხული შენთვისაც დადგეს? აი ასე შეხედე ცხოვრებას რომ ერთხელაც გაზაფხული მოვა, სხვა მოუშვი შენს გულამდე, სხვა, ვინც საქციელითაც და სიტყვითაც დაგიმტკიცებს რომ უყვარხარ, მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ, დამიჯერე ასეთი არსებობს.......
–რა? კარგი რა, ამდენი დრო გავიდა, მეც დავიღალე, კიბო ჭამს ჩემს ტვინსაც და სხეულსაც.... რაღა დროსია, დავიღალე, იცი რა დამრჩა ოცნებად?
–მითხარი.
–ერთი ისეთი დაღამება მინდა, რომ დავწვები და მაშინვე დამეძინება, სული რომ არ მეტკინება ათას პრობლემაზე ფიქრით და იმაზე როგორ მიჭირს უიმისოდ....
–მერე მე? მიმატოვებ?
–არააა, გამოსამშვიდობებელ ღამეს მოგიწყობ....... ჰა ჰა ჰა ჰააააა, რა კარგად გამომივიდა....
–როგორ მიყვარს რომ იცინი, მაგრამ უკეთესი იქნება მეზობლებს თუ არ გააღვიძებ, ოთხი საათია ღამის...
–და შენი წასვლის დროც მოდის ხომ? შავო რაინდო :))))))
–რა იყო, მოგეძალა იუმორი? ისეც აქ არ მოვალ? შემოგხვევს ეს რაინდი, ძლიერ შავ ხელებს და აღარ გაგიშვებს..
–შენ ახლა არშიყობაც ნუ დამიწყე...
–ნუ იცინი, მაგრამ არა, გიხდება სიცილი, ისე გიხდება როგორც არავის.....
–იქით გაიხედე, მთის გადაღმა ცას ფერი ეცვლება და შენც როგორ პატარავდები, დამშვიდობების დროა.... იქნებ ცოტა ძილი მოვასწრო....
–არა ჯერ მითხარი ცოტათი მაინც არ გიყვარვარ? როგორც ერთგული, გულისხმიერი მსმენელი და მრჩეველი....
–არა, არ მიყვარხარ, იცი რატო? რამდენჯერაც მასთან კოცნა გაგატანე, ერთხელ არ გადაეცი....
–არა გადავეცი, ყველა ვარსკვლავს გეფიცები გადავეცი.... ჰკითხე თუ გინდა.....
–ნეტავ რატომ არ მითხრა..... ეეეე, მოიცადე სად წახვედი, ერთი წამით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent