გამქრალი ადამიანები
მიდიან ადამიანები.. სეზონები იცვლებიან.. გრძნობები ცივდებიან.. წვიმები იწყებიან.. მერე მოდიან და ფერებად იღვრებიან.. მიდიან ადაიანები.. ჯერ მოდიან.. გეხუტებიან.. გათბობენ.. შენს ნაწილს იღებენ სულიდან.. გაცარიელებენ.. ოთახში შუქს აქრობენ.. ფიქრებს დატოვებენ.. კარს აჯახუნებენ.. მიდიან.. თუ კიდევ მოდიან ყვირიან.. ყველაფერს ურევენ.. აგონიაში ვარდებიან.. ადამიანები სიყვარულში ერთმანეთს აღარ უტყდებიან.. ანარქიის შვილებად ქაოსებად იბადებიან.. გიჟები ნორმალურები ხდებიან.. ნორმალურები პირიქით.. გიჟდებიან.. კედლებს საღებავებს ასხავენ.. ფოტოებს ხევენ.. შემოდგომის ფოთლებს აგროვებენ და ოთახში საწოლის ქვეშ ყრიან.. მერე ღამ-ღამობით მთვარეულებივით იღვიძებენ.. ყვითელ ფოთლებს იღებენ.. სუნთქავენ.. ორგანიზმში მუსიკას უშვებენ სისხლად.. ფილტვებში თამბაქოს.. სისხლში ყავას.. მერე აღებენ აივნის კარს და ხტებიან.. აქა იქ ფერებად ოცნებებს ტოვებენ და ქრებიან.. მაინც მიდიან ადამიანები.. ერთმანეთს ანადგურებენ.. აციებენ.. მოგონებებს ამტვრევენ.. და შემდეგ.. აივნით თუ არა.. ფანჯრიდან მაინც.. ფარდებით თუ არა გრძნობებით.. ფოთლებით მაინც მიდიან.. მიტოვებულები.. პიროვნებები რომლებიც რჩებიან მთელი ცხოვრება ქსოვენ სიჩუმეს.. მერე ერთმანეთს აბავენ და ზღვით მიდიან.. ისინი უსიყვარულობას იჩემებენ.. ბედნიერებას იბრალებენ.. მის ნასუნთქ ჰაერს ისრუტავენ.. ამაყად დადიან და მთვარესთან ერთად ტირიან.. მე არავინ და არაფერი დამრჩა.. მე არავინ და არაფერი ვარ.. არც მე ვარ ზოგჯერ.. ხანდახან ფიქრებით მივდივარ.. დრო მოვა და ზღვით წავალ.. ყველას დავტოვებ.. ალბათ მოვენატრები.. მოველანდები ადამიანებს.. გაჩუმდით.. ფიქრები კიდევ დამრჩა.. წავალ.. ჰო წავალ ცოტაც მადროვეთ.. #ბარბარე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.