შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეთი პესიმისტი რატომ ხარ ?


7-04-2017, 12:57
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 159

***
-საუკუნის მეხუთედი რომ გავა როგორი განცდაა ?
-ვერაფერს ვგრძნობ საერთოდ.
-მერე იცი ვერაფერი როგორ იხატება ან რომელ ფერებს იყენებენ ვერაფრის დასახატად ?
-ალბათ ღია ნაცრისფერს, რომელიც ნელ-ნელა ქრება.

***
-უკან რომ დაგაბრუნონ რამეს შეცვლიდი ?
-უამრავ რამეს.
-და ახლა ვინც ხარ, ის რომ აღარ იქნებოდი ?
-არც მინდა, რომ ის ვიყო, ვინც ვარ..
-რას გააკეთებდი მეორე შანსი რომ გქონდეს ?
-ფიქრებს გაუმხელელს აღარ დავტოვებდი.

***
-გჯერა მეორე ცხოვრების ?
-სწორედ ისე, როგორც სასწაულების, რომლებიც არ არსებობენ..
-ბედნიერების დაჭერაზე გიფიქრია ?
-არა.
-რატომ ?
-რადგან ყველაფერი სურვილების საპირისპიროდ ხდება.
-ეგ როგორ ?
-როგორ და ...ჩვენი სურვილები ერთმანეთს არასდროს ემთხვევა...

***
-შეხვედრილვარ ყველაზე საინტერესო ადამიანს ?
-კი..
-ვინ იყო ?
-ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაინტერესებდი..
-და ყველაზე მეტად ვის აინტერესებდი ?
-ვინც ოდნავად არ იყო საინტერესო.

***
-ბედნიერება რა არის ?
-რაც არ გაქვს.
-და როცა მიზნებს აღწევ მაშინ ?
-მაშინ მათი ღირებულება მილიონჯერ კარგავს ფასს.

***
-რომ ყვარებოდი, რას იგრძნობდი ?
-სიყვარული გამინახევრდებოდა და ბოლოს გაქრებოდა.
-ასეთი პესიმისტი რატომ ხარ ?
-რეალისტი ..

***
-ყველაზე მეტად რა გიყვარს ?
-წერა.
-რატომ ?
-ის ერთადერთია, რაც პირდაპირ პროპორციულად მიზიდავს..

***
-გიოცნებია ?
-უიმედოდ.
-რატომ ?
-ოცნების ფასიც ეგაა.

***
-მილიონი რომ მოიგო, რას გააკეთებდი ?
-ყოველგვარ წესსა და კანონს დავივიწყებდი.
-ეგ როგორ ?
-საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვრებდი.
-რას გულისხმობ ?
-ახლა უამრავი ადამიანის ცხოვრებას ვიზიარებ, მერე კი...

***
-ცხოვრება რამდენად მალე გადის ?
-საყვარელი საჭმლის ჭამის მსგავსად..
-სად შეაჩერებდი მას ?
-ზენიტში.
-და სადაა ცხოვრების ზენიტი ?
-როცა ყველაზე დიდ შვებას გრძნობ ან როცა უეცარი სიხარული, გაკვირვება..გახრჩობს...
-გიგრძვნია მსგავსი რამ ?
-კი, მაგრამ რამდენიმე წამზე მეტ ხანს არასდროს გაგრძელებულა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent