შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვწევარ და ვფიქრობ


7-04-2017, 00:47
ავტორი ninik
ნანახია 1 508

ვწევარ და ვფიქრობ, იქნებ ზედმეტად მხატვრულად ვუყურებ სამყაროს და სინამდვილეში ყველაფერი ძალიან უხეში და მარტივია-მეთქი. იქნებ ადამიანები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, იმიტომ გიმეგობრდებიან, რომ უკეთესი ვარიანტი არ აქვთ. ფოთლები ხმება და იმიტომ სცვივა ხეს, ცრემლი უბრალოდ მარილიანი წყალია, ყოველდღე რომ იტირო, არ გამოშრება. ვარსკვლავებიანი ცაც არ არსებობს, ცა არ არსებობს საერთოდ. არსებობს უსასრულო სიცარიელე ჰაერით შევსებული და ძალიან შორს ათასობით მოკაშკაშე პლანეტა. თუ არ ილაპარაკებ, ვერასდროს ვერავინ გაიგებს, რას ფიქრობ. როცა გვგონია, რომ რაღაც ვიგრძენით და რაღაცას მივხვდით, ესეც მხოლოდ ჩვენი ილუზიაა, სინამდვილეში არაფერიც არ ვიცით და ვერაფერს ვხვდებით. როცა ვფიქრობთ, რომ რაღაც ძალიან გვინდა, ეს დროებითია და ამ სურვილის ახდენა სულაც არ ნიშნავს რომ გავბედნიერდებით. როცა შინაარსიანი თვალებით გიყურებენ, არ გულისხმობენ, რომ შენთან მთელი ცხოვრების გასატარებლად მზად არიან. უბრალოდ გიყურებენ, ალბათ იმ წუთას მიმზიდველი ხარ ან საერთოდაც ფიქრებში გაკრიტიკებენ. როცა დიდი ხნის განმავლობაში არ გკითხულობენ, ესე იგი უშენოდაც ბედნიერად გრძნობენ თავს და არ არსებობს აქ არანაირი მაგრამ, ალბათ, შესაძლოა. ყველაფერი ასეა? რატომ ჩნდება ჩვენს გონებაში ყოველთვის ჯადოსნური სიტყვა „შესაძლოა“, რომლითაც ყველაფერს ვალაგებთ და ვასუფთავებთ. რატომ არ შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ არ ვუნდივართ, ვერ გრძნობენ, ვერ ხვდებიან, არ ფიქრობენ, არ მოვლენ, ვერ გვხედავენ, როგორებიც ვართ ისეთს ვერ გვხედავენ, ვერ გვიცნობენ.
წვიმს, მლაშე ჭუჭყიანი წყალი მოდის და ვისვრები. ჩემი ნება რომ იყოს ვიტყოდი ამ წყლის წვეთებში ერთდროულად რამდენი ბინძური და ტკბილი სიტყვაა დაგუბებული-მეთქი, მაგრამ მახსენდება, რომ მხოლოდ მარილიანი და მტვრიანი წყალია და ვჩუმდები.
სიგრილეა. სიგრილეში დიდი ხნით გაბრაზებული ვერ იქნება ადამიანი. საკმარისია კანზე ბუსუსები და უკვე ენატრება სითბო.



№1  offline წევრი L LI

,,როცა გვგონია, რომ რაღაც ვიგრძენით და რაღაცას მივხვდით, ესეც მხოლოდ ჩვენი ილუზიაა, სინამდვილეში არაფერიც არ ვიცით და ვერაფერს ვხვდებით" კარგი იყო... relaxed heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent