შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტკივა შენი მონატრება!


27-03-2017, 20:41
ავტორი patala
ნანახია 2 674

დღეს არ ვიცი რატომ მაგრამ დილიდან ფიქრები მომეძალა, უაზროდ ბევრს ვფიქრობ ჩემს ყოფილ შეყვარებულზე რომელიც დღემდე სულის ტკივილამდე მიყვარს…. 10 თვიანი განშორების შემდეგ ისევ ძველებურად მიყვარს ან უფრო მეტადაც, რადგან ამ სიყვარულს უკვე მწარე მონატრებაც ემატება და ეს მონატრება ყველაზე საშინელი გრძნობა. როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ითმენ ყველასთან, ითმენ უკვე მეგობრებთანაც. მალავ შენს ტკივილს, მაგრამ დღეს რაღაც სასწაულია ხდება და ასე უბრალდ აღარ ვერიდები მასზე საუბარს. ჩემს ორ მეგობარს ვუყვები ამ ტკივილის შესახებ, თუ როგორ მტკივა მისი მონატრებით გაჟღენთილი სიყვარული..... როგორ მტკივა ის ორი წელი, როცა ჩემთვის ჩუმად მიყვარდა... მიყვარდა გაცნობის დღიდან, სასაცილოა ზუსტად გაცნობის დღეს ვიგრძენი, რომ უკვე მიყვარდა. თუმცა სასწაულებრივად შევძელი და ეს გრძნობა ორი წელი ვატარე გულით ისე, რომ არავის გაუმხილე.... ორიწლის შემდეგ კი ახალი ათვლა იწყება. სიყვარულის ახსნიდან სამი წლი გავიდა.... მთელი სამი წელი ვეტრფოდით ერთმანეთს. მიყვარდა? ამას სიყვარულიც აღარ ერქვა, ეს იყო სასწაული გრძნობა სასწაულთა შორის... მიყვარდა ღმერთამდე... მიყვარდა უპირობოდ.... მიყვარდა აუხსნელად, აუწერლად... მიყვარდა სულის ტკივილამდე... სულის კივილამდე.... და ეს ყველაფერი წარსულში კი არა, დღემდეც ასე მიყვარს ან ამაზე მეტადაც თქო, ვთქვი უკვე. უბრალოდ სიტყვები აღარ მყოფნის აღვწერო ის გრძნობა რასაც განვიცდი ... და 3 წლის შემდეგ კიდევ ახალი ეტაპი, როცა უკვე "ჩვენ" აღარ არსებობს და რჩება მხოლოდ "მე" და "შენ"... დამთავრდა ყველაფერი..... დამთავრდა სიყვარულის ლამაზი ისტორია.... წავიდა ის და წაიღო ყველაფერი რაც კი გამაჩნდა სიცოცხლისთვის ღირებული!...დამტოვა მე სრულიად მარტო, რომ მეარსება მეარსება! მეარსება ტკივილისთვის.... მტკიოდა და ხმას ვერ ვიღებდი.... მოგონებები მეწვოდა და სულს არავინ მიბრეავდა... მტკივა მე ეს ადამიანი და ჩემი არავის ესმის, მაგრამ დღეს რაღაც განგების ძალით მე ამ ტკივილზე საუბარი მოვინდომე... ამინდიც ისეთია ხელს მიწყობს.. ვზივართ პარკში ჩვენ სამნი და ვსაუბრობთ. უფრო სწირად ვსაუბრობ მე თან გაზას გავყურებ, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი.. თითქოს ბუნებამ იგრძნო ჩემიტკივილიი. ისეთმა საშინელმა ქარმა შემაწყვეტინა ჩემი ტკივილის მოყოლა თითქოს და მასაც სტკიოდა ეს ამბავი... მივდივართ კაფეში ვჯდებით მაგიდასთან, მე სახით გზისკენ. მიყვარს მოსიარულე ხალხის თვალიერება და იცით რატომ მათ შორის ყოველთვის ვეძებ განსხვავებულ ბიჭს, რომელიც მართლაც განსხვავდება. თუნდაც მხოლოდ თმის ფერი ავიღოთ, რიჟაა მაგრამ ამავდროულად ყავისფერი თმით.....................
- ცუდად ვარ .. მხოლოდ ამ სიტყვების თქმას ვახერხებ, ჩანგალი ხელიდან მივარდება და ინსტიქტურად ვაპარებ ხელს წყლისკენ.... ეს ყველაფერი წამის მეასედებში ხდება ისე, რომ გააზრებას ვერ ვასწრებ. სწორედ კაფის წინ მდგარი რიჟა და მის მიეგობარი, ვხედავ მე მას უკვე ვიაზრებ კიდეც რა ხდება და ვგრძნობ ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებ.. უკვე წყლის დალევაც მიჭირს.... მინდა რამე ვთქვა და ხმა არ ამომდის.... და მერე ? მერე როცა უკვე მუცლის წვას ვგრდძნობ აღებს კარებს და შემოდის.. მინდა შევხედო მინდა ვუყურო მის თვალებს მის სახეს რომლის ყურებაც ასე დზააან მიყვარდა მაგრამ თვალები მიწყლიანდება და თავს მტკივნეულად ვხრი. ვნატრობ ჩემთან ახლოს არ დასხდნენ, თორემ ამას ნამდვილად ვერ გადავიტან და აქვე ამ კაფეში გული წამივა.... მაგრამ მადლობა ღმერთს გადიან. ტორტს ყიდულობენ და მიდიან, ისევ მიდის.... უკან მოუხედავად მიდის! მეკი მხოლოდ ისღა დამრჩენია მისი ყურებით დავტკბე. ეგეც სანამ თვალს მოეფარება ვუყურო და მონატრება ასე მაინც მოვიკლა.... მალევე გაქრა, ქუჩის კუთხეში მიიმალა,, წამართვა! ჩემი მონატრებული იმ ქუჩამ წამართვა... არავინ არ დამინდო!... ყველამ გამწირა ტკივილისთვის. მონატრებით გამოწვეული ტკივილისთვის..... შემდეგ რა იყოო? შემდეგ იყო ტირილი.... გოდება..... ვედრება ღმერტის მიმართ რომ დამიბრუნოს ... ხვეწნა ... მუდარა... პირობა უფლის წინაშე, რომ შემეძლო დამეთმო ბევრი რამ მის ნაცვლად ...... მაგრამ რა ? არც არაფერი იმედი არსად ჩანს, იმედიც კვდება.... ოცნებაც ქრება და ისევ რჩება მხოლოდ ტკივილი.... მე ისევ მიყვარს! მიყვარს საუკუნოდ, ჩემი სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე..... და როცა დავაპირებ რომ ამოვისუნთქო ბოლოჯერ მანამდე ვიტყვი რომ "პატარავ მიყვარხარ!"........



როგორ მესმის შენი <3

 


№2  offline წევრი patala

მწვანეთვალება გოგონა
როგორ მესმის შენი <3

სამწუხაროოა არავის ვუსურვებ ისეთ ტკივილს რასაც მე განვიცდი :(

 


№3 სტუმარი მხოლოდ იმ ერთის გოგონა

ცუდია როცა ის გენატრება ვინც შენს მონატრებას არ იმსახურებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent