"ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ"
დღეს მე ცხოვრების ყველაზე ბედნიერ ეტაპზე ვარ... პ.ს მე ვარ ანკა 23-წლის, მოკლედ ავღწერ ჩემს ცხოვრებას, 12-წელი ვცეკვავდი, სკოლაშიც საკმაოდ კარგად ვსწავლოდი, თუმცა დედას მაინც ხშირად უხდებოდა დირექტორის კართად დგომა, არა სწავლის გამო, არამედ ყოფაქცევების გამო, ჩემი კლასელი გოგონებისგან გამორჩეული ვიყავი, მე უფრო ბიჭად აღმიქვავდნენ ბავშვები და მასწავლებლები, იქამდე სანამ პირველად არ შემიყვარდა....სკოლაში ბევრს ვუყვარდი, მაგრამ არავის სიყვარულს არ აღვიქვავდი სერიოზულად. 15-წლის ვიყავი როდესაც ის „ერთი“ გამოჩნდა და შეცვალა ჩემი მთელი ცხოვრება და მეც. მე ის ერთი დანახვით შემიყვარდა, 15-წლიდან გიო სულ ჩემს გვერდით იყო, ერთი წამითაც არ მომშორებია, ხშირად ვკამათობდით რადგან საშინლად მძიმე ხასიათები ჰქონდა, მაგრამ მალე ვრიგდებოდით. ძალიან აქტიური წყვილი ვიყავით, საზოგადოების ყურადღების ქვეშ ხშირად ვექცეოდით, ბევრი რამ გადავიტანე მის გამო, მაგრამ მაინც გაგიჟებით მიყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემებმა გერმანიაში გამიშვეს სასწავლებლად, საშინელება იყო ჩემთვის ოჯახისგან, მეგობრებისგან და საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა, თავიდან დეპრესიები მქონდა. სხვა გარემო, ჩემთვის უცხო და საშინლად ცივი ხალხი, უცხო წესები, ცხოვრების სხვა სტილი, რათქმაუნდა იმდენ სითბოს ვერავისგან ვიღებდი როგორც სახლში ჩემი ოჯახისგან ვიყავი შეჩვეული. რაღაც პერიოდის შემდეგ იქაურ ცხოვრებას ფეხი ავუწყე, ხშირად ვიმეორებდი იმას თუ რატომ წავედი და რა მიზნები მქონდა, ეს მეხმარებოდა ყველაფრის დაძლევაში. წლების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, ოჯახის წევრების გარდა ყველა შეცვლილი მეჩვენა, ჩემდა სამწუხაროდ გიოც სხვანაირი დამხვდა, ყოველ დღე ვკამათობდით, ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს, ისე მოხდა რომ 9-წლიანი სიყვარულის შემდეგ დავშორდით. ბოლო ჩხუბის შემდეგ სახლში ჩავიკეტე, არსად აღარ გავდიოდი, მხოლოდ ვიწექი და ვტიროდი, საკუთარ თავს და იმ სიყვარულს დავტიროდი რომელიც ჩემი ხელით გავუშვი, გავუშვი რადგან ვფიქრობდი და ვგრძნობდი ერთად ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, ვგრძნობდი რომ ამ ურთერთობას განვითარება აღარ ეწერა. რამდენიმ დღე ასე ვიყავი, ჩემთვის სამყარო გაჩერდა, მე ხომ ბავშვობიდან მასზე ვიყავი დამოკიდებული, მისი სიყვარული იმდენად მქონდა გამჯდარი რომ ვერ წარმომედგინა მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა, ჩემი მისდამი სიყვარული იმდენად წრფელი და ძლიერი იყო რომ ასეთი რაღაცები მხოლოდ ფილმებში მინახავს, რეალურად ჩემსავით შეყვარებული გოგო დღეს ძალიან ცოტაა. ჩემდა გასაკვირად დეპრესიამ და ცუდად ყოფნამ 2-კვირა გასტანა, იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარდა ან რამე, მიყვარდა კი არა, ვაღმერთებდი, უბრალოდ ადამიანი სიყვარულითაც იღლება, აი ისეთი სიყვარულით, რომელიც არ ფასდება. ალბათ, ალბათი კი არა ასეა, მას არ ვუყვარდი იმ დონეზე როგორც მე მიყვარდა, ასე რომ ყოფილიყო არ გამიშვებდა და გამაჩერებდა, თუმდა თავი არ შეუწხებია, იმ იმედით რომ იცოდა როგორ მიყვარდა, მას დღმდე ჰგონია რომ მე ჩემი ფეხით დავბრუნდები მასთან, ჰგონია რომ უიმისოდ ვერ ვიცხორებ. ჩემი ოჯახის და მეგობრების გვერდით დგომით ადვილად გადავიტანე ეს „ჯოჯოხეთური“ დღეები, ნელ ნელა დამიბრუნდა ცხოვრების „მუღამი“, ვიცოდი რომ ჩემთვისაც მალე გამოიდარებდა და ასეც მოხდა. ერთ საღამოს ფბ-ში დამიმატა ჩემთვის უცნობმა ბიჭმა, მის პროფილზე გადავედი და ფოტოები ვნახე. თენგო ქერა თმიანი, თაფლისფერი თვალით, გრძელი აპრეხილი წამწამებით, ღიმილის დროს ლოყა ეჩხვლიტებოდა, ნორამლური სიმაღლის, გამხდარი ბიჭი იყო. ერთი შეხედვით საშინლად სიმპათიური ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. თავიდან როგორც ხდება ხოლმე მომწერა, აღმოჩნდა რომ ჩემზე 4-წლით პატარა იყო, აი ამის შემდეგ აღარ ვფიქრობდი ურთიერთობის სხვა ეტაპზე. ვთვლიდი რომ ჩვენი მიმოწერა უბრალოდ მეგობრული ან უფრო ნაკლები, ნაცნობობით დასრუდებოდა, აი ისეთი რამდენიმე დღიანი მიმოწერები რომ აქვთ და შემდეგ არანაირი მოკითხვა, მხოლოდ ფოტოების დალაიქებით რომ შემოიფარგლება ხოლმე, თუმცა შევცდი. იმ პერიოდში კიდევ სხვა ბიჭიც არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც მოვწონდი და საჩუქრებით მანებივრებდა, პ.ს სამწუხაროდ ისიც ჩემზე პატარა იყო 2-წლით, ჩემი მეგობრები „პედოფილს“ მეძახდნენ, ბავშვებს იზიდავო. ის ბიჭიც სიმპათიური იყო, მაგრამ თავისი აღნაგობა და გოგოების ყურადღება თავში ჰქონდა აწეული. თენგო გაცნობის დღიდან სულ მწერდა, ის ისეთი ყურადღებიანი იყო, თუმცა თავიდან მის მესიჯებს სერიოზულად არ აღვიქვავდი, გულში ვფიქრობდი რა ბავშვურია თქო, ვრასოდეს ვიფიქრებდი ოდესმე თუ ასე შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. თავისი დიდი ყრადღებით მთელი დღე მესიჯების წერით და ტელეფონზე დარეკვით სიმპათია გამიჩინდა მის მიმართ. ის ისეთ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სულიერად საშინლად მიჭირდა. უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხორებაში და ჩემს გულში, ვერასოდეს ვიფიქრებდი ამხელა ადგილს თუ დაიკავებდა ჩემს ცხოვრებაში. რაღაც მიზეზების გამო ახლოს ჯერ არ მყავს ნანახი, თუმცა შორიდან მანქანით რამდენჯერმე გვყავს ერთმანეთი დანახული, რამდენიმე კვირაში ვგეგმავთ შეხვედრას და ახლოს გაცნობას. მსგავსი რამ სხვას რომ სხვას ეთქვა არ დავიჯერებდი. ჩვენ იმდენად ახლოს ვართ, 4-თვე კი არა, ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. არც იმის კომპლექსი აღარ მაქვს რომ ჩემზე პატარაა, მითუმეტეს რომ მეთვითონ არ მაქვს დიდი შეხედულება, ვთვლი რომ მთავარი სიყვარულია, რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი იქება დიდი თუ გოგო. ვერასოდეს ვიფიქრებდი გიოს გარდა ჩემს გულში ოდესმე ვინმე თუ დაიკავებდა ადგილს, ვერასოდეს ვიფიქრებდი სხვისი ნათქვამი თბილი სიტყვები და „მიყვარხარ“ გულს თუ ამიჩქარებდა, ვერასოდეს ვიფიქრებდი მეორედ თუ შემიყვარდებოდა, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. მე დღეს ბედნიერი ვარ, მჯერა თენგოს სიყვარულის, მჯერა რომ არასოდეს გამიცრუებს იმედებს, მჯერა რომ ეს ადამიანი მაინც დამიფასებს იმ დიდ სიყვარულს როგორი სიყვარულიც მე შემიძლია. ბევრს უკვირს 9-წლიანი სიყვარული როგორ დაივიწყეო, მეც მიკვირს საკუთარი თავის, გაოცებული ვარ, ის დიდი სიყვარული ჩემი გულიდან ასე უცებ სად გაქრა, მაგრამ ღმერთს მადლობა რომ გაქრა და აღარ არსებობს, რადგან მე იმ ადამიანთან ბედნიერი ვერასოდეს ვიქნებოდი, რადგან ის სხვა სამყაროს ეკუთვნის მე სხვას. ის ვერასოდეს ხედავდა სამყაროს ჩემი ფერებით, მე მის სამყაროს არ ვეკუთვნოდი. ჩემს მეგობრებს ბევრჯერ თქვამთ გიო რომ დაბრუნდეს შენს ცხოვრებაში რას იზავო, არაფერს არ ვიზავ, მე ის 9-წელი მიყვარდა, ისეთი სიყვარულით მიყვარდა ბევრმა ბიჭმა უნდა ინატროს გოგოს ასე ძალიან უყვარდეს, მაგრამ სათანადოდ არ დამაფასა და არ დააფასა ჩემი ასეთი ძლიერი სიყვარული, ამიტომ უფალს ყოველ დღე მადლობას ვუხდი დროულად რომ დავშორდით, უფალს მადლობას ვუხდი იმ ადამიანის გამოგზავნისთვის, რომელიც დღეს ჩემს გვერდით არის, თუმცა გიორგის შემდეგ მეშინოდა ვინმეს გულთან ახლოს მიშვების, მეშინოდა სხვასთან ურთიერთობის დაწყების, მაგრამ დავძლიე საკუთარ თავში ყველანაირი შიში, თენგოც განსხვავებული ადამიანია, არასოდეს მოუცია მიზეზი რომ მასში ეჭვი შემპარვოდა. მის მიმართ ყველაზე ლამაზი და კარგი გრძნობა მაქვს, აი ისეთი სიყვარულის დასაწყისში რომ აქვთ ხოლმე, მუცელში პეპლები დაფრინავენ, მისი მესიჯი, მისი ხმა გულს მიჩქარებს, როცა არ მწერს მოწყენილი ვარ, მინდა სულ ჩემს გვერდით იყოს, ფიზიკურად ვერა, მაგრამ მინდა სულიერად ვიგრძნო მისი ჩემთან ყოფნა. ის ისეთი ყურადღებიანია ყველა გოგომ უნდა ინატროს ასეთი ადამიანი გვერდით. ის იმდენად მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, მასზე ვამყარებ დიდ იმედებს და აღარ მინდა ოცნების კოშკები ოდესმე კიდევ ერთხელ დამენგრას, გამოვიარე ერთხელ უკვე ის საშინელი პერიოდი და ყველანაირად ვეცდები ანალოგიური რამ აღარ დამემართოს. მე და თენგოს ბევრი გეგმა გვაქვს მომავალში, ვიცი აუცილებლად აგვისრულდება ჩვენი ოცნებები. თენგოს პირველი ტყუპები უნდა, ან გოგოები ან ბიჭები, მე ორი შვილი მინდა, პირველი ბიჭი, მეორე გოგო, სახელებიც გვაქვს შერჩეული, სანდრექსა და კატერინა. ჩემი სურვილია ოჯახის შექმნის შემდეგ ჩემს ბიჭთან ერთად გერმანიაში ან ავსტრიაში საცხოვრებლად წასვლა რამდენიმე წლით, ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა. თენგო ისეთი ბიჭია როგორიც ჩემს ოცნებებში წარმომედგინა, ის ზუსტად ისეთი სიმპათიურია როგორზეც ვოცნებობდი, ისეთი ხასიათები აქვს როგორზეც ვოცნებობდი, ამაზე მეტი არაფერი აღარ მინდა. მე ბედნიერი ვარ მის გვერდით, ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცია, არ მინახავს ჯერ ახლოს, მაგრამ შემიყვარდა, ცხოვრებაში მეორედ ვამბობ ამ სიტყვას რომ მიყვარს! მიყვარს და არ მინდა ოდესმე მის გარეშე მომიწიოს ცხოვრება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.