შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობა


29-03-2017, 18:50
ავტორი maria lui
ნანახია 1 249

ეს იყო და ეს შენს მერე ეს ფრაზა არსად მინახავს,მარტო მე კი არა მთელს სულიერებას აღარ უნახავს,აღარც ვენის და არტერიის ქუჩებს შორის მოხეტიალე დარდსა თუ ბედნიერებაში, ამბიციასა თუ მადლიერებაში აღარც გულის სარქველს შემყურე ჩაფიქრებულ სულიერებასთან ერთად, არსად, არსად მისი კვალი აღარ იყო,გამქრალიყო, უგზოუკლოდ უვადო შვებულებაში გამქრალიყო..!
ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი...რადგან გრძნობების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა,ამ ლოგიკით ვარ ძლიერ მდიდარი და ამიტომ ვარ შენთან, ანგარებით, ფიქრზე დახამებული ბრალნადები გოგო...
ჯერ არ არსებობს ტვინის რენდგენი და ვერ გაიგებ რას ვფიქრობ ამდენს,ან რატომ ვხამდები ასე უაზროთ შეყვარებული შენზე და რომ ვერასდროს იგრძნობ ამ ყველაფერს, მაძლიერებს ეგ ფაქტი.! ვიცი რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი არ შეიძლება,მაგრამ შენ ვალდებული ხარ ეს შეძლო! უცნაურია მაგრამ ჩემსავით ბევრს ჩაუყლაპავს ბოლო ცრემლები;
-ანგარების?
-არა სიყვარულის ცრემლები!
არასოდეს არ მგონია შენით დავიღალო:ისე როგორც ღამე არ იღლება მთვარე,ისე როგორც ფილტვი ჰაერის გარემოცვაში,ისე როგორც ფუტკარი ყვავილი ძებნაში ან და როგორც შენ ჩემს თვალში ყურებით....
ვიცი რაცაა მონატრება, ვიცი რაცაა მარტოობა და არ მინდა ამის გამოცდას შენც რომ გიწყობ, საკუთარ თავზე დაინტერესებული , მაგრამ მჭირდება, მჭირდება გარკვევა შეგეჩვიე თუ უსასრულოდ შემიყვარდი, მართალია არ აქვს მნიშვნელობა ამას ზოგისთვის ზოგზე მეტია....
ვეცდები ამ უსასრულო და საოცრად, შემაწუხებლად აზრიანი გრძნობის ხათრით დიდად აღარ გაგაბრუო უაზრო ეჭვიანობით და გთხოვ ნუ მაგრძნობინებ იმას რომ უჩემობა განადგურებს,! მინდა ვიგრძნო რომ პირიქით ფეხზე მყარად დადგები რათა ორმაგად გამიმკლავდე როდესაც დაგიბრუნდები!
პ.ს ამ წამს მესმის ტელეფონში ღრმა და გახშირებული სუნთქვა შენი, რომელიც მთელს სხეულში მივლის და იმ ღამეს მახსენებს ათასერთი ტყუილით რომ ვიყიდეთ მე და შენ.
მინდა ისეთ ჩვეულებად მექცეს ეს ხმა როგორიც საათის ციფერბლატზე წამის ისარს ახასიათებს, რომლის ელემენტიც არასოდეს ჩერდება (-ამ წამს მთხოვე რამე მეთქვა, მაგრამ ასეთ მომენტში [სიტყვები არაფრისმთქმელია რაფაელო კი ძალზედ კალორიული]) მხოლოდ ცრემლის მოდენამდე ფიქრი , მუდმივი თავისტკივილი და ამვდროულად იმ ტყუილის მიზეზი რის გამოც სულ მეძინება შენზე მალე,თუმცა 'ონლაინ' უმეტესად ჩართული მრჩება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent