is anybody there?
და არსებობენ მხოლოდ სიტყვები და შენც სიტყვები ხარ გარკვეულ ადგილს იკავებ და ამ სიტყვებს იჭერ. არა გრძნობებს, ემოციებს და სიხარულს,მხოლოდ სიტყვებს და მერე ხვდები რა ალმაცერად უდგებიან იმ ადგილს,სადაც შენ დგახარ და მაინც გინდა გაიმეორო აი მე ვარსებობ და მე არ მჭირდება მხოლოდ სიტყვები დაფრინავდნენ ირგვლივ. მე მჭირდება სიყვარული ის რასაც ვერ გავცემ,რადგან დაკარგულია ჩემ ირგვლივ ეგ განცდა,რაც მე დავკარგე. იცი რომ არაფერიც არ დასრულდება და სიტყვები ისევ იქნებიან იფრიალებენ და შენც დაედევნები პეპლის საჭერი ბადით. მიეგებები და ჩაიბეჭდავ. იმის დასადასტურებლად რომ შეგიძლია ემოციური ქმედებები წამწამებს ერთმანეთს აჭერ და ტირილს ცდილობ. სველი ბურთულები ჩამოუყვებიან შენს ლოყებს მიდიან კისრამდე და სადღაც მაისურში იკარგებიან. და მე ვუკიდებ უკვე მესამე ღერს და ვფიქრობ სიტყვებზე. სიტყვებზე რომლებმაც არ გაამართლეს და დამივიწყეს ისევ ულმობლად ძგერს კისერთან ვენა გადაშლილი საწოლიდან,რომელიც გაფურჩქნულ, მიმტევებელს ემსგავსება თუ ბუნებრივად არ მოიხრები წელში, სიტყვები მოგხრის თავს ხანდაზმულად გაგრძნობინებს და თან შეგახსენებს რომ ახალგაზრდა ხარ. ისე მარტყავს როგორც ზღვა ეხეთქება აღმართულ ,,ქვაჭიდს" სიტყვას რომელიც თვითონ მოვიფიქრე და არ ვიცი რას ნიშნავს. მე მენატრება სიყვარულით გაჯღენთილი კანი თავისებური და ბუნებრივი. ნახევრად შიშველი ვარ საიმისოდ,რომ დავსრულდე და მაინც ყოველ დილით ბილიკს ვეძებ აღმართისაკენ,რომელიც საუკუნის მიწურულს ჩაიფერფლა ან დინოზავრებმა შეჭამეს. ზოგჯერ მარტოობისას ჩემ დასალიერში, დასაწყისიდან-დასასრულამდე სახლიდან-უნივერსიტეტამდე ვეძებ სინათლეს,რომელიც ოთახს გამინათებს. რადგან ყოველთვის მეშინოდა სიბნელეში ძილის. ყვირილი ზოგჯერ, გამოსავლად არ აღიქმება წინაპირობად არ ივარგებს მაგრამ ვაიდა რომ, სხვანაირად ვერ ამოვა სანამ ჩემი იოგებიდან არ ამოისვრის. პ.ს აფექტური მდგომარეობა, ზოგჯერ შემოქმედების დაღმართია. ანდაც პირიქით. ამიტომ სერიოზულად ნუ აღიქვამთ ამ მინაწერს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.