შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ჯარედ ლეტო და მალდივები


3-04-2017, 02:20
ავტორი MoonDaughter
ნანახია 2 083

ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. ყოველთვის მეგონა, რომ ფრაზა „არასოდეს თქვა არასოდეს“ - ერთი სულელური ფრაზა იყო და მხოლოდ სულელები ამბობდნენ ამას, რადგან უბრალოდ შეუძლებელია და მორჩა! ხომ არსებობს რაღაც ბარიერი, რომელსაც ვერასოდეს გადაცდება ადამიანი?!
ჩემი ცხოვრებაც არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან. მყავდა შეყვარებული, სამეგობრო წრეში გავიცანი და ყველაფერი გააკეთა ჩემი ყურადღება რომ მიექცია, თავიდან ნამდვილ დედოფლად ვგრძნობდი თავს, მაგრამ როგორც კი საპასუხო გრძნობა მიიღო ჩემგან, მაშინვე ჩათვალა რომ ყოვლისშემძლე მაჩოა. ჩემი ქალწულობაც მას ჩავაბარე, დიდი არაფერი... უფრო საოცარი რამე მეგონა.
სამაგიეროდ, მეორე დღეს მთელმა უბანმა იცოდა, რაც მოხდა და ჩემს ავლა-ჩავლაზე ყველა ჩუმად ფხუკუნებდა, ზოგი კი ბოროტი მზერით მათვალიერებდა. ერთადერთი დაქალი შემომრჩა, რომელიც ჭირშიც და ლხინშიც მუდამ ჩემს გვერდით იყო და გასართობად ლატარიის ბილეთები შემომაჩეჩა. „რაღაც გათამაშებაა, საგზური თამაშდება მალდივის კუნძულებზე, იქნებ გაგიმართლოსო.“ ჩამეცინა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, რომელ გამართლებაზე იყო საუბარი?! 26 წლის გოგო, რომელიც მთელი 26 წელი ქალწულობას ინახავდა, ჩააბარა ვიღაც გაუთლელ ხეპრეს, რომელმაც მინიმუმ სიამოვნებაც კი ვერ მიანიჭა. ხანდახან მეცინებოდა კიდეც ჩემს ბედზე. შავი იუმორი ყოველთვის უფრო მამხიარულებდა შინაგანად, ვიდრე უწყინარი ანეკდოტები ჭიჭიკიაზე და ბიჭიკიაზე.
ჩემდა გასაკვირად, ლატარიის ბილეთი მოვიგე და ჩემი ერთგული დაქალის კივილმა ტელეფონის მიკროფონი ააფეთქა. ჰო, არ მოგესმათ - ააფეთქა. ასე ვუყურებდი, როგორ ფეთქდებოდა ტელეფონი - იატაკზე დავაგდე, ცეცხლი გაუჩნდა ხალიჩას. გავვარდი წყალი გადავასხი და დაღლილი ჩამოვჯექი დივანზე.
მოკლედ, მალდივის ერთ კვირიანი საგზური მოვიგე. ჩავალაგე ბარგი და აეროპორტისკენ ავიღე გეზი. ჩარტერული რეისი არ არის თბილისიდან მალდივამდე, ამიტომ ჯერ დუბაის აეროპორტში დავფრინდით და რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მალდივისკენაც გაიშვირა ფრთები თვითმფრინავმა.
პატარა კუნძულია მალდივზე, სადაც ტურისტული პატარა ხის კოტეჯებია ჩამწკრივებული პლიაჟზე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები კი ზღვაშია. მე 4 ვარსკვლავიან სასტუმროში განვთავსდი. ყვითელი კუპალნიკი ჩავიცვი და პლიაჟზე გავედი. ცურვა არ ვიცი, მაგრამ მაინც შევედი ცოტა ღრმად, როცა ვიგრძენი რომ ფეხხქვეშ სილა გამომეცალა, მივხვდი რომ დამერხა, მაგრამ რაღას ვიზამდი?! არც მიკივლია, ბედს შევეგუე და წყალმაც ჩამიტანა ქვევით - გავითიშე.
გონს რომ მოვედი, ვიღაც ხელოვნურ სუნთქვას მიკეთებდა, თვალი გავახილე კარგად და თვალებს არ დავუჯერე - ჯარედ ლეტო. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ჯარედ ლეტო მიკეთებდა ხელოვნურ სუნთქვას. როცა გონს მოვედი, გამიღიმა და ქართულად მითხრა „რა ლამაზი ხარო.“ გავშტერდი, ეს უკვე მეტისმეტია, ჯარედ ლეტომ გადამარჩინა და თან ქართული იცის?
-კარგად ხარ? -თავზე დამყურებს შენონ ლეტო, ჯარედის ძმა.
-კი კი კარგად ვარ. -ვუპასუხე შენონს და შემდეგ ისევ ჯარედ ავხედე, რომელსაც ჩემი თავი ხელებში მოემწყვდია და გაღიმებული დამყურებდა.
ჩემი გადარჩენის აღსანიშნავად ჯარედმა თავის ხუთ ვარსკვლავიან კოტეჯში დამპატიჟა და ტროპიკულ სუფრას მივუსხედით. ჩვენს წინ დაუჯერებელი ხედი იყო, აუზი, რომელიც კოტეჯის უკან ეზოს ქონდა, ოკეანეს უერთდებოდა. ჯარედმა თვალი ჩამიკრა:
-გინდა შევცუროთ? -მკითხა და მეც წამოვდექი. უსიტყვოდ თავი ვდურთე აუზში, არადა ცურვა არ ვიცი. ძლივს ამომათრია იქედან ჯარედმა და ისევ მომასულიერა.
-რა გჭირს გოგო შენ?! -მეგრული დიალექტით მკითხა. ეს კილო საიდანღა იცის?!
მოკლედ, ბევრი ვიცინეთ მე და ჯარედმა იმ დღეს, ბევრი ვილაპარაკეთ. მომიყვა თავის ბავშვობაზე, დედაზე რომელმაც ობლად გაზარდა ორივე ძმა. მე ბევრი არაფერი მქონდა მოსაყოლი. უცებ, ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო.
დაუვიწყალი სექსი მქონდა ჯარედთან. ფეხზე ხალი ჰქონდა, იცოდით? ბარძაყზე ჯარედ ლეტოს დიდი ხალი აქვს და გამარფთხილა, რომ მასთან ფრილად ვყოფილიყავი. ლოგინზე წამოვჯექით და სიგარეტს ვაბოლებდით.
-შეიძლება, შენზე და ამ მოგზაურობაზე დავწერო? -ვკითხე. ჯარედს გაეცინა და მითხრა:
-დაწერე, მაინც არავინ დაგიჯერებს.
მთელი კვირა მის ხუთვარსკვლავიან კოტეჯში ვცხოვრობდი და რომ მოვდიოდი მითხრა, „სასიამოვნო ერთი კვირა გავატარე შენს გვერდით და არასოდეს დამავიწყდებაო.“ ძალიან გამიხარდა და გადავეხვიეთ ერთმანეთს.
თბილისის აეროპორტში ელენე დამხვდა გაბადრული და ჩამეხუტა.
-ძალიან მომენატრე, ნათია. -გაბრწყინებული შავი თვალები მომაპყრო.
თვითმკაყოფილმა გადავხედე და მივახალე:
-მთელი კვირა ჯარედ ლეტოსთან ერთად ვისვენებდი. -რეაქციას არ დავლოდებივარ და თავაწეული აეროპორტის გასასვლელისკენ ავიღე გეზი.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
აუ მაგრად მევასება შენეული წამოვლები :დდდდ კარგია :3

მუზა წამეკაიფა წუხელ :დდდდდ ძაან კი ვიცინე :დდდდდდდ

 


№2  offline წევრი sophieG

აჰაჰჰჰ

 


№3  offline წევრი shany shany

Chemma shannonma raooo?? :D

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

shany shany
Chemma shannonma raooo?? :D

შენონმა მუჭორექ ძღაბოო და ლოყაზე მიბწკინა :დ

 


№5  offline წევრი Timea25

ჰაჰაააჰააააჰ, ნასვამზე რომ წაიკითხავ ამას ????
კაი ხანი ვცდილობდი აზრის გამოტანას ❤
კარგი გოგო ზარ შენ

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

ჩქიმ ცოდო, ეს რამ გამახსენა :დდდ ავყირავდი:დდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent