შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი ხარ


27-03-2017, 11:11
ავტორი უცნობი13
ნანახია 1 423

თავისუფალი ხარ..
გრძნობებად..
ფიქრებად..
ფერებად..
სისხლად დამიდიხარ ვენებში..
არტერიებს კეტავ და გულთან
ახლოს ჩერდები..
სუნთქვაშეკრული თოვლიან ქუჩებს ვუყურებ..
ჩამქრალ ლამპიონს ვგრძნობ..
არ უნდა გათენდეს..
არ უნდა გათენდეს..
არ..

....

თავისუფალი ხარ..
მუსიკის ნოტებს ვხევ და
კუთხეში სტრიქონებად ვაწყობ..
უაზრობაა ყველაფერი..
მარტოობა...
ძველი კედლები..
ჩემი აივანი..
ისევ აივანზე ვარ..
ისევ თხლად მაცვია..
ისევ..
სიგარეტის კვამლს
სიცივის ორთქლში ვურევ..
და..
გემსგავსები..

...

შენ..
ალბათ ნერვებმოშლილი..
ამღვრეული თვალებით
მეხსიერებიდან ჩემეულ
ფრაგმენტებს შლი..
მაქრობ..

....

შენ არასდროს გესმოდა ჩემი ხასიათის..
მელანქონიური ღიმილის..
გაყინული ხელების..
არასდროს გიცდია
ნაბიჯების გადმოდგმა..
ნაკუწების გამთელება..
მანძილის შემცირება..
გრძნობების..
ერთმანეთის ემოციების
გაფრთხილება..
გამქრალი სხივების მოძებნა..

...

თავისუფალი ხარ..
უკვე მემილიონედ ვყვირი
და ყავის ფინჯანს
აივნიდან ვაგდებ..
კარგად მესმის
მტვრევის ხმა.
ჩემს ხმის სტილსაც უჩნდება
ბზარები..

....

თოვს..

ქალაქს ისევ უშენობის ფერი აქვს..
სიცარიელის სუნი აქვს ყველაფერს..
ძალიან მჭირდება რომ ჩაგეხუტო..

...

მაგრამ მაინც..
სისულელეა ყველაფერი..
სუნთქვა..
ამინდი..
ემოციები..

...

გაყინულ თითებს
უშენობას ვუთმობ..
ისევ თხლად მაცვია..
ისევ აირია ყველაფერი..

....

თავისუფალი ხარ..

ბარ ბარე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent