შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ ჩემო!


22-04-2017, 21:15
ავტორი Aria Loreli
ნანახია 1 241

დაღამდა!შენი თვალებივით ბნელი ღამეა.არც მთვარე ჩანს, არც ვარსკვლავები.
მცივა!ფრთხილად ეპარება თოში ხელებს იმ ხელებს ასე ძალიან რომ გიყვარდა
ვტირი!უშენობით ვტირი ცხელი ცრემლები მისველებენ ღაწვებს ნაზად ჩამოედინებიან ყელთან შემდეგ ცივ მიწას ეცემიან
გრძნობ?ნუთუ ვერ გრძნობ ტკივილს რომელსაც ეს ცრემლები ატარებენ.ვიცი რომ გრძნობ მაგრამ მაინც არ გებრალები
გახსოვს რომ მეუბნებოდი ბედნიერება უნდა ეძებოო გიწყრებოდი, უკვე გიპოვეთქო გეუბნებოდი,ჩაიცინებდი და თავს გვერძე ატრიალებდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი თურმე იცოდი,
იცოდი რომ ერთ დღეს შენი დაკარგვით გავნადგურდებოდი თითქოს წინასწარ მამზადებდი...
ჩვენი პირველი შეხვედრა თუ გახსოვს?მაშინ რა პატარა და გამოუცდელი ვიყავი...თავს როგორ გაწონებდი ის თუ გახსოვს?როგორ არა გახსოვს
ჩვენი ბოლო შეხვედრა ჩემო?მაშინ რა ვიცოდი შენი სურნელით უკანასკნელად თუ ვივსებდი ფილტვებს.შენ იცოდი აწყლიანებული თვალებით მიკოცნიდი სახეს,ხელებს.მაშინაც ვგრძნობდი საფრთხეს მაგრამ არ მიმდოდა ჩემში ფესვები გაედგა.გახსოვს ბოლოს რა მითხარი?
დაიმახსოვრე სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის მეყვარებიო.არავინ ვიცით ხვალ რა მოხდება ამიტომ მინდა იცოდეე უჩემობა თუ მოგიწევს გზა გააგრძელეო გაგიჭირდება მაგრამ ძლიერი ხარ და შეძლებო მე სულ შენში ვიქნებიო შენ ნაზ ხელებს ასე ძალიან რომ მიყვარს სიცივეს არასდროს ვაგრძნობინებო...მაშინ გისაყვედურე, ახლა ვხვდები ჩემო ყველა შენი სიტყვა მინიშნება იყო,თითოეული შენი შეხება გამომშვიდიბება იყო...ხელები გამიცივდა სად ხარ?გამათბე.
ეს მიწა ცივია ჩემო აქ როგორ დაგტოვო?თურმე არაფრის ძალა მქონია ვერ გშველი, ვერც თავს ვშველი შენ სურვილს ვერ ვასრულებ ბედნიერებას ვეღარ ვიპოვნი ის ახლა მიწამ წამართვა...
როგორ დავიჯერო რომ ვეღარ გავიგებ შენს ტკბილ ხმას ჩემო?
როგორ დავიჯერო რომ ვეღარ ჩავიძირები შენს თვალებში?
როგორ დავიჯერო რომ აღარ შეეხებიან შენი ტუჩები ჩემს გაფითრებულ ხელებს?
ვერ გავუძლებ ჩემო ვერა ძალა არ მაქვს,გამოვიფიტე,დავილიე...მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო მეწვის თითქოს გახურებული შანთით ძიძგნიან...დამეხმარე მტკივა სუნთქვა მიჭირს ვეღარაფერს ვგრძნობ განწირული კივილისგან ხმაც წამერთვა ჩემო!შემიბრალე დამიბრუნდი ან წამიყვანე.ვიცი რომ სადღაც ხარ.ძალიან შორს მაგრამ ხარ!სხვაგვარად უბრალოდ ვერ იქნება,ასე უბრალოდ ვერ გაქრები მე არ მოგცემ ამის უფლებას.ერთხელ მითხარი მაგ პატარა გულში შემინახე და მე სულ შენთან ვიქნებიო.ეს პატარა გული მტკივა შენ აქ სამუდამოდ დაიდე ბინა.
ჩემო!შენ თბილ კოცნას განა რამე დამავიწყებს ან შენი სიყვარულით სავსე შემოხედვას ჩემი თავის გარდა მასში ვერაფერს რომ ვერ ვხედავდი.
არაფერი დამრჩა უშენობის გარდა.ბოლო ამოსუნთქვამდე უსასრულოდ მიყვარხარ ჩემო!მჯერა რომ დადგება დრო როცა ისევ შეხვდება ჩვენი ხელები ერთმანეთს.



№1 სტუმარი Guest Mariamooo

საღოლლლ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent