ჩემი ყველაზე ტკბილი
ოდესმე რაღაც უკიდეგანო, საოცრად დიდი სიყვარულით გაბერილხარ? სიხარულით, რომელიც გეგონათ დაგკარგავდა, გიტირია? მოფერებიხარ ფიქრებს, რომელსაც დასასრული არ წერებია? განგიცდია რაღაც ისეთი, რასაც შეეძლო დაეკარგე და აღარასდროს დაებრუნებინე რეალობაში? იმდენი რამ მინდა გკითხო კიდევ, მაგრამ მსგავსი განცდების შემდეგ მერევა სათვალავი, სიტყვები.. შემიძლია გითხრა რომ საოცარი სიყვარული არსებობს, რომელსაც განცდა უნდა, ისეთი სიყვარული ყველანაირს რომ დაგავიწყებს.. მე გამაგიჟა. ჩანახატს არ ვწერ, უბრალოდ წაიკითხო მინდა, რომ მიხვდე რაოდენ დიდი განცდები არსებობს შენს გარშემო სამომავლოდ. ეს ისეთია სულით ხორცამდე რომ შეგძრავს და შეგცვლის. ნუ შეეცდება მაინც. შენ დაკარგავ თავს, რეალობას მოწყდები ცოტახნით, შენდაუნებურად. მთელი ცხოვრება შეიცვლება შენთვის, მიხვდები რომ აქამდე არც არაფერი არსებულა ღირებული, მიხვდები რომ ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, შენდაგასაკვირად. თუ კი ოდესმე გინატრია სიკვდილი, გაგეცინება, რადგან ახლა ყველაფერს გააკეთებ სიცოცხლის გასახანგრძლივებად. მისი დანახვა, ღუღუნი, გაგაგიჟებს. ვცდილობ აგიხსნა, რაოდენ შეგცვლის შენივე ნაყოფი. იცი, მე უაზროდ ბედნიერი ვარ, დედა გავხდი... მართლა მეშინია არ შევიშალო სიყვარულით.. თითქოს დღეს მის ფონზე არც არავინ მყვარებია. ეს არანორმალურობაა, გაგიჟებაა, გაფრენაა.. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს მე ჩემი ელენე, ტკბილი, თბილი. შენც ასევე გეყვარება შენი პატარა, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენი რეალობაში, ამასაც გამოცდა უნდა, რათა უკეთესად განიცადო. ჯერ სად ხარ.. ახლა ყველაფერი გკლავს, ახლა ყველა გიყვარს და ყველას აღმერთებ, ახლა მეუღლეც/შეყვარებულიც, შენი ერთადერთი სუსტი წერტილია. ახლა გგონია რომ მამაკაცის/ქალის გარდა ვერავინ გაგაგიჟებს. არა, უნდა გიყვარდეს, არ ცდები რა თქმა უნდა, მაგრამ ... არ ვიცი, ეს საოცრებაა, მე პირადად არავინ მეგულება მასზე ტკბილი, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს.. მე გიჟივით ვარ შეყვარებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.